Apex ERP Documentation
შინაარსიIndexHome
PreviousUpNext
მონტაჟი/კომპლექტაცია

მონტაჟი/კომპლექტაცია-არის მოდულის "ფიქსირებული აქტივები" ბრძანება (ფიქსირებული აქტივები =>მონტაჟი/კომპლექტაცია ). მისი დანიშნულებაა ძირითადი საშუალების ღირებულების განსაზღვრა მათი შეძენის, მშენებლობის, წარმოების, მონტაჟის, დადგმის და მასზე გაწეული სხვა ხარჯების გათვალისწინებით. ფორმით შესაძლებელია ნებისმიერი სახის ძირითადი საშუალების წარმოება, ძირითადი საშუალების წარმოების პროცესი ძირითადად არ სრულდება ხანმოკლე პერიოდში, აქედან გამომდინარე ფიქსირებული აქტივის მოდული და ბრძანება "მონტაჟი/კომპლექტაცია" საშუალებას გვაძლევს, განვსაზღვროთ ძირითადი საშუალების თვითღირებულება, წარმოების პროცესში გაწეული აკუმულირებული დანახარჯების გათვალისწინებით. 

ფიქსირებული აქტივების აღნიშნული ბრძანებით შეგვიძლია შევასრულოთ სამი ტიპის ოპერაცია:

  • კომპლექტაცია - გულისხმობს ორი ან რამდენიმე ძირითადი საშუალების გაერთიანებას ერთ ძირითად საშუალებად.
  • მონტაჟი - ძირითადი საშუალების მონტაჟი, რომლის დროსაც ყალიბდება ძირითადი საშუალების თვითღირებულება მასზე გაწეული დანახარჯების გათვალისწინებით.
  • მშენებლობა - საკუთარი წარმოების ძირითადი საშუალების აშენება და გაწეული დანახარჯების მიხედვით თვითღირებულების ფორმირება.
სამივე ოპერაციის შემთხვევაში წინასწარ უნდა გვქონდეს შესრულებული ძირითადი საშუალების თვითღირებულების განმსაზღვრელი ოპერაციები. 

ბრძანების გამოყენების შედეგად ეკრანზე გამოდის ფორმა მონტაჟი/კომპლექტაცია: 

 

ფორმას აქვს მენიუ სტანდარტული ბრძანებებით:

  • ტიპი (Combo Box)- ხდება მითითება, თუ რა სახის სამუშაო სრულდება, ძირითადი საშუალების წარმების ტიპის დამატება შესაძლებელია მოდულიდან ადმინისტრირება=>სისტემური ცნობარები=>ფიქსირებული პარამეტრები, თუმცა იმისათვის, რომ შევძლოთ დამატებული წარმოების ტიპის არჩევა აუცილებლობას წარმოადგენს ბაზიდან პარამეტრების მითითება;
  • ინვენტარი (Combo Box)-რეგისტრირებული ფიქსირებული აქტივის ჩამონათვალი, გრაფაში განთავსებული დამატების ღილაკით შესაძლებელია ფიქსირებული აქტივის დამატება (რომელსაც ვღებულობთ შესრულებული სამუშაოს შედეგად), დამატებული აქტივის რედაქტირება შესაძლებელია ფიქსირებული აქტივები=>ფ.ა. ცნობარი, ჩამონათვალში არ გამოჩნდება აქტივი რომელსაც ჩართული აქვს ალამი შეჩერებული ;
  • დასახელება-დასახელება ორიგინალში;
  • ანგარიში (Combo Box)-ვუთითებთ ძირითადი საშუალების შუალედურ ანგარიშს, სადაც აკუმულირდება პერიოდის განმავლობაში გაწეული დანახარჯები, ძირითადი საშუალების შუალედური ანგარიშის მიბმა შესაძლებელია მოდულიდან ადმინისტრირება=>სისტემური ცნობარები=>ფიქსირებული პარამეტრები=>სათაურები (მაგ: სათაურში თუ მიუთითებთ 21%% მაშინ ანგარიშის ამორჩევისას გრაფაში გამოჩნდება 21 ანგარიშთა კლასი), თუმცა იმისათვის, რომ შევძლოთ შუალედური ანგარიშის ფანჯარაში გამოტანა და არჩევა აუცილებლობას წარმოადგენს ბაზიდან პარამეტრების მითითება;
  • რაოდენობა-ვუთითებთ ძირითადი საშუალების მისაღებ რაოდენობას;
  • დაწყების თარიღი-ვუთითებთ სამუშაოს დაწყების თარიღს;
  • დამთავრების თარიღი-თარიღი ენიჭება "დასრულება" ფანჯარაში მითითებული თარიღის შესაბამისად.
 

საბუთის მიმაგრება-ფიქსირებული აქტივის წარმოებისას, პირველ ეტაპზე უნდა მოხდეს საბუთების მიმაგრება შუალედური ანგარიშიდან , რომელშიც წარმოების დანახარჯები არის თავმოყრილი (წარმოებისათვის შუალედურ ანგარიშს ვირჩევთ თავად მაგ: 2120) . ფორმაში გამოჩნდება ის ოპერაციები, რომელიც შუალედურ ანგარიშზე არის გატარებული, ჩვეულებრივი ხარჯის გატარება აისახება მემორიალური ორდერით, ფორმიდან ასევე შესაძლებელია ჩამოწერილი საქონლის მიბმა (ოპერაციაზე ჩაბმული უნდა იყოს ფორმა 1090), Space კლავიში-ით ხდება მონიშვნა იმ საბუთების, რომელიც უშუალოდ გაიწია კონკრეტულად საწარმოებელი ძირითადი საშუალების წარმოებისათვის და ვადასტურებთ ღილაკით "შენახვა" . 

 

ფანჯარაში განთავსებული არის თარიღის შუალედი და გადართვის ბრძანებები:

  • ყველა-გადართვის ბრძანების გამოყენებით ფანჯარაში გამოჩნდება ყველა ოპერაცია, რომელსაც დებეტის გრაფაში მითითებული ექნება შუალედური ანგარიშის ნომერი;
  • სხვადასხვა ხარჯი-გადართვის ბრძანების გამოყენებით ფანჯარაში გამოჩნდება მემორიალური ორდერით შესრულებული გატარებები, რომელთაც დებეტის გრაფაში მითითებული ექნება შუალედური ანგარიშის ნომერი;
  • საქონლის ხარჯი-გადართვის ბრძანების გამოყენებით ფანჯარაში გამოჩნდება საქონლის გასავლის ოპერაციის ამსახველი გატარებები, რომელთაც დებეტის გრაფაში მითითებული ექნება შუალედური ანგარიშის ნომერი;
  • ძირითადი საშუალების ხარჯი-გადართვის ბრძანების გამოყენებით ფანჯარაში გამოჩნდება ძირითადი საშუალების გასავლის ამსახვლი ოპერაციები, რომელთაც დებეტის გრაფაში მითითებული ექნება შუალედური ანგარიშის ნომერი;
დასრულება-არჩევანის უფლება გვაქვს წარმოების ოპერაცია შევასრულოთ შაბლონებიდან ან დავაფიქსიროთ ძირითადი საშულაება და გამოვიყენოთ ბრძანება დასრულება. ეკრანზე გამოდის შემდეგი სახის ფანჯარა: 

  • ძირითადი საშუალების დასახელება (Combo Box)- წარმოების შედეგად მიღებული ძირითადი საშუალების დასახელება;
  • ოპერაცია-ოპერაციის კოდი არჩეული არის საწყის ეტაპზე;
  • თარიღი-ვუთითებთ სამუშაოს დასრულების თარიღს, რომელიც ასახვას ჰპოვებს ფიქსირებული აქტივის წარმოების ფანჯარის გრაფაში "დასრულების თარიღი" ;
  • დებეტი (Combo Box)-ვირჩევთ მისაღებ ძირითადი საშუალების ანგარიშის;
  • კრედიტი-შუალედური ანგარიში რომელზეც აკუმულირდება წარმოების პროცესში შეძენილი მასალები და მომსახურება;
  • საბუთის შიდა ნომერი-ენიჭება ავტომატურად;
  • საბუთის გარე ნომერი-ვუთითებთ არსებობის შემთხვევაში.
  • შენიშვნა-დამატებითი სვეტი, რომელიც ივსება შენიშვნის არსებობის შემთხვევაში;
  • შინაარსი-დამატებითი სვეტი, რომელიც ივსება შინაარსის მიხედვით.
 

 

 

იხილეთ აგრეთვე: 

Grid 

Copyright (c) 2016. All rights reserved.
რას ფიქრობთ ამ თემაზე? მოსაზრების გაგზავნა!