აქტივის შეძენა შიდა ბაზარზე არის ოპერაციის ტიპი, რომლის მეშვეობით შესაძლებელია სტანდარტული საბუღალტრო ოპერაციების შესრულება, კერძოდ, შიდა ბაზარზე შეძენილი ფიქსირებული აქტივის შემოსავალში აყვანა. ფორმა ამარტივებს ადგილობრივ ბაზარზე შეძენილი ძირითადი საშუალების თვითღირებულების გამოთვლას. საჭიროების შემთხვევაში გვაქვს თვითღირებულებაში შემავალი დამატებითი ხარჯების დარიცხვის საშუალება. ოპერაციის შესრულების შედეგად სრულდება ორი ბუღალტრული გატარება:
- დებეტი-2100 კრედიტი-3110 (აქტივის შემოსავალში აყვანა).;
- დებეტი-3340 კრედიტი-3110 (გადახდილი დღგ)
ოპერაციის ასაწყობად იქმნება შაბლონი, რომელზეც ჩაბმულია ფორმა 2024 (საქონლის შემოსავალი-შიდა). ოპერაციის შაბლონის შექმნის შემდეგ "საბუთის დამატებაში" ხდება ოპერაციის ამორჩევა, შედეგად ეკრანზე გამოდის ფორმა "ფიქსირებული აქტივის შემოსავალში მიღება შიდა ბაზარზე (დამატება)":
ფორმას აქვს შემდეგი გრაფები:
- ოპერაცია (Combo Box)-ავტომატურად არჩეულია ოპერაციის კოდი;
- ვალუტა (Combo Box)-არჩეულია "ლარი" რადგან აქტივის შეძენა ხდება შიდა ბაზარზე;
- კურსი-პირობითი ერთეულის კურსი. კურსების ცნობარიდან გადმოაქვს ბოლოს შეტანილი კურსი, თუმცა შესაძლებელია მისი შეცვლა ხელით;
- ოპ. თარიღი-თარიღის ელემენტი, საიდანაც ირჩევენ ოპერაციის შესრულების თარიღს;
- საბუთის №-სვეტში იწერება საბუთის ნომერი ხელით ან მოხრილი ისრის გამოყენებით, თუმცა ელექტრონული სასაქონლო ზედნადების ნომრის იმპორტის განხორციელების შემდეგ ავტომატურად გადააწერს ელექტრონული სასაქონლო ზედნადების ნომერს;
- ა/ფ №-სვეტში იწერება მომწოდებლის მიერ გამოწერილი ანგარიშ-ფაქტურის ნომერი, რომლის ჩაწერაც შესაძლებელია მიღებული ანგარიშ-ფაქტურების ნომრების იმპორტის განხორციელების შედეგად;
- დებეტი (Combo Box)-სვეტში ირჩევენ აქტივის ანგარიშს ("21" კლასის ანგარიშები);
- კრედიტი (Combo Box)-მომწოდებლის ანგარიში;
- პროექტი (ჩამრთველი ღილაკი)-ღილაკი ჩართულია ფორმაში შესვლისას და უზრუნველყოფს შესრულებული ოპერაციის პროექტის სახით შენახვას. ასეთ ოპერაციას გატარებულ საბუთებში წინ ექნება "f(x)".
ფორმას აქვს მენიუს ზოლი სტანდარტული ბრძანებებით:
ფანჯარაში ივსება შემდეგი სვეტები:
ფ/ა დასახელება (Combo Box)-სვეტში ირჩევენ ფიქსირებული აქტივის დასახელებას (ფიქსირებული აქტივის ცნობარში არსებული დასახელება), ან ამატებენ "ფ/ა დასახელება" სვეტის გასწვრივ არსებული დამატების ("+") ღილაკით;
- დასახელება ორიგინალში-მომწოდებლის მიერ სასაქონლო ზედნადებში (ა/ფ, ინვოისი.) მითითებული დასახელება;
- მწარმოებელი (Combo Box)-სვეტში ირჩევენ აქტივის მწარმოებელს, ან ამატებენ სვეტის გასწვრივ არსებული დამატების ("+") ღილაკით;
- რაოდენობა-სვეტში იწერება მიღებული აქტივების რაოდენობა;
- თანხა დღგ-ს გარეშე-სვეტში იწერება აქტივის (აქტივების) ღირებულება დღგ-ის გარეშე;
- მთლიანი თანხა-სვეტში იწერება აქტივის მთლიანი ღირებულება (დღგ-ის ჩათვლით). სვეტი ავტომატურად ივსება თუ შევსილია ველი "თანხა დღგ-ს გარეშე";
- დღგ-ს თანხა-სვეტში ავტომატურად იწერება დღგ-ის თანხა, თუ შევსებულია ველებიდან "თანხა დღგ-ს გარეშე" და "მთლიანი თანხა", ერთ-ერთი (დღგ-ს გრაფაში შესაძლებელია თანხის წაშლა, შედეგად ფიქსირებული აქტივის შეძენისას დღგ-ს თანხის ასახვა სისტემაში არ განხორციელდება, შესაბამისად გრაფებში თანხა დღგ-ს გარეშე და თანხა დღგ-ს ჩათვლით ერთმანეთს გაუტოლდება);
- დღგ-სვეტში ჩაწერილია დღგ-ის განაკვეთი, რომელიც ამ ფორმაში არ კორექტირდება;
ფანჯრის ქვედა ნაწილში განთავსებული სვეტები ივსება ავტომატურად ფიქსირებული აქტივის დასახელების (ველი "ფ/ა დასახელება") არჩევის შემდეგ. მონაცემები ამ სვეტებში (ჯგუფის სახელი, ჯგუფი კოდექსით და ცვეთის პროცენტი) გადმოდის ფიქსირებული აქტივების ცნობარებიდან.
სვეტებში გადაადგილება შესაძლებელია მაუსით, Enter და Tab კლავიშებით (გარდა ველებისა "მთლიანი თანხა" "დღგ-ს თანხა", სადაც გადასვლა ხდება მხოლოდ მაუსით).
ფანჯრის სვეტების შევსების შემდეგ გამოიყენეთ ღილაკი "შენახვა" და აქტივი დაემატება ფორმაში "ფიქსირებული აქტივის შემოსავალში მიღება შიდა ბაზარზე (დამატება)". აქტივის მიღების ოპერაციის დასასრულებლად (ბუღალტერიაში ასახვისათვის) გამოიყენეთ ბრძანება "შენახვა", ფორმა დაიხურება და ავტომატურად გამოვა იგივე ფორმა რედაქტირების რეჟიმში, სადაც შეგვიძლია აქტივის ღირებულებას (შესყიდვის ფასი) დავამატოთ ყველა ის ხარჯი რაც ზრდის აქტივის ღირებულებას (ტრანსპორტირება, მონტაჟი და სხვა). ხარჯების დასამატებლად გამოიყენეთ ბრძანება "ხარჯების დარიცხვა"
სისტემაში შესაძლებელია მომხმარებელს მივანიჭოთ ან შევუზღუდოთ წვდომა ოპერაციის შესრულებაზე (ადმინისტრირება=>უფლებების მართვა), თუ მომხმარებელს წვდომა აქვს ოპერაციის შესრულებაზე, შესაბამისად ხელმისაწვდომი უნდა იყოს მისთვის საბალანსო ანგარიშების გამოყენებაც, რომელიც დაკავშირებულია აღნიშნული ოპერაციის შესრულებასთან.