აქტივის იმპორტი არის ოპერაციის ტიპი, რომლის მეშვეობით შესაძლებელია სტანდარტული საბუღალტრო ოპერაციის შესრულება, კერძოდ, იმპორტით შეძენილი ფიქსირებული აქტივის შემოსავალში აყვანა. ოპერაციის შესრულების შედეგად სრულდება ერთი ბუღალტრული გატარება:
ოპერაციის ასაწყობად იქმნება შაბლონი, რომელზეც ჩაბმულია ფორმა 2014 (ძირითადი საშუალების იმპორტი). ოპერაციის შაბლონის შექმნის შემდეგ "საბუთის დამატებაში" ხდება ოპერაციის ამორჩევა, შედეგად ეკრანზე გამოდის ფორმა "ფიქსირებული აქტივის მიღება იმპორტით (დამატება)":
ფორმას აქვს შემდეგი სვეტები:
ფორმას აქვს მენიუს ზოლი სტანდარტული ბრძანებებით:
ფანჯარაში ივსება შემდეგი სვეტები:
სვეტებში გადაადგილება შესაძლებელია მაუსით, Enter და Tab კლავიშებით.
ფანჯრის სვეტების შევსების შემდეგ გამოიყენეთ ღილაკი "შენახვა" და აქტივი დაემატება ფორმაში "ფიქსირებული აქტივის მიღება იმპორტით (დამატება)". აქტივის მიღების ოპერაციის დასასრულებლად (ბუღალტერიაში ასახვისათვის) გამოიყენეთ ბრძანება "შენახვა", ფორმა დაიხურება და ავტომატურად გამოვა იგივე ფორმა რედაქტირების რეჟიმში, სადაც შეგვიძლია აქტივის ღირებულებას (შესყიდვის ფასი) დავამატოთ ყველა ის ხარჯი რაც ზრდის აქტივის ღირებულებას (ტრანსპორტირება, მონტაჟი და სხვა). ხარჯების დასამატებლად გამოიყენეთ ბრძანება "ხარჯების დარიცხვა"
სისტემაში შესაძლებელია მომხმარებელს მივანიჭოთ ან შევუზღუდოთ წვდომა ოპერაციის შესრულებაზე (ადმინისტრირება=>უფლებების მართვა), თუ მომხმარებელს წვდომა აქვს ოპერაციის შესრულებაზე, შესაბამისად ხელმისაწვდომი უნდა იყოს მისთვის საბალანსო ანგარიშების გამოყენებაც, რომელიც დაკავშირებულია აღნიშნული ოპერაციის შესრულებასთან.
Copyright (c) 2016. All rights reserved.
|
რას ფიქრობთ ამ თემაზე? მოსაზრების გაგზავნა!
|