Apex ERP Documentation
შინაარსიIndexHome
PreviousUpNext
რეალიზაცია კომპლექტებით (რეცეპტებით)

რეალიზაცია კომპლექტებით (რეცეპტებით)

ოპერაცია გამოყენებადია ისეთი საწარმოსათვის, რომელიც ყიდის გარკვეული მასალებისაგან დამზადებულ მზა პროდუქციას, რომლის რეცეპტი წინასწარ არის განსაზღვრული და არ იცვლება კონკრეტული შემთხვევისათვის. ფორმა ამარტივებს მზა პროდუქციის გაყიდვას შემადგენელი ნაწილების სახით და იმ რაოდენობით, რაც დაიხარჯა კონკრეტულ შეკვეთაზე. 

სისტემაში შესაძლებელია მომხმარებელს მივანიჭოთ ან შევუზღუდოთ წვდომა ოპერაციის შესრულებაზე (ადმინისტრირება=>უფლებების მართვა), თუ მომხმარებელს წვდომა აქვს ოპერაციის შესრულებაზე, შესაბამისად ხელმისაწვდომი უნდა იყოს მისთვის საბალანსო ანგარიშების გამოყენებაც, რომელიც დაკავშირებულია აღნიშნული ოპერაციის შესრულებასთან. 

ოპერაციის შაბლონში გამოყენებული უნდა იქნეს ფორმები 1029 (საცალო რეალიზაცია) ან 1039 (საბითუმო რეალიზაცია). აწყობილი ოპერაცია აკეთებს სამ ბუღალტრულ გატარებას:

  1. დებეტი-7210 კრედიტი-1610 (რეალიზებული საქონლის თვითღირებულების ჩამოწერა).
  2. დებეტი-1410 კრედიტი-6110 (შემოსავალი საქონლის რეალიზაციიდან);
  3. დებეტი-1410 კრედიტი-3330 (დღგ-ს დარიცხვა);
ოპერაციის არჩევის შემდეგ ეკრანზე გამოდის შემდეგი სახის ფორმა: 

  • ოპერაცია-ოპერაციის კოდის არჩევა ხდება საბუთის დამატების დროს;
  • ოპერაციის თარიღი-აღნიშნული ოპერაციის დამატებისას, თარიღის სვეტში ავტომატურად გვხვდება კომპიუტერის მიმდინარე თარიღი, თუმცა შესაძლებელია თარიღის შეცვლა;
  • გადახდის თარიღი-გულისხმობს დებიტორული დავალიანების გადახდის თარიღს;
  • საბუთის №- შესაძლებელია ნომრის ხელით მითითება, ხოლო თუ აღნიშნულ სვეტს შეუვსებელს დატოვებთ პროგრამა ავტომატურად მიანიჭებს გატარებულ საბუთს ნომერს;
  • ა/ფ №- სვეტი ივსება საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის ნომერის მიხედვით;
  • დებეტი (Combo box)-ვირჩევთ მომხმარებელის ანალიზურ ანგარიშს, რომლზეც ხორციელდება რეალიზაცია;
  • კრედიტი (Combo box)-ვირჩევთ იმ საწყობის ანალიზურ ანგარიშს, საიდანაც ხდება საქონლის საბითუმო რეალიზაცია;
ფორმას აქვს ღილაკი ჩამრთველები (ალამი):
  1. საბუთის ავტომატური ბეჭდვა-ღილაკის ჩართვით ავტომატურად მოხდება საბუთის ამობეჭდვა;
  2. პროექტი-ღილაკის ჩართვით უზრუნველყოფილია ოპერაციის პროექტის სახით შენახვა;
ფანჯარას აქვს მენიუ შემდეგი ბრძანებებით: დამატების ფანჯარაში საქონლის (რეცეპტის) არჩევის შემდეგ გამოიყენეთ ღილაკი "შენახვა" (Ctrl+S), საქონელი დაემატება ფორმაში "რეალიზაცია კომპლექტებით (დამატება)". ფორმას აქვს ისეთივე მენიუ, რაც საბითუმო რეალიზაციის დროს დამატების ფორმას. ფორმაში შეიძლება აგრეთვე, კონტექსტური მენიუს გამოყენება. რეალიზაციის ოპერაციის დასასრულებლად გამოიყენეთ ღილაკი "შენახვა" (Ctrl+S), ფორმა დაიხურება და ავტომატურად გამოვა რედაქტირების ფორმა, სადაც უკვე გამოჩნდება რეცეპტში შემავალი იმ საქონლის (ნედლეულის) ჩამონათვალი, რომლის რეალიზაციაც ხდება ამ ოპერაციით: 

რედაქტირების ფანჯარაში "მოშლა" ბრძანების გამოყენებით შესაძლებელია რეცეპტის შემადგენელი ელემენტების ამოშლა, რაც იმას ნიშნავს, რომ შესაძლებელია კომპლექტის (რეცეპტის) ნაწილის რეალიზაცია. ფორმიდან გასვლის შემდეგ შესრულებული ოპერაციების ნახვა შესაძლებელია გატარებულ საბუთებში.

იმისათვის, რომ რეალიზაციის ოპერაცია შესრულდეს აუცილებელია რეცეპტში გათვალისწინებული ყველა ნედლეული არსებობდეს საწყობში იმ რაოდენობით რამდენსაც საჭიროებს რეალიზებული კომპლექტი (რეცეპტი). მაგალითად თუ ვყიდით 10 ცალ ხაჭაპურს, მაშინ საწყობში უნდა იყოს 10 ხაჭაპურის გამოსაშვებად საჭირო ფქვილი, ყველი და ა.შ. ნედლეული, რასაც შეიცავს ხაჭაპურის რეცეპტი. 

იხილეთ ასევე: 

 

ცხრილი (Grid). საბითუმო რეალიზაცია.

Copyright (c) 2016. All rights reserved.
რას ფიქრობთ ამ თემაზე? მოსაზრების გაგზავნა!