მომსახურება საკუთარი მასალით (უნაღდო) (ბუღალტერია => საბუთის დამატება => მომსახურება საკუთარი მასალით (უნაღდო)) არის ოპერაციის ტიპი, რომლის მეშვეობით შესაძლებელია სტანდარტული საბუღალტრო ოპერაციების შესრულება, ოპერაცია ამარტივებს მომსახურეობის ოპერაციისა და მომსახურებაზე დახარჯული მასალების ჩამოწერის ასახვას პროგრამაში. ოპერაციით აისახება შემოსავალი მომსახურების გაწევიდან და შემოსავალი მასალების რეალიზაციიდან, ვინაიდან მომსახურებაზე დახარჯული მასალები აღირიცხება, როგორც რეალიზებული საქონელი და ამავე დროს ჩამოიწერება დახარჯული მასალები. ფორმა გამოიყენება უნაღდო ანგარიშსწორების შემთხვევაში. იმისათვის, რომ შევასრულოთ მომსახურეობის ოპერაცია საკუთარი მასალით, მომსახურეობის სახე წინასწარ უნდა დავამატოთ ცნობარებში (ცნობარები =>სხვა=> სერვისი). სადაც ვუთითებთ მომსახურების ერთეულის ფასს და დღგ-ს საპროცენტო განაკვეთს.
ოპერაციის ტიპში აუცილებლობას წარმოადგენს, კონკრეტულ საწყობში, მომსხურებისათვის განკუთვნილი მასალების არსებობა (მასალის შეძენა ან გადაადგილება). მოქმედებები სრულდება შემდეგი თანმიმდევრობით: პირველ ეტაპზე ხდება "ბუღალტერიის მოდულის" არჩევა, მომდევნო ეტაპზე "საბუთის დამატების" ბრძანების გამოძახება, მისი საშუალებით ვირჩევთ მომსახურეობის სახეობას. დებეტის სტრიქონში ვუთითებთ დებიტორული დავალიანების ანალიზურ ანგარიშს, ხოლო გრაფაში ,,საწყობი“ - იმ საწყობს, საიდანაც უნდა ჩამოიწეროს დახარჯული მასალები. მასალების დასახელების გასწვრივ, ,,გასავლის“ სვეტში ჩაიწერება დახარჯული მასალის რაოდენობა, რაოდენობიდან გამომდინარე ფიქსირდება მასალის სარეალიზაციო ფასი. "შენახვის" ბრძანების გამოყენებით მოხდება ოპერაციის ბუღალტრული ასახვა. ფორმიდან შესაძლებლობა გვაქვს შევასრულოთ დებიტორის მიერ თანხის გადახდის ოპერაცია, მენიუს ბრძანებით ,,გადახდა“ (ბრძანება აქტიურდება შენახვის ბრძანების გამოყენების შემდეგ). გახსნილ ფანჯარაში შევსებული გვაქნება ყველა მონაცემი: დებეტის ანგარიში, კრედიტის ანგარიში, თანხა. ოპერაცია დასრულდება ,,შენახვის“ ღილაკზე დაჭერით.
სისტემაში შესაძლებელია მომხმარებელს მივანიჭოთ ან შევუზღუდოთ წვდომა ოპერაციის შესრულებაზე (ადმინისტრირება=>უფლებების მართვა), თუ მომხმარებელს წვდომა აქვს ოპერაციის შესრულებაზე, შესაბამისად ხელმისაწვდომი უნდა იყოს მისთვის საბალანსო ანგარიშების გამოყენებაც, რომელიც დაკავშირებულია აღნიშნული ოპერაციის შესრულებასთან.
ოპერაციის შესრულების შედეგად სრულდება ხუთი ბუღალტრული გატარება:
ოპერაციის შაბლონის შექმნის შემდეგ "საბუთის დამატებაში" ხდება ოპერაციის ამორჩევა, შედეგად ეკრანზე გამოდის ფორმა „მომსახურება-მასალის ხარჯვა (220-მზა პროდუქციის რეალიზაცია)“:
პირველად ივსება ოპერაციის დეტალები:
ფორმას აქვს მენიუს ზოლი სტანდარტული ბრძანებებით:
ვირჩევთ მომსახურების სახეს, მასზე მაუსის მარცხენა ღილაკზე ორჯერ დაჭერის (Enter) შდეგად მოხდება მომსახურების დამატება. მომსახურების დამატების შემდეგ, მივუთითებთ მომსახურეობის ერთეულის რაოდენობას, რის შემდეგაც ავტომატურად ჩაიწერება მომსახურეობის მთლიანი თანხა და დღგ-ს თანხა. მაგალითად: სერვისებში დამატებული გვაქვს მომსახურების სახე - ფანჯრების წმენდა, რომლის ერთეულის ფასია 100 ლ, როდესაც მომსახურეობის ფორმაში ავირჩევთ და ჩავწერთ ფანჯრების რაოდენობას, პროგრამა გადაიანგარიშებს მომსახურეობის მთლიან თნხას და დღგ-ს თანხას.
ფანჯრის დახურვა შესაძლებელია –ს ღილაკზე მაუსის დაჭერით.
იხილეთ აგრეთვე:
ცხრილი (Grid), მომსახურება, მომსახურება საკუთარი მასალით (ნაღდი).
Copyright (c) 2016. All rights reserved.
|
რას ფიქრობთ ამ თემაზე? მოსაზრების გაგზავნა!
|