Apex Fuel წარმოადგენს თანამედროვე სრულფუნქციონალურ კომპიუტერულ პროგრამას, რომელიც განკუთვნილია ტალონებით და ბარათებით საწვავის აღრიცხვისთვის. პროგრამის მარტივი სამუშაო გარსი საშუალებას გაძლევთ დაზოგოთ შრომითი რესურსები, ხარჯების მინიმიზაციით უფრო ეფექტურად დაგეგმოთ და მართოთ ყოველდღიური სამუშაო პროცესები.
Apex Fuel პროგრამის დახმარებით შეგიძლიათ:
Apex Fuel პროგრამა ითვალისწინებს საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ წესებს და უზრუნველყოფს rs.ge-ის პორტალზე ნავთობპროდუქტების სპეციალური ანგარიშ-ფაქტურების ატვირთვას, ატვირთული ა/ფ-ების კონტროლს სხვადასხვა სტატუსის მიხედვით (ახალი, გადაგზავნილი, დადასტურებული და სხვ.), მათ კორექტირებას, გაუქმებას.
Apex Fuel პროგრამის მუშაობა შესაძლებელია როგორც Apex ERP-ის ბაზაზე, ასევე დამოუკიდებლად. ინტეგრაციის შემთხვევაში, Apex ERP-ში არსებული ცნობარები (მაგ.: ფილიალები, კომპანიები (დებიტორები), სასაქონლო ცნობარი) ავტომატურად დაკავშირებულია Apex Fuel-ის ცნობარებთან. ასევე, საწვავის რეალიზაციის ბუღალტრული გატარებების ფორმირება Apex ERP-ში ხდება ავტომატურად. Apex Fuel-ის გამოყენებით ხდება საწვავის სხვადასხვა ტიპის მოძრაობისა და ნაშთების კონტროლი.
Name |
Description |
პროგრამაში შესასვლელად ”Desktop”-ზე აირჩიეთ პიქტოგრამა და დააჭირეთ ”Enter”-ს ან მაუსის მარცხენა ღილაკს დააჭირეთ ორჯერ. შედეგად ეკრანზე გამოვა ფანჯარა: ფანჯარას აქვს ორი გრაფა:
პროგრამაში შესასვლელად გამოიყენეთ ”Enter” ღიალკი ან მაუსის მარცხენა ღილაკით დააჭირეთ Ok-ს. | |
სისტემა - მოდულის გამოყენებით შესაძლებელია პაროლისა და სამუშაო გარსის (ინტერფეისის) გაფორმების ("თემის") შეცვლა, პროგრამის გადატვირთვა და პროგრამიდან გასვლა.
| |
ადმინისტრირება - მოდული აერთიანებს ბრძანებებს უფლებების მართვა და კომპანიის რეკვიზიტები. უფლებების მართვა განკუთვნილია მომხმარებლების დამატებისა და მათზე დაკისრებული მოვალეობების შესაბამისი პროგრამული უფლებების განსაზღვრისთვის, ხოლო კომპანიის რეკვიზიტები კი გამოიყენება პროგრამაში კომპანიის ინფორმაციის შესავსებად, რომელიც შემდგომში ავტომატურად დაიტანება მიღება-ჩაბარების აქტის საბეჭდ ფორმაზე. | |
ოპერაციები - მოდული უზრუნველყოფს ტალონებისა და ბარათების დამატებას, ბარათებს შორის საწვავის განაწილებას, შეკვეთების ფორმირებას, საწვავის ხარჯვის შესაბამისად სპეც ანგარიშ-ფაქტურების შექმნასა და გადაგზავნას, ცვლის ანგარიშის მომზადებას: ოპერაციების მოდული აერთიანებს: | |
ცნობარები - მოდული განკუთვნილია დამხმარე ცნობარების (საწვავის, კომპანიების, ფილიალები, საწვავის მრიცხველები) შესაქმნელად. თუ პროგრამა დაკავშირებულია „Apex ERP“-სთან ინფორმაციის გადმოტანა „ApexFuel"-ში ხდება ავტომატურად. ცნობარებში ერთიანდება: | |
ანალიზი - მოდულის გამოყენებით მომხმარებელს შეუძლია მიიღოს დეტალური ანალიზური ინფორმაცია სასურველი ფორმატით: ანალიზის მოდული აერთიანებს: | |
|
Copyright (c) 2015-2016. All rights reserved.
|
What do you think about this topic? Send feedback!
|