საწვავი - არის ცნობარების მენიუს ბრძანება, ფორმაში შესაძლებელია საწვავის სხვადასხვა ტიპების/სახეების დამატება, რომელიც მომდევნო ეტაპზე გამოიყენება ტალონების, ბარათებისა და შეკვეთებისთვის.
ბრძანების გამოყენებით ეკრანზე გამოვა შემდეგი ფანჯარა:
ფორმაში განთავსებულია ბრძანებები:
- განახლება - არის პროგრამისთვის დამახასიათებელი სტანდარტული ბრძანება, რომელიც გვხვდება სხვადასხვა მოდულის მენიუს ზოლში. მისი გამოყენებით ხდება იმ ფორმის განახლება (სასურველი ინფორმაციის გამოტანა), რომელშიც იმყოფება მომხმარებელი;
- დამატება - ბრძანება უზრუნველყოფს საწვავის ცნობარის შექმნას მისი მახასიათებლების მიხედვით, მისი გამოყენების შედეგად ეკრანზე განთავსდება დიალოგური ფანჯარა "საწვავის დამატება (რედაქტირება)":
- კოდი - გრაფაში ვუთითებთ საწვავის კოდს, რომლის ცვლილებაც შენახვის შემდეგ შეუძლებელია;
- დასახელება - გრაფაში ვუთითებთ საწვავის დასახელებას (მაგალითად, სუპერი);
- დასახელება (En ) - გრაფაში ვუთითებთ საწვავის დასახელებას ინგლისურად (მაგალითად, Super);
- ერთეული - გრაფაში ვუთითებთ საწვავის საზომ ერთეულს (მაგალითად, ლიტრი);
- სიმკვრივე (კგ/ლ) - გრაფაში ვუთითებთ საწვავის სიმკვრივეს (კგ/ლ) (გრაფაში ინფორმაციას ავსებს საწვავის მიმწოდებელი კომპანია);
- საცალო ფასი - გრაფაში ვუთითებთ საწვავის სარეალიზაციო ფასს;
- Ok - ღილაკის გამოყენებით ჩანაწერი დაემატება პროგრამაში;
- Cancel - ღილაკის გამოყენებით ხდება დიალოგური ფანჯრის დახურვა და შევსებული ჩანაწერების გაუქმება.
- რედაქტირება - ბრძანება უზრუნველყოფს ცნობარში დამატებული საწვავის რედაქტირებას. ბრძანების გამოყენების შემთხვევაში საწვავის კოდის გარდა შესაძლებელია ნებისმიერი შეყვანილი და შენახული ჩანაწერის ცვლილება;
- RS-ზე მიბმა - ბრძანების გამოყენებით შესაძლებელია ერთმანეთს შევუსაბამოთ საწვავის ცნობარში დამატებული და rs.ge-ს პორტალზე არსებული საწვავი, რის მიხედვითაც მომდევნო ეტაპზე მოხდება ნავთობპროდუქტების სპეციალური ანგარიშ-ფაქტურის ატვირთვა. ბრძანების გამოყენებით ეკრანზე განთავსდება შემდეგი ფანჯარა:
შესაბამისობის დასადგენად დააფიქსირეთ საწვავის კონკრეტული სტრიქონი (მაუსის მარცხენა ღილაკის გამოყენებით მონიშნეთ საასურველი სტრიქონი) და გამოიყენეთ თანხმობის ღილაკი Ok.
- წაშლა - ბრძანება უზრუნველყოფს საწვავის ცნობარიდან კონკრეტული მონიშნული საწვავის წაშლას. ბრძანება გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ საწვავის მოცემული სახეობა გამოყენებული არ არის სხვა ფორმებში (მაგ: ტალონები, შეკვეთები);
- ინსტრუმენტები;
- გასვლა - ბრძანება უზრუნველყოფს ფორმიდან ("საწვავი") გასვლას.