You are here: პროგრამის შესახებ
Apex Fuel Documentation
ContentsIndexHome
PreviousUpNext
პროგრამის შესახებ

Apex Fuel წარმოადგენს თანამედროვე სრულფუნქციონალურ კომპიუტერულ პროგრამას, რომელიც განკუთვნილია ტალონებით და ბარათებით საწვავის აღრიცხვისთვის. პროგრამის მარტივი სამუშაო გარსი საშუალებას გაძლევთ დაზოგოთ შრომითი რესურსები, ხარჯების მინიმიზაციით უფრო ეფექტურად დაგეგმოთ და მართოთ ყოველდღიური სამუშაო პროცესები. 

Apex Fuel პროგრამის დახმარებით შეგიძლიათ: 

  • შექმნათ საწვავის ტალონების სია და მართოთ შექმნილი სიები "დაბეჭდილის" სტატუსის მიხედვით;
  • დაბეჭდოთ ტალონები სასურველი დიზაინით;
  • გასცეთ ტალონები იურიდიულ პირებზე;
  • ჩატვირთოთ საწვავი ბარათებზე როგორც ხელშეკრულების პირობების გათვალისწინებით, ასევე ხელშეკრულების გარეშე;
  • შექმნათ სისტემის მომხმარებელთა სია, მიანიჭოთ წვდომა მომხმარებლებს პროგრამის სხვადასხვა მოდულზე/ფუნქციონალზე მათი მოვალეობებისა და ფუნქციების შესაბამისად.

Apex Fuel პროგრამა ითვალისწინებს საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ წესებს და უზრუნველყოფს rs.ge-ის პორტალზე ნავთობპროდუქტების სპეციალური ანგარიშ-ფაქტურების ატვირთვას, ატვირთული ა/ფ-ების კონტროლს სხვადასხვა სტატუსის მიხედვით (ახალი, გადაგზავნილი, დადასტურებული და სხვ.), მათ კორექტირებას, გაუქმებას. 

Apex Fuel პროგრამის მუშაობა შესაძლებელია როგორც Apex ERP-ის ბაზაზე, ასევე დამოუკიდებლად. ინტეგრაციის შემთხვევაში, Apex ERP-ში არსებული ცნობარები (მაგ.: ფილიალები, კომპანიები (დებიტორები), სასაქონლო ცნობარი) ავტომატურად დაკავშირებულია Apex Fuel-ის ცნობარებთან. ასევე, საწვავის რეალიზაციის ბუღალტრული გატარებების ფორმირება Apex ERP-ში ხდება ავტომატურად. Apex Fuel-ის გამოყენებით ხდება საწვავის სხვადასხვა ტიპის მოძრაობისა და ნაშთების კონტროლი. 

Apex Fuel-თან დაკავშირებულია პროგრამა ApexFuelStation, რომელიც განკუთვნილია ავტოგასამართი სადგურებიდან (აგს) ტალონებისა და ბარათების გამოყენებით საწვავის რეალიზაციისთვის. პროგრამის ინტეგრაცია Apex Fuel-თან უზრუნველყოფს სამუშაო ცვლის განმავლობაში რეალიზებული საწვავის შესახებ ინფორმაციის ავტომატურ ასახვას Apex Fuel-ში, რაც სამუშაო პროცესების ანალიზისა და კონტროლისთვის საუკეთესო საშუალებას წარმოადგენს. Apex Fuel Station-თან მუშაობა შესაძლებელია ნებისმიერი მოწყობილობით (პერსონალური კომპიუტერები, POS-ები, პლანშეტები და სხვ.), იმ შემთხვევაში თუ მოწყობილობა უზრუნველყოფილია ოპერაციული სისტემით Windows. 

კომპანია აპექსი საწვავის რეალიზატორი კომპანიების კლიენტებისთვის (Apex Fuel პროგრამის მომხმარებლების კლიენტებისთვის) წარმოადგენს თანამედროვე დახვეწილ და მოქნილ სისტემას ApexFuel - საწვავის ბარათების აღრიცხვა და მართვა ვებ-ინტერფეისში - რომლის გამოყენებით შესაძლებელია შეძენილი საწვავის გადანაწილება კომპანიის ძირითადი (ვირტუალური) ბარათიდან თანამშრომლების ბარათებზე. Apex Fuel-ის ვებ-პროგრამის გამოყენება კომპანიებს საშუალებას აძლევს ოპტიმალურად გაანაწილონ შეძენილი საწვავის რაოდენობა თანამშრომლების ბარათებზე; ბარათის დაკარგვის, დაზიანების ან თანამშრომელთან ურთიერთობის შეწყვეტის შემთხვევაში დროებით ან მუდმივად არააქტიური ("შეჩერებული") გახადონ ბარათის გამოყენება და მასზე არსებული საწვავის ნაშთი გადაიტანონ აქტიურ ბარათზე, მიიღონ ანალიზური ინფორმაცია საწვავის მოძრაობის შესახებ ნებისმიერი პერიოდის შუალედში.

Name 
Description 
Apex Fuel წარმოადგენს თანამედროვე სრულფუნქციონალურ კომპიუტერულ პროგრამას, რომელიც განკუთვნილია ტალონებით და ბარათებით საწვავის აღრიცხვისთვის. პროგრამის მარტივი სამუშაო გარსი საშუალებას გაძლევთ დაზოგოთ შრომითი რესურსები, ხარჯების მინიმიზაციით უფრო ეფექტურად დაგეგმოთ და მართოთ ყოველდღიური სამუშაო პროცესები.
Apex Fuel პროგრამის დახმარებით შეგიძლიათ: 

  • შექმნათ საწვავის ტალონების სია და მართოთ შექმნილი სიები "დაბეჭდილის" სტატუსის მიხედვით;
  • დაბეჭდოთ ტალონები სასურველი დიზაინით;
  • გასცეთ ტალონები იურიდიულ პირებზე;
  • ჩატვირთოთ საწვავი ბარათებზე როგორც ხელშეკრულების პირობების გათვალისწინებით, ასევე ხელშეკრულების გარეშე;
  • შექმნათ სისტემის მომხმარებელთა სია, მიანიჭოთ წვდომა მომხმარებლებს პროგრამის სხვადასხვა მოდულზე/ფუნქციონალზე მათი მოვალეობებისა და ფუნქციების შესაბამისად.

Apex Fuel პროგრამა ითვალისწინებს საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ წესებს და უზრუნველყოფს rs.ge-ის პორტალზე ნავთობპროდუქტების სპეციალური ანგარიშ-ფაქტურების ატვირთვას,... more 

ApexFuelStation განკუთვნილია აგს-ებიდან ტალონებისა და ბარათების გამოყენებით საწვავის რეალიზაციისთვის. პროგრამა ინტეგრირებულია Apex Fuel-თან, შესაბამისად უზრუნველყოფილია სამუშაო ცვლის განმავლობაში რეალიზებული საწვავის შესახებ ინფორმაციის ავტომატური ასახვა Apex Fuel-ში, რაც სამუშაო პროცესების ანალიზისა და კონტროლისთვის საუკეთესო საშუალებას წარმოადგენს. Apex Fuel Station-თან მუშაობა შესაძლებელია ნებისმიერი მოწყობილობით (პერსონალური კომპიუტერები, POS-ები, პლანშეტები და სხვ.), იმ შემთხვევაში თუ მოწყობილობა უზრუნველყოფილია ოპერაციული სისტემით Windows. 
ApexFuel ვებ ინტერფეისში განკუთვნილია საწვავის რეალიზატორი კომპანიების კლიენტებისთვის. მისი გამოყენებით შესაძლებელია საწვავის ბარათების აღრიცხვა და მართვა.
Apex Fuel უზრუნველყოფს შეძენილი საწვავის გადანაწილებას კომპანიის ძირითადი (ვირტუალური) ბარათიდან თანამშრომლების ბარათებზე. Apex Fuel-ის ვებ პროგრამის გამოყენება კომპანიებს საშუალებას აძლევს ოპტიმალურად გაანაწილონ შეძენილი საწვავის რაოდენობა თანამშრომლების ბარათებზე; ბარათის დაკარგვის, დაზიანების ან თანამშრომელთან ურთიერთობის შეწყვეტის შემთხვევაში დროებით ან მუდმივად არააქტიური ("შეჩერებული") გახადონ ბარათის გამოყენება და მასზე არსებული საწვავის ნაშთი გადაიტანონ აქტიურ ბარათზე, მიიღონ ანალიზური ინფორმაცია საწვავის მოძრაობის შესახებ ნებისმიერი პერიოდის შუალედში. 
Copyright (c) 2015-2016. All rights reserved.
What do you think about this topic? Send feedback!