Name |
Description |
Apex Fuel წარმოადგენს თანამედროვე სრულფუნქციონალურ კომპიუტერულ პროგრამას, რომელიც განკუთვნილია ტალონებით და ბარათებით საწვავის აღრიცხვისთვის. პროგრამის მარტივი სამუშაო გარსი საშუალებას გაძლევთ დაზოგოთ შრომითი რესურსები, ხარჯების მინიმიზაციით უფრო ეფექტურად დაგეგმოთ და მართოთ ყოველდღიური სამუშაო პროცესები. Apex Fuel პროგრამის დახმარებით შეგიძლიათ:
| |
ApexFuelStation განკუთვნილია აგს-ებიდან ტალონებისა და ბარათების გამოყენებით საწვავის რეალიზაციისთვის. პროგრამა ინტეგრირებულია Apex Fuel-თან, შესაბამისად უზრუნველყოფილია სამუშაო ცვლის განმავლობაში რეალიზებული საწვავის შესახებ ინფორმაციის ავტომატური ასახვა Apex Fuel-ში, რაც სამუშაო პროცესების ანალიზისა და კონტროლისთვის საუკეთესო საშუალებას წარმოადგენს. Apex Fuel Station-თან მუშაობა შესაძლებელია ნებისმიერი მოწყობილობით (პერსონალური კომპიუტერები, POS-ები, პლანშეტები და სხვ.), იმ შემთხვევაში თუ მოწყობილობა უზრუნველყოფილია ოპერაციული სისტემით Windows. | |
ApexFuel ვებ ინტერფეისში განკუთვნილია საწვავის რეალიზატორი კომპანიების კლიენტებისთვის. მისი გამოყენებით შესაძლებელია საწვავის ბარათების აღრიცხვა და მართვა. Apex Fuel უზრუნველყოფს შეძენილი საწვავის გადანაწილებას კომპანიის ძირითადი (ვირტუალური) ბარათიდან თანამშრომლების ბარათებზე. Apex Fuel-ის ვებ პროგრამის გამოყენება კომპანიებს საშუალებას აძლევს ოპტიმალურად გაანაწილონ შეძენილი საწვავის რაოდენობა თანამშრომლების ბარათებზე; ბარათის დაკარგვის, დაზიანების ან თანამშრომელთან ურთიერთობის შეწყვეტის შემთხვევაში დროებით ან მუდმივად არააქტიური ("შეჩერებული") გახადონ ბარათის გამოყენება და მასზე არსებული საწვავის ნაშთი გადაიტანონ აქტიურ ბარათზე, მიიღონ ანალიზური ინფორმაცია საწვავის მოძრაობის შესახებ ნებისმიერი პერიოდის შუალედში. |
Copyright (c) 2015-2016. All rights reserved.
|