You are here: პროგრამის შესახებ > ApexFuelClient_web
Apex Fuel Documentation
ContentsIndexHome
PreviousUpNext
ApexFuelClient_web

ApexFuel ვებ ინტერფეისში განკუთვნილია საწვავის რეალიზატორი კომპანიების კლიენტებისთვის. მისი გამოყენებით შესაძლებელია საწვავის ბარათების აღრიცხვა და მართვა. 

Apex Fuel უზრუნველყოფს შეძენილი საწვავის გადანაწილებას კომპანიის ძირითადი (ვირტუალური) ბარათიდან თანამშრომლების ბარათებზე. Apex Fuel-ის ვებ პროგრამის გამოყენება კომპანიებს საშუალებას აძლევს ოპტიმალურად გაანაწილონ შეძენილი საწვავის რაოდენობა თანამშრომლების ბარათებზე; ბარათის დაკარგვის, დაზიანების ან თანამშრომელთან ურთიერთობის შეწყვეტის შემთხვევაში დროებით ან მუდმივად არააქტიური ("შეჩერებული") გახადონ ბარათის გამოყენება და მასზე არსებული საწვავის ნაშთი გადაიტანონ აქტიურ ბარათზე, მიიღონ ანალიზური ინფორმაცია საწვავის მოძრაობის შესახებ ნებისმიერი პერიოდის შუალედში.

Name 
Description 
ავტორიზაციის გავლა გულისხმობს Apex Fuel-ის ვებ პროგრამაში შესვლას.
ავტორიზაციის გავლა ხდება მომხმარებლისა და პაროლის შეყვანის შედეგად.
ვებ-გვერდზე შესვლისას (ვებ-გვერდის მისამართი გადმოგეცემათ სისტემის ადმინისტრატორის მიერ) გამოვა ქვემოთ მოცემული ფანჯარა:

სურათზე მოცემულია ორი გრაფა:
  • მომხმარებელი - გრაფა განკუთვნილია პროგრამაში მომხმარებლის სახელის შესაყვანად;
  • პაროლი - გრაფა განკუთვნილია სისტემაში მომხმარებლის პაროლის შესაყვანად.
ორივე გრაფის შევსების შემდეგ კლავიატურაზე დააჭირეთ Enter ღილაკს, ან მაუსის მარცხენა ღილაკით დააჭირეთ "შესვლას". ამით მოხდება ავტორიზაციის გავლა და Apex Fuel სისტემაში შესვლა. 
ავტორიზაციის გავლის შემდეგ თქვენს ეკრანზე გამოჩნდება სტანდარტული სამუშაო ფანჯარა, რომლის ღილაკების მნიშვნელობები განმარტებულია ქვემოთ:
  • ფანჯრის ზედა მარცხენა კუთხეში განთავსებულია პროგრამის დასახელება Apex Fuel;
  • ფანჯრის ქვედა მარცხენა კუთხეში განთავსებულია საწვავის მომწოდებელი კომპანიის დასახელება;
  • ფანჯრის ზედა მარჯვენა კუთხეში განთავსებულია საწვავის მყიდველი ორგანიზაციის დასახელება და მომხმარებლის სახელი (რომელი მომხმარებლითაც გადიან ავტორიზაციას სისტემაში შემოსვლისას).

ფანჯრის მარცხენა ნაწილში განთავსებულია მენიუ, მის მარჯვნივ განთავსებულია აქტიური ფანჯრები. ფანჯრების დასახელებები გამოდის აქტიური ფანჯრების ღილაკების (განახლება, გაშლა/შეკუმშვა) ზემოთ, როგორც სურათზეა აღნიშნული.

მენიუში, როგორც სურათზე ვხედავთ, მოცემულია სამი ჩანართი: "მთავარი", "დახმარება" და "საიტის შესახებ". დახმარების გამოყენებით გადავდივართ პროგრამის Help-ის გვერდზე, ხოლო "საიტის შესახებ"... more 
მთავრი მენიუ გამოიყენება საწვავის შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ საკუთარ ბარათებზე საწვავის განაწილებისა და საწვავის ნებიმიერი მოძრაობის ანალიზისთვის. მთავარი მენიუს ღილაკები განლაგებულია ფანჯრის მარცხენა ნაწილში სურათზე მოცემული სახით:

მენიუ, როგორც სურათზე ჩანს, შედგება ოთხი ნაწილისგან:
  1. ბარათები - გამოიყენება საწვავის შემსყიდველი კომპანიის მთავარ ბარათზე დარიცხული და ამავე კომპანიის თანამშრომლებზე გაცემულ ბარათებზე დარიცხული საწვავის რაოდენობის ანალიზისთვის;
  2. საწვავის განაწილება - ფორმა გამოიყენება საწვავის შემსყიდველი კომპანიის მიერ მთავარი ბარათიდან თანამშრომლების ბარათებზე საწვავის განაწილებისთვის;
  3. გადატანა ბარათიდან ბარათზე - ფორმა გამოიყენება საწვავის შემსყიდველი კომპანიის მიერ საწვავის გადასატანად ერთი ბარათიდან სხვა ბარათზე, მაგალითად, ერთი თანამშრომლის ბარათიდან სხვა თანამშრომლის ბარათზე;
  4. ბარათის ამონაწერი - წარმოადგენს ანალიზურ ფორმას, საიდანაც შეგვიძლია მივიღოთ ინფორმაცია... more 
დახმარება წარმოადგენს მენიუს ბრძანებას, რომლის გამოყენებით გადავდივართ პროგრამის Help-ის გვერდზე, სადაც შეგვიძლია მივიღოთ დეტალური ინფორმაცია პროგრამის ფუნქციონალის შესახებ. Apex Fuel Client Help-ი წარმოადგენს სახელმძღვანელო წიგნს, რომელიც დაეხმარება პროგრამის მომხმარებლებს მუშაობის პროცესების შეუფერხებლად წარმართვაში. 
საიტის შესახებ წარმოადგენს მენიუს ბრძანებას, რომელიც გვაწვდის ინფორმაციას "საწვავის განაწილების სისტემის" პროგრამული ვერსიის შესახებ.
 
Copyright (c) 2015-2016. All rights reserved.
What do you think about this topic? Send feedback!