You are here: პროგრამის შესახებ > ApexFuelClient_web > მთავარი > გადატანა ბარათიდან ბარათზე
Apex Fuel Documentation
ContentsIndexHome
PreviousUpNext
გადატანა ბარათიდან ბარათზე

გადატანა ბარათიდან ბარათზე - არის მენიუს ბრძანება, რომელიც გამოიყენება ბარათიდან ბარათზე საწვავის გადასატანად. ოპერაცია შესაძლოა გამოიყენოთ იმ შემთხვევაში, თუ ძირითად (ვირტუალურ) ბარათზე აღარ არის საწვავის საკმარისი ნაშთი, ასევე, ბარათის დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში. 

მენიუს მოცემული ჩანართის არჩევისას ეკრანზე გამოვა ქვემოთ მოცემული ფანჯარა: 

 

ფორმის მარცხენა მხარეს ჩამოსაშლელი ღილაკის დახმარებით ვირჩევთ ბარათს, საიდანაც ხდება საწვავის გადატანა სხვა ბარათზე (გრაფა "ბარათიდან"), ხოლო ფორმის მარჯვენა მხარეს ჩამოსაშლელი ღილაკის დახმარებით ვირჩევთ ბარათს, რომელზეც გვსურს საწვავის გადატანა. ბარათების არჩევის შედეგად ფორმაში განთავსდება საწვავის ტიპების ჩამონათვალი, ნაშთი გასავლის ბარათზე, გასავლის სვეტი და ნაშთი მიმღების ბარათზე. მაგალითად, როცა ნაშთი აღარ არის კომპანიის მთავარ ბარათზე, ხოლო რომელიმე თანამშრომლის ბარათზე არსებობს საწვავის დიდი მოცულობა, შეგვიძლია ერთი ბარათიდან მეორეზე გადავიტანოთ საწვავის საჭირო რაოდენობა: 

 

ყვითელი ფერით მოცემული სვეტი წარმოადგენს რედაქტირებადს. აქ შეგვყავს ბარათიდან ბარათზე გადასატანი საწვავის სასურველი რაოდენობა. 

ფორმაში მოქმედებს ბრძანებები: 

განახლება - არის პროგრამისთვის დამახასიათებელი სტანდარტული ბრძანება. მისი გამოყენებით ხდება იმ ფანჯრის განახლება (სასურველი ინფორმაციის გამოტანა), რომელშიც იმყოფება მომხმარებელი; 

შენახვა - ბრძანების გამოყენებით ხდება ოპერაციის შესრულება, ე.ი. საწვავის სასურველი რაოდენობის გადატანა ერთი ბარათიდან მეორეზე. 

Copyright (c) 2015-2016. All rights reserved.
What do you think about this topic? Send feedback!