You are here: პროგრამის შესახებ > ApexFuelClient_web > მთავარი > საწვავის განაწილება
Apex Fuel Documentation
ContentsIndexHome
PreviousUpNext
საწვავის განაწილება

საწვავის განაწილება - არის მთავარი მენიუს ბრძანება, რომელიც გამოიყენება კომპანიის ძირითადი (ვირტუალური) ბარათიდან საწვავის გასანაწილებლად თანამშრომელთა სხვადასხვა ბარათებზე. 

ბრძანების გამოყენებით ეკრანზე განთავსდება შემდეგი სახის ფორმა: 

 

ფანჯრის ცენტრალურ ნაწილში მოცემულია კომპანიის მთავარ ბარათზე არსებული საწვავის შესახებ ინფორმაცია, ხოლო მარჯვენა მხარეს თანამშრომელთა კონკრეტულ ბარათებზე არსებული საწვავის შესახებ ინფორმაცია. 

საწვავის განაწილებისთვის კონკრეტული ტიპის საწვავზე დავაჭერთ მაუსის მარცხენა ღილაკით, შედეგად ფანჯრის მარჯვენა ნაწილში გამოჩნდება კომპანიის მფლობელობაში არსებული ბარათები, ბარათზე დარიცხული საწვავის ნაშთები, გასავლის რაოდენობა და გასავლის შემდეგ ბარათზე მოსალოდნელი ნაშთი: 

 

ფანჯრის მარჯვენა ნაწილში, როგორც სურათზე ჩანს, მოცემულია ყვითელი გრაფა - გასავლის რაოდენობის ჩასაწერი გრაფა. პროგრამაში ყვითელი ფერის გრაფები წარმოადგენს რედაქტირებადს. მოცემულ გრაფაში მაუსის მარცხენა ღილაკზე დაჭერის შემდეგ კლავიატურაზე ავკრებთ ციფრებს, შევიყვანთ დასარიცხი საწვავის სასურველ რაოდენობას, რის შემდეგაც კომპანიის მთავარი და კომპანიის თანამშრომლების ბარათის გასწვრივ გამოჩნდება საწვავის შეყვანილი რაოდენობები და შესაბამისი ნაშთები, როგორც სურათზეა ნაჩვენები: 

 

რაოდენობების შევსების შემდეგ დავაჭერთ ღილაკს "შენახვა" (შენახვის ღილაკი გააქტიურდება მას შემდეგ, რაც შევიყვანთ ბარათზე დასარიცხ, ანუ გასავლის რაოდენობას): 

შენახვის შემდეგ შესაძლებელია სხვა საწვავის ტიპზე გადასვლა და შესაბამისი გასავლის რაოდენობის შევსება. საბოლოო ჯამში, ცხრილის ცენტრალურ ნაწილში გამოგვიჩნდება კომპანიის მთავარ, ხოლო ცხრილის მარჯვენა ნაწილში - თანამშრომლების ბარათებზე დარიცხული საწვავის ნაშთები და გასავლის რაოდენობის სტრიქონები გასუფთავდება: 

 

Copyright (c) 2015-2016. All rights reserved.
What do you think about this topic? Send feedback!