You are here: პროგრამის შესახებ > ApexFuelClient_web > ინტერფეისის ელემენტები
Apex Fuel Documentation
ContentsIndexHome
PreviousUpNext
ინტერფეისის ელემენტები

ავტორიზაციის გავლის შემდეგ თქვენს ეკრანზე გამოჩნდება სტანდარტული სამუშაო ფანჯარა, რომლის ღილაკების მნიშვნელობები განმარტებულია ქვემოთ: 

  • ფანჯრის ზედა მარცხენა კუთხეში განთავსებულია პროგრამის დასახელება Apex Fuel;
  • ფანჯრის ქვედა მარცხენა კუთხეში განთავსებულია საწვავის მომწოდებელი კომპანიის დასახელება;
  • ფანჯრის ზედა მარჯვენა კუთხეში განთავსებულია საწვავის მყიდველი ორგანიზაციის დასახელება და მომხმარებლის სახელი (რომელი მომხმარებლითაც გადიან ავტორიზაციას სისტემაში შემოსვლისას).
 

ფანჯრის მარცხენა ნაწილში განთავსებულია მენიუ, მის მარჯვნივ განთავსებულია აქტიური ფანჯრები. ფანჯრების დასახელებები გამოდის აქტიური ფანჯრების ღილაკების (განახლება, გაშლა/შეკუმშვა) ზემოთ, როგორც სურათზეა აღნიშნული. 

 

მენიუში, როგორც სურათზე ვხედავთ, მოცემულია სამი ჩანართი: "მთავარი", "დახმარება" და "საიტის შესახებ". დახმარების გამოყენებით გადავდივართ პროგრამის Help-ის გვერდზე, ხოლო "საიტის შესახებ" გვაწვდის ინფორმაციას "საწვავის განაწილების სისტემის" პროგრამული ვერსიის შესახებ. 

  • ფანჯრის ზედა მარჯვენა კუთხეში, ასევე, განთავსებულია სისტემური მენიუს ღილაკი. ღილაკის ჩამოშლისას გამოდის სურათზე ნაჩვენები ფანჯარა:
 

პაროლის შეცვლის გამოყენებით შეგვიძლია არსებული პაროლის შეცვლა, ხოლო გასვლის ბრძანების გამოყენებით ხდება Apex Fuel პროგრამის დახურვა (სისტემიდან გასვლა). 

პაროლის შეცვლაზე დაჭერისას გამოდის სურათზე მოცემული ფანჯარა: 

  • მიმდინარე პაროლი - გრაფაში ვუთითებთ პროგრამის მომხმარებლის მიმდინარე პაროლს (რომლის შეცვლაც გვინდა);
  • ახალი პაროლი - გრაფაში ვუთითებთ მომხმარებლის ახალ პაროლს;
  • ახალი პაროლი განმეორებით - გრაფაში ვუთითებთ მომხმარებლის ახალ პაროლს განმეორებით;
  • შენახვა - ღილაკი აქტიურდება, როცა შევავსებთ ზემოთ მოცემულ ველებს (მიმდინარე პაროლი, ახალი პაროლი, ახალი პაროლი განმეორებით). შენახვის ღილაკზე დაჭერით შეიცვლება პაროლი (შეინახება ახალი პაროლი);
  • დახურვა - ღილაკის გამოყენებით ხდება დიალოგური ფანჯრის დახურვა შენახვის გარეშე.
 

Copyright (c) 2015-2016. All rights reserved.
What do you think about this topic? Send feedback!