კომპანიები - არის ცნობარების მენიუს ბრძანება, რომელიც გამოიყენება იურიდული პირების ცნობარის შესაქმნელად, რომელიც მომდევნო ეტაპზე გამოიყენება შეკვეთებისთვის.
ბრძანების გამოყენებით ეკრანზე გამოვა შემდეგი სახის ფორმა:
ფორმაში განთავსებულია ბრძანებები:
- განახლება - არის პროგრამისთვის დამახასიათებელი სტანდარტული ბრძანება, რომელიც გვხვდება სხვადასხვა მოდულის მენიუს ზოლში. მისი გამოყენებით ხდება იმ ფორმის განახლება (სასურველი ინფორმაციის გამოტანა), რომელშიც იმყოფება მომხმარებელი;
- დამატება - ბრძანება უზრუნველყოფს კომპანიისა და მასთან დაკავშირებული ინფორმაციის დამატებას პროგრამაში. იმ შემთხვევაში, თუ "კომპანიის რეკვიზიტებში" ჩართულია ღილაკი "Apex ERP-სთან ინტეგრაცია", მაშინ მოცემული დამატების ღილაკი არ იქნება აქტიური. მისი გამოყენების შედეგად ეკრანზე განთავსდება დიალოგური ფანჯარა "კომპანიის დამატება (რედაქტირება)":
- ;
- დასახელება - გრაფაში ვუთითებთ კომპანიის დასახელებას;
- დასახელება (En) - გრაფაში ვუთითებთ კომპანიის დასახელებას ინგლისურ ენაზე;
- საიდენტ. ნომერი - გრაფაში ვუთითებთ კომპანიის საიდენტიფიკაციო ნომერს, რომლის მიხედვითაც ხდება rs.ge-ს სერვისთან დაკავშირება და ნავთობპროდუქტების სპეციალური ანგარიშ-ფაქტურის ატვირთვა;
- მისამართი - გრაფაში ვუთითებთ კომპანიის იურიდიულ მისამართს;
- ფიზ.მისამართი - გრაფაში ვუთითებთ კომპანიის ფაქტიურ/ფიზიკურ მისამართს;
- ტელეფონი - გრაფაში ვუთითებთ კომპანიის ტელეფონის ნომერს;
- ფაქსი - გრაფაში ვუთითებთ კომპანიის ფაქსს;
- ელ. ფოსტა - გრაფაში ვუთითებთ კომპანიის ელექტრონულ ფოსტის მისამართს;
- ვებ გვერდი - გრაფაში ვუთითებთ კომპანიის ვებ გვერდის მისამართს;
- შენიშვნა - საჭიროების შემთხვევაში გრაფაში ვუთითებთ დამატებით ჩანაწერს შენიშვნის სახით;
- შეჩერებული - თუ არ იგეგმება ცნობარებში დამატებული კომპანიის შემდგომში გამოყენება, მაგრამ იგი უკვე გამოყენებული იყო სხვა ცხრილებში/ფორმებში (მაგალითად, მასზე დამატებული იყო შეკვეთა და ა.შ.), მისი წაშლა შეუძლებელია. ასეთ შემთხვევაში ფანჯარაში მოვნიშნავთ ღილაკ-ჩამრთველს (ალამი) „შეჩერებული“ და ჩანაწერი გახდება არააქტიური, შედეგად ჩანაწერი გაფერმკრთალდება;
- Ok - ღილაკის გამოყენებით ჩანაწერი დაემატება პროგრამაში კომპანიების ჩამონათვალში;
- Cancel - ღილაკის გამოყენებით ხდება დიალოგური ფანჯრის დახურვა და შევსებული ჩანაწერების გაუქმება.
- რედაქტირება - ბრძანება უზრუნველყოფს ცნობარში დამატებული ჩანაწერის რედაქტირებას. კომპანიების მონაცემების რედაქტირება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არ არის ჩართული პროგრამის ინტეგრაცია Apex ERP-სთან;
- წაშლა - ბრძანება უზრუნველყოფს ცნობარში დამატებული ჩანაწერის წაშლას. ბრძანება გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ წასაშლელი ობიექტი გამოყენებული არ არის სხვა ცხრილებში/ფორმებში (მაგ: შეკვეთები);
- ინსტრუმენტები;
- გასვლა - ბრძანება უზრუნველყოფს ფორმიდან ("კომპანიები") გასვლას.