შეკვეთები - არის ოპერაციების მენიუს ბრძანება, რომელიც უზრუნველყოფს კომპანიების მიხედვით საწვავის შეკვეთისა და გაცემის აღრიცხვას ტალონებისა და საწვავის ბარათების მიხედვით, გაცემული ტალონებისა და ბარათზე დარიცხული საწვავის მიხედვით rs.ge-ს პორტალზე ნავთობპროდუქტების სპეციალური ანგარიშ-ფაქტურის ატვირთვას, გადაგზავნას და სტატუსების მიხედვით კონტროლს. ბრძანების გამოყენებით ეკრანზე განთავსდება შემდეგი სახის ფანჯარა:
ფორმაში განთავსებულია ბრძანებები:
ბრძანების გამოყენება უზრუნველყოფს საკუთარი კომპანიის მთავარ ბარათზე შეკვეთის მომზადებას, საწვავის დარიცხვას, ტალონების გაცემას კონკრეტული შეკვეთის საფუძველზე. ბრძანების გამოყენებით ეკრანზე გამოვა შეკვეთის დამატების სტანდარტული ფორმა, სადაც, სხვა შეკვეთებისგან განსხვავებით, ავტომატურად არჩეულია საკუთარი კომპანია, კომპანიის ჩამოსაშლელი ღილაკი არააქტიურია, როგორც ქვემოთ სურათზეა ნაჩვენები:
დამატების ღილაკის გამოყენების შემდეგ გამოდის ფანჯარა: "საწვავის შეკვეთა და გაცემა". შეკვეთა შესაძლებელია ხელშეკრულებით და ხელშეკრულების გარეშე.
შეკვეთა ხელშეკრულებით
დამატების ღილაკის გამოყენების შემდეგ ფანჯარაში "საწვავის შეკვეთა და გაცემა" გამოყოფილია ორი ჩანართი:
1. მთავარი;
2. RS.GE.
ჩანართი მთავარი უზრუნველყოფს შეკვეთაში საწვავის ტიპების/სახეების დამატებას, დამატებულ საწვავზე ტალონების გაცემას და გაცემული ტალონების მიხედვით მიღება-ჩაბარების აქტის ბეჭდვას, ასევე, საწვავის დარიცხვას კლიენტის მთავარ ბარათზე.
ერთ შეკვეთაში შესაძლებელია რამდენიმე სახის საწვავის განთავსება. თითოეული განთავსებული საწვავის შესაბამისად ხდება rs.ge-ს პორტალზე ნავთობპროდუქტების სპეციალური ანგარიშ-ფაქტურის ატვირთვა და გადაგზავნა, ასევე დადასტურებული სტატუსის მქონე ნავთობპროდუქტების სპეციალური ანგარიშ-ფაქტურის კორექტირება და კორექტირებული ა/ფ-ს გადაგზავნა.
ჩანართი RS.GE - უზრუნველყოფს rs.ge-ს პორტალზე ნავთობპროდუქტების სპეციალური ანგარიშ-ფაქტურის ატვირთვას, გადაგზავნას და სტატუსების მიხედვით მათ კონტროლს.
ქვემოთ განხილულია დეტალურად თითოეული ჩანართის ფუნქციონალი.
მთავარი
ხელშეკრულებით შეკვეთის დამატება ხდება იმ შემთხვევაში, თუ პროგრამა ინტეგრირებულია Apex ERP-სთან.
ჩანართში "მთავარი" დამატების ბრძანების გამოყენებით შეგვიძლია დავამატოთ ახალი შეკვეთა საწვავზე. იმის მიხედვით, ჩართულია თუ არა ინტეგრაცია Apex ERP -სთან, ხელშეკრულებით შეკვეთის დამატებისას გამოსულ ფანჯარას აქვს განსხვავებული სახე (იხ. ქვემოთ მოცემული ჩანართი "შეკვეთა ხელშეკრულებით").
ფანჯარის ზედა ნაწილში განთავსებულია ბრძანებები, რომლებიც ცვლილებას განიცდიან ფანჯრის შუა ნაწილში განთავსებული გრაფების შევსების შედეგად. აქტიური გრაფები ფანჯარაში მოცემულია თეთრი ფერით, რაც გულისხმობს, რომ უნდა მოხდეს მათი შევსება შეკვეთის ტიპიდან გამომდინარე.
ქვემოთ განხილულია ფანჯარაში "საწვავის შეკვეთა და გაცემა" არსებული თითეული ღილაკის ფუნქციონალი.
თარიღი - გრაფაში ავტომატურად ამოდის მიმდინარე თარიღი. ჩამოსაშლელი ღილაკის დახმარებით (ან კლავიატურიდან შესაბამისი ციფრების აკრეფით) შესაძლებელია თარიღის ცვლილება;
ნომერი - შეკვეთის ნომრის გენერაცია ხდება ავტომატურად, შეკვეთის შენახვის შემდეგ, თუმცა შესაძლებელია ნომრის ხელით მითითებაც;
შემკვეთი - ჩამოსაშლელი ღილაკის დახმარებით ვირჩევთ კლიენტს/მყიდველს, რომელზეც ხდება შეკვეთის დამატება, ტალონების გაცემა ან საწვავის ბარათზე ჩატვირთვა;
შენიშვნა - გრაფაში შესაძლებელია შენიშვნის სახით სასურველი ტექსტის მითითება/შევსება;
ფასების რედაქტირება - ჩამრთველი ღილაკის გამოყენებით შესაძლებელი ხდება შეკვეთაში საქონლის სარეალიზაციო ფასის რედაქტირება. ხელშეკრულებასთან დაკავშირებულ შეკვეთაში ფასის ცვლილება შეუძლებელია rs.ge-ს პორტალზე გადაგზავნილი ნავთობპროდუქტების სპეციალური ანგარიშ-ფაქტურის დადასტურებამდე;
ხელშეკრულება - ბრძანების გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ჩართულია ინტეგრაცია Apex ERP-სთან. შემკვეთის არჩევის შემდეგ გამოჩნდება დამატებითი გრაფები:
ხელშეკრულების ჩანართში ჩამოსაშლელი ღილაკის დახმარებით ვირჩევთ ხელშეკრულებას, რომელიც დაკავშირებულია შემკვეთთან და რომლის მიხედვითაც ხდება საწვავის ტალონებით ან ბარათით საწვავის რეალიზაცია. ხელშეკრულების არჩევის შედეგად, ხელშეკრულების პირობებიდან გამომდინარე, ავტომატურად ივსება ქვემოთ სურათზე მონიშნული გრაფები:
საწვავის ჩანართში ჩამოსაშლელი ღილაკის დახმარებით შესაძლებლობა გვაქვს ავირჩიოთ ხელშეკრულებასთან დაკავშირებული საწვავი (თუ ხელშეკრულებით საწვავის ორი სახეობაა გათვალისწინებული, მაშინ მხოლოდ ამ ორი საწვავიდან გვექნება არჩევის საშუალება), რომლის მიხედვითაც ხდება ტალონების გაცემა ან ბარათზე საწვავის ჩატვირთვა. საწვავის არჩევის შედეგად ავტომატურად ივსება საწვავის ქვემოთ არსებული გრაფები:
სურათზე მოცემულ გრაფაში "ფასი პრაისით" ინფორმაცია გამოდის საწვავის ცნობარში შევსებული ფასის მიხედვით.
საწვავის არჩევის შედეგად ფანჯრის ქვედა მარცხენა ნაწილში ავტომატურად განთავსდება ხელშეკრულებით განსაზღვრული საწვავის ფასი, რაოდენობის მითითების შემდეგ აქტიურდება ღილაკი დამატება, რომლის გამოყენებითაც (რაოდენობის შეყვანის შემდეგ) შეკვეთაში დაემატება საწვავი:
რაიმე ცვლილების განხორციელების სურვილის შემთხვევაში გამოიყენეთ ღილაკი რედაქტირება. რედაქტირების რეჟიმიდან ცვლილებების შენახვის გარეშე გასვლის შემთხვევაში გამოიყენეთ ღილაკი "დაბრუნება".
ფანჯარაში "საწვავის შეკვეთა და გაცემა" (მოცემული ფანჯარა გამოდის ახალი შეკვეთის "დამატების" ბრძანების გამოყენებით) შენახვისა და რედაქტირების ღილაკების/ბრძანებების გარდა გვხვდება შემდეგი ღილაკები/ბრძანებები:
საწვავის რაოდენობა - ჩამოსაშლელი ღილაკის დახმარებით ვირჩევთ ტალონით განსაზღვრული საწვავის რაოდენობას. ერთ შეკვეთაში შესაძლებელია საწვავის რაოდენობა იყოს სხვადასხვა (მაგ: 10 ლიტრიანი, 20 ლიტრიანი და ა.შ.). მოცემულ გრაფაში მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოგვიჩნდება საწვავის ლიტრაჟობა, თუ გვაქვს დამატებული დაბეჭდილის სტატუსის მქონე ტალონები ჩანართში ოპერაციები => ტალონები;
საწყისი ნომერი - ღილაკი "საწყისი ნომრის დაგენერირება" უზრუნველყოფს გაუცემელი ტალონის პირველი ნომრის მინიჭებას. გრაფაში შესაძლებელია ტალონის ნომრის ხელით მითითებაც (ტალონი დაემატება იმ შემთხვევაში, თუ არ არის მსგავსი ნომრით დამატებული აქტიური ტალონი);
ბოლო ნომერი - გრაფაში შესაძლებელია გასაცემი ტალონის ბოლო ნომრის მითითება;
რაოდენობა - ღილაკი "შევსება შეკვეთამდე" უზრუნველყოფს გასაცემი ტალონების რადენობის განსაზღვრას, რომლის მიხედვითაც დაგენერირდება ტალონის ბოლო ნომერი, შესაბამისი რაოდენობა ჩაიწერება "რაოდენობის" გრაფაში, თუმცა შესაძლებელია ტალონების რაოდენობის ხელით მითითებაც;
Ok - ღილაკის გამოყენებით ტალონები დაემატება ფანჯრის მარჯვენა ნაწილში (თუ ტალონების რაოდენობა აჭარბებს შეკვეთაში საწვავის რაოდენობას, ტალონების დამატება არ მოხდება);
Cancel - ღილაკის გამოყენებით ხდება დიალოგური ფანჯრის დახურვა და შევსებული ჩანაწერების გაუქმება.
ბრძანება "შეჩერების გაუქმება" გამოიყენება გაცემული ტალონების შემთხვევაში და უზრუნველყოფს გაცემული და შეჩერებული ტალონების გააქტიურებას.
ცარიელ გრაფაში ვუთითებთ მიღება-ჩაბარების აქტის ნომერს. თუ გასულ პერიოდში უკვე მითითებული გვაქვს აქტის ნომერი, ფანჯრის გახსნისას გამოჩნდება მისი შემდოგმი ნომერი, თუმცა შესაძლებელია რედაქტირებაც.
Ok - ღილაკის გამოყენებით მიღება-ჩაბარების აქტს მიენიჭება შესაბამისი ნომერი;
Cancel - ღილაკის გამოყენებით ხდება დიალოგური ფანჯრის დახურვა და შევსებული ჩანაწერების გაუქმება.
ჩამოსაშლელი ღილაკის გამოყენებით შესაძლებელია აქტის თარიღის კორექტირება (საჭიროებისამებრ):
ბრძანება უზრუნველყოფს მიღება-ჩაბარების აქტის თარიღის ცვლილებას საჭიროების შემთხვევაში
გრაფაში თარიღის მითითება შესაძლებელია ხელით ან ჩამოსაშლელი ღილაკის დახმარებით;
Ok - ღილაკის გამოყენებით მიღება-ჩაბარების აქტში მითითებული თარიღი დაფიქსირდება;
Cancel - ღილაკის გამოყენებით ხდება დიალოგური ფანჯრის დახურვა და შევსებული ჩანაწერების გაუქმება.
Ok - ღილაკის გამოყენებით ბარათზე ჩაიტვირთება საწვავის რაოდენობა;
Cancel - ღილაკის გამოყენებით დაიხურება დიალოგური ფანჯარა და არ მოხდებასაწვავის დარიცხვა პლასტიკურბარათზე;
Ok - ღილაკის გამოყენებით მოხდება ბარათზე დარიცხული საწვავის რაოდენობის წაშლა;
Cancel-ღილაკის გამოყენებით დაიხურება დიალოგური ფანჯარა და არ მოხდება ბარათიდან დარიცხული საწვავის წაშლა.
RS.GE
"საწვავის შეკვეთა და გაცემა" ფანჯარაში RS.GE - ჩანართზე გადასვლის დროს ფანჯარაში არსებული ბრძანებები იცვლება და ფორმა იძენს შემდეგ სახეს:
ფანჯარაში განთავსებულია ბრძანებები:
ფანჯარაში განთავსებულია ბრძანებები:
შენახვა - ბრძანება გამოიყენება ოპერაციის თარიღის, ტრანსპორტირების სახის და ტრანსპორტირების დაწყების ბუნკერების გემის რეგ. N-ის შევსების შემდეგ, რაც გულისხმობს, რომ rs.ge-ზე ნავთობპროდუქტების სპეციალური ანგარიშ-ფაქტურა აიტვირთა და მიენიჭება სტატუსი ახალი, რის შემდეგაც შესაძლებელია მისი მყიდველისთვის გადაგზავნა.
გადაგზავნა (ასევე იხ. ქვემოთ "სპეც. ა/ფ გადაგზავნაც")- ბრძანება აქტიურდება ფანჯარაში არსებული გრაფების სრულად შევსებისა და შენახვის ბრძანების გამოყენების შედეგად და გულისხმობს rs.ge-ზე ნავთობპროდუქტების სპეციალური ანგარიშ-ფაქტურის გადაგზავნას. შედეგად ა/ფ-ს ენიჭება სტატუსი გადაგზავნილი;
გასვლა - ბრძანება უზრუნველყოფს ფორმიდან/დიალოგური ფანჯრიდან გასვლას, შესაბამისად, თუ არ არის შენახვის ბრძანება გამოყენებული, არ მოხდება ანგარიშ ფაქტურის შექმნა და მხოლოდ დაიხურება დიალოგური ფანჯარა.
მოცემული სამი ბრძანების გარდა, ეკრანზე გამოტანილ დიალოგურ ფანჯარაში "სპეციალური ანგარიშ ფაქტურა" გვხვდება შემდეგი გრაფები:
ოპერაციის თარიღი - გრაფაში მიმდინარე თარიღი ავტომატურად არის მითითებული, თუმცა შესაძლებელია მისი შეცვლა ხელით და გულისხმობს ოპერაციის განხორციელების პერიოდს;
ტრანსპორტირების სახე - ჩამოსაშლელი ღილაკის დახმარებით შეგიძლიათ ამოირჩიოთ რა სახით ხდება საწვავის რეალიზაცია. უმეტესწილად საწვავის რეალიზაცია სრულდება ტალონებით ან პლასტიკური ბარათებით, შესაბამისად, ტრანსპორტირების სახის გრაფის გვერდით განთავსებული ღილაკი საშუალებას გაძლევთ შეინახოთ ერთ-ერთი სახე (ტალონი ან პლასტიკური ბარათი) უპირატესი გამოყენების მქონედ. მომდევნო ეტაპზე ფანჯარაში შესვლის დროს, ტრანსპორტირების სახე ავტომატურად დაგხვდებათ შევსებული. საჭიროების შემთხვევაში შეგიძლიათ შეცვლაც. უპირატესის მნიშვნელობის გასაუქმებლად გამოიყენეთ ღილაკი .
ტრანსპორტირების დაწყება ბუნკირების გემის რეგ. N - ჩამოსაშლელი ღილაკის დახმარებით შეგიძლიათ ამოირჩიოთ ტრანსპორტირების დაწყების ადგილი. როდესაც ერთი ობიექტიდან ხდება ტრანსპორტირების დაწყება გრაფის გვერდით განთავსებული ღილაკი საშუალებას გაძლევთ შეინახოთ ეს ადგილი უპირატესის მქონედ. მომდევნო ეტაპზე ფანჯარაში შესვლის დროს მოცემული სტრიქონი ავტომატურად დაგხვდებათ შევსებული. საჭიროების შემთხვევაში შეგიძლიათ შეცვლაც. უპირატესის მნიშვნელობის გასაუქმებლად გამოიყენეთ ღილაკი .
ახალი - გულისხმობს, რომ მყიდველისთვის მოხდა ა/ფ-ს შექმნა და ჯერ არ არის გადაგზავნილი;
გადაგზავნილი - გულისხმობს, რომ მყიდველისთვის მოხდა ა/ფ-ს გადაგზავნა;
დადასტურებული - გულისხმობს, რომ მყიდველისთვის გადაგზავნილი და დადასტურებულია ნავთობპროდუქტების სპეციალური ანგარიშ-ფაქტურა;
უარყოფილი - სტატუსი ენიჭება ფაქტურას მყიდველის მიერ თუ მოხდა ნავთობპროდუქტების სპეციალური ანგარიშ-ფაქტურის უარყოფა.
მოცემულ ფორმაში დამატებით გამოდის გრაფა კორექტირების ტიპის/მიზეზის მისათითებლად.
კორექტირებულ სპეც ანგარიშ-ფაქტურას შესაძლოა ჰქონდეს შემდეგი სტატუსები:
ახალი კორექტირებული - სტატუსი ენიჭება ფაქტურას, როდესაც ნავთობპროდუქტების სპეციალური ანგარიშ-ფაქტურა არის გადასაგზავნი;
გადაგზავნილი - სტატუსი ენიჭება მყიდველისთვის გადაგზავნილ ნავთობპროდუქტების სპეციალურ ანგარიშ-ფაქტურას;
დადასტურებული კორექტირების ანგარიშ-ფაქტურა - სტატუსი ენიჭება მყიდველისთვის გადაგზავნილ და დადასტურებულ ნავთობპროდუქტების სპეციალურ ანგარიშ-ფაქტურას.
უარყოფილი კორექტირების ანგარიშ-ფაქტურა - მყიდველის მიერ უარყოფილი კორექტირების ნავთობპროდუქტების სპეციალური ანგარიშ-ფაქტურა.
შეკვეთა ხელშეკრულების გარეშე
ხელშეკრულების გარეშე შეკვეთის დამატება ხდება ნებისმიერ შემთხვევაში, არ აქვს მნიშვნელობა პროგრამა ინტეგრირებულია თუ არა „Apex ERP“-თან. შესაბამისად, როდესაც ვიყენებთ შეკვეთის დამატების მოცემულ პრინციპს, ე.ი. არ გვაქვს ინტეგრაცია Apex ERP-სთან, შემკვეთის არჩევისას ამოდის მხოლოდ საწვავის ჩამონათვალი, როგორც ქვემოთ სურათზეა ნაჩვენები. ამ შემთხვევაში ყვითელი ფერით გამოყოფილ "რაოდენობის" გრაფაში შეგვყავს სასურველი საწვავის რაოდენობა და ვიყენებთ შენახვის ბრძანებას.
განსხვავებით ხელშეკრულებით შეკვეთის დამატების ფორმისგან, ხელშეკრულების გარეშე შეკვეთის დამატებისას გვხვდება ღილაკი "საწვავის დამატება". ამ ბრძანების გამოყენებით შეკვეთაში შესაძლოა ჩავამატოთ საწვავის ერთი და იმავე სახეობის ორი სხვადასხვა სტრიქონი. "საწვავის დამატების" გამოყენება მოსახერხებელია, ვინაიდან შესაძლებელია ერთ შეკვეთაში ერთდროულად შევძლოთ საწვავის დარიცხვა ბარათებზე და საწვავის ტალონების გაცემა:
ბრძანება "საწვავის დამატება" აქტიურდება მას შემდეგ, რაც შეკვეთაში უკვე ჩამატებული გვაქვს საწვავის რომელიმე სახეობის განსაზღვრული რაოდენობა. მაგალითად, შეკვეთაში ჩამატებული გვქონდა 100 ერთეული საწვავი. დამატების ღილაკზე დაჭერის შემდეგ გამოჩნდება იმავე დასახელების საწვავის დამატებითი სტრიქონი. ახალი რაოდენობის შეყვანისა და შენახვის შემდეგ შესაძლოა საწვავის ერთ სტრიქონზე დავდგეთ და დავარიცხოთ საწვავი ბარათზე, ხოლო მეორე სტრიქონზე დავდგეთ და გავაკეთოთ ტალონების გაცემა:
რაც შეეხება ფორმის დანარჩენ ბრძანებებს/ღილაკებს, ისინი ხელშეკრულებით შეკვეთის დამატების ფორმის ბრძანებების იდენტურია. იხ. ზემოთ განხილული ჩანართი "შეკვეთა ხელშეკრულებით" და შესაბამისი ბრძანებების ფუნქციონალის განმარტებები.
Copyright (c) 2015-2016. All rights reserved.
|
What do you think about this topic? Send feedback!
|