You are here: პროგრამის შესახებ > ApexFuel > ოპერაციები > ამონაწერი ბარათიდან
Apex Fuel Documentation
ContentsIndexHome
PreviousUpNext
ამონაწერი ბარათიდან

ამონაწერი ბარათიდან - არის ოპერაციების მოდულის ბრძანება, რომლის გამოყენებით შესაძლებელია საწვავის სასურველი ბარათის ამონაწერის ნახვა (საწყისი ნაშთი, შემოსავალი, გასავალი და საბოლოო ნაშთი). ბრძანების გამოყენებით ეკრანზე განთავსდება ფანჯარა "ამონაწერი ბარათიდან": 

  • ფორმაში მოქმედებს ბრძანებები:
    • განახლება - არის პროგრამისთვის დამახასიათებელი სტანდარტული ბრძანება, რომელიც გვხვდება სხვადასხვა მოდულის მენიუს ზოლში. მისი გამოყენებით ხდება იმ ფორმის განახლება (სასურველი ინფორმაციის გამოტანა), რომელშიც იმყოფება მომხმარებელი;
    • ექსპორტი - ბრძანების გამოყენებით შესაძლებელია ცხრილის ექსპორტი Excel-ის ფაილში;
    • გასვლა - ბრძანება უზრუნველყოფს ფორმიდან ("ამონაწერი ბარათიდან") გასვლას.
 

  • ფორმაში "ამონაწერი ბარათიდან" მოცემულია ფილტრის შემდეგი გრაფები:
    • თარიღი - გრაფაში ავტომატურად ამოდის მიმდინარე თარიღი. ჩამოსაშლელი ღილაკის დახმარებით (ან კლავიატურიდან შესაბამისი ციფრების აკრეფით) შესაძლებელია თარიღის ცვლილება;
    • კომპანია - გრაფაში შესაძლებელია სასურველი კომპანიის არჩევა. კომპანიის არჩევის შემდეგ ბარათების ჩამონათვალში გამოჩნდება არჩეული კომპანიაზე მიბმული ბარათები;
    • ბარათი - გრაფაში ავტომატურად ამოდის ბარათის ნომერი იმის მიხედვით, თუ რომელი საწვავის სტრიქონი გვქონდა ფიქსირებული ფორმის ("ამონაწერი ბარათიდან") გახსნამდე. მოცემული ბრძანების გამოყენების დროს, ასევე, შესაძლებელია ჩამოსაშლელი ღილაკის დახმარებით ავირჩიოთ სხვა ბარათიც;
    • საწვავი - გრაფაში ავტომატურად ამოდის საწვავი იმის მიხედვით, თუ საწვავის რომელი სტრიქონი გვქონდა ფიქსირებული ფორმის ("ამონაწერი ბარათიდან") გახსნამდე. მოცემული ბრძანების გამოყენების დროს, ასევე, შესაძლებელია ჩამოსაშლელი ღილაკის დახმარებით ავირჩიოთ საწვავის სხვა სახეობაც;
    • თარიღის შუალედი - საშუალებას გვაძლევს ავირჩიოთ სასურველი თარიღის შუალედი, შესაბამისად ამონაწერი ეკრანზე გამოვა არჩეული პერიოდის მიხედვით.

Copyright (c) 2015-2016. All rights reserved.
What do you think about this topic? Send feedback!