You are here: პროგრამის შესახებ > ApexFuel > ოპერაციები > გადატანა ბარათიდან ბარათზე
Apex Fuel Documentation
ContentsIndexHome
PreviousUpNext
გადატანა ბარათიდან ბარათზე

გადატანა ბარათიდან ბარათზე - არის ოპერაციების მოდულის ბრძანება, რომელიც გამოიყენება ბარათიდან ბარათზე საწვავის გადასატანად, მაგალითად, იმ შემთხვევაში, როდესაც კომპანიის ძირითად (ვირტუალურ) ბარათზე აღარ არის საწვავის საკმარისი ნაშთი, ასევე, ბარათის დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში. 

ბრძანების გამოყენებით ეკრანზე განთავსდება შემდეგი სახის ფორმა: 

  • ფორმაში მოცემულია ფილტრის შემდეგი გრაფები:
    • კომპანია - გრაფიდან აირჩევთ თქვენთვის სასურველ კომპანიას (საკუთარი კომპანია ან კლიენტი კომპანია);
    • ბარათიდან - ჩამოსაშლელი ღილაკის დახმარებით აირჩევთ ბარათს, საიდანაც ხდება საწვავის გადატანა სხვა ბარათზე;
    • ბარათზე - ჩამოსაშლელი ღილაკის დახმარებით ვირჩევთ ბარათს, რომელზეც გვსურს საწვავის გადატანა.
კომპანიისა და ბარათების არჩევის შედეგად ფორმაში განთავსდება საწვავის ტიპების ჩამონათვალი, ნაშთი გასავლის ბარათზე, გასავლის სვეტი და ნაშთი მიმღების ბარათზე: 

 

ყვითელი ფერით მოცემული სვეტი წარმოადგენს რედაქტირებადს. აქ ხდება ბარათიდან ბარათზე გადასატანი საწვავის სასურველი რაოდენობის შეყვანა.

  • ფორმაში მოქმედებს ბრძანებები:
    • შენახვა - ბრძანების გამოყენებით ხდება ოპერაციის შესრულება, ე.ი. საწვავის სასურველი რაოდენობის გადატანა ერთი ბარათიდან მეორეზე;
    • გასვლა - ბრძანება უზრუნველყოფს ფორმიდან ("გადატანა ბარათიდან ბარათზე") გასვლას.

Copyright (c) 2015-2016. All rights reserved.
What do you think about this topic? Send feedback!