You are here: პროგრამის შესახებ > ApexFuel > ოპერაციები > საწვავის განაწილება
Apex Fuel Documentation
ContentsIndexHome
PreviousUpNext
საწვავის განაწილება

საწვავის განაწილება - არის ოპერაციების მოდულის ბრძანება, რომელიც გამოიყენება კომპანიის ძირითადი (ვირტუალური) ბარათიდან საწვავის გასანაწილებლად სხვადასხვა ბარათებზე. 

ბრძანების გამოყენებით ეკრანზე განთავსდება შემდეგი სახის ფორმა: 

  • ფორმა გაყოფილია ორ ნაწილად: "კომპანიის მთვარი ბარათი" და "ბარათები".
    • ფორმის მარცხენა ნაწილში მოცემულია კომპანიის ასარჩევი გრაფა. სასურველი კომპანიის არჩევის შემდეგ ფორმის მარცხენა მხარეს მოცემულ "კომპანიის მთავარი ბარათის" ნაწილში აისახება ინფორმაცია ძირითად ბარათზე არსებული სხვადასხვა ტიპის საწვავის ნაშთების, გასავლისა და გასავლის შემდეგ დარჩენილი ნაშთის შესახებ (ეს ორი გრაფა ივსება ფორმის მარჯვენა ნაწილში გასავლის რაოდენობების შეყვანის შემდეგ).
    • ფორმის მარჯვენა ნაწილში - "ბარათები" - ინფორმაცია გამოდის იმის მიხედვით, თუ საწვავის რომელი სახეობაა ფიქსირებული მარცხენა მხარეს. ყვითელი ფერით მოცემული გასავლის სვეტი წარმოადგენს რედაქტირებადს. ამ სვეტში ივსება საწვავის ის რაოდენობა, რომელიც კომპანიის ძირითადი (ვირტუალური) ბარათიდან უნდა გადავიდეს კომპანიის სხვადასხვა ბარათზე.
ფორმაში მოქმედებს ბრძანებები:
  • შენახვა - ბრძანება აქტიურდება მას შემდეგ რაც მოხდება გასავლის სვეტში რაოდენობის დაფიქსირება. შენახვის ბრძანების გამოყენებით ძირითადი (ვირტუალური) ბარათიდან საწვავის რაოდენობა გადანაწილდება იმ ბარათებზე, რომელსაც გასავლის სვეტში ექნება რაოდენობა მითითებული;
  • მიმდინარე ბარათის ამონაწერი - ბრძანების გამოყენებით შესაძლებელია სასურველი ბარათის ამონაწერის ნახვა. ბრძანების გამოყენებით ეკრანზე განთავსდება ფანჯარა "ამონაწერი ბარათიდან":
  • ფორმაში მოქმედებს ბრძანებები:
    • განახლება - არის პროგრამისთვის დამახასიათებელი სტანდარტული ბრძანება, რომელიც გვხვდება სხვადასხვა მოდულის მენიუს ზოლში. მისი გამოყენებით ხდება იმ ფორმის განახლება (სასურველი ინფორმაციის გამოტანა), რომელშიც იმყოფება მომხმარებელი;
    • ექსპორტი - ბრძანების გამოყენებით შესაძლებელია ცხრილის ექსპორტი Excel-ის ფაილში;
    • გასვლა - ბრძანება უზრუნველყოფს ფორმიდან "ამონაწერი ბარათიდან"გასვლას.
 

  • "ამონაწერი ბარათიდან" ფორმაში მოცემულია ფილტრის შემდეგი გრაფები:
    • კომპანია - გრაფაში ავტომატურად არჩეულია ის კომპანია, რომლის ბარათის ამონაწერსაც ვნახულობთ;
    • ბარათი - გრაფაში ავტომატურად ამოდის ბარათის ნომერი იმის მიხედვით, თუ რომელი საწვავის სტრიქონი გვქონდა ფიქსირებული ფორმის ("ამონაწერი ბარათიდან") გახსნამდე. მოცემული ბრძანების გამოყენების დროს, ასევე, შესაძლებელია ჩამოსაშლელი ღილაკის დახმარებით ავირჩიოთ სხვა ბარათიც;
    • საწვავი - გრაფაში ავტომატურად ამოდის საწვავი იმის მიხედვით, თუ საწვავის რომელი სტრიქონი გვქონდა ფიქსირებული ფორმის ("ამონაწერი ბარათიდან") გახსნამდე. მოცემული ბრძანების გამოყენების დროს, ასევე, შესაძლებელია ჩამოსაშლელი ღილაკის დახმარებით ავირჩიოთ საწვავის სხვა სახეობაც;
    • თარიღის შუალედი - საშუალებას გვაძლევს ავირჩიოთ სასურველი თარიღის შუალედი, შესაბამისად ამონაწერი ეკრანზე გამოვა არჩეული პერიოდის მიხედვით.
  • გასვლა - ბრძანება უზრუნველყოფს ფორმიდან ("საწვავის განაწილება") გასვლას.

Copyright (c) 2015-2016. All rights reserved.
What do you think about this topic? Send feedback!