You are here: პროგრამის შესახებ > ApexFuel > ოპერაციები
Apex Fuel Documentation
ContentsIndexHome
PreviousUpNext
ოპერაციები

ოპერაციები - მოდული უზრუნველყოფს ტალონებისა და ბარათების დამატებას, ბარათებს შორის საწვავის განაწილებას, შეკვეთების ფორმირებას, საწვავის ხარჯვის შესაბამისად სპეც ანგარიშ-ფაქტურების შექმნასა და გადაგზავნას, ცვლის ანგარიშის მომზადებას: 

 

ოპერაციების მოდული აერთიანებს:

Name 
Description 
ტალონები - არის ოპერაციების მენიუს ბრძანება, რომელიც განკუთვნილია საწვავის ტიპების/სახეების მიხედვით ტალონების რეგისტრაციისთვის.
ბრძანების გამოყენებით ეკრანზე გამოვა შემდეგი სახის ფორმა:

ფორმაში განთავსებულია ბრძანებები:
  • განახლება - არის პროგრამისთვის დამახასიათებელი სტანდარტული ბრძანება, რომელიც გვხვდება სხვადასხვა მოდულის მენიუს ზოლში. მისი გამოყენებით ხდება იმ ფორმის განახლება (სასურველი ინფორმაციის გამოტანა), რომელშიც იმყოფება მომხმარებელი;
  • სიის დამატება - ბრძანება უზრუნველყოფს დასაბეჭდი ტალონებისთვის საჭირო მახასიათებლების დამატებას (ტალონების საწყისი და საბოლოო ნომერი, რაოდენობა და სხვ.). მისი გამოყენებით ეკრანზე განთავსდება დიალოგური ფანჯარა "ტალონების დამატება":
    • თარიღი - გრაფაში ავტომატურად ამოდის მიმდინარე თარიღი, ჩამოსაშლელი ღილაკის დახმარებით (ან კლავიატურიდან შესაბამისი ციფრების აკრეფით) შესაძლებელია თარიღის ცვლილება;
    • პრეფიქსი - პროგრამაში წინასწარ ხდება განსაზღვრა, თუ რამდენი... more 
ბარათები - არის ოპერაციების მენიუს ბრძანება, რომელიც განკუთვნილია საწვავის ბარათების რეგისტრაციისთვის. ფორმა დაკავშირებულია პროგრამაში არსებულ კომპანიების ცნობართან. საწყის ეტაპზე კომპანიაზე ავტომატურად ხდება ძირითადი (ვირტუალური) ბარათის მიბმა, რომელზეც ერიცხება მას შეძენილი საწვავი. მომდევნო ეტაპზე web-პროგრამის "ApexFuelClient" გამოყენებით ხდება ძირითადი (ვირტუალური) ბარათიდან თანამშრომლის (რეალურ) ბარათებზე საწვავის გადატანა. თანამშრომლის ბარათი გამოიყენება აგს-დან საწვავის გაცემისთვის.
ბრძანების გამოყენების შედეგად ეკრანზე განთავსდება შემდეგი სახის ფორმა:

ფორმის მარცხენა ნაწილი განკუთვნილია კომპანიების ჩამონათვალისთვის, რომელიც ავტომატურად ივსება პროგრამაში არსებული კომპანიების ცნობარის მიხედვით.
ფორმის ზედა მარჯვენა ნაწილში მოცემულია ინფორმაცია კომპანიის რეგისტრირებული ბარათების შესახებ. კომპანიას შესაძლებელია ჰქონდეს სასურველი რაოდენობის ბარათები და ბარათებზე საწვავის გადანაწილება მოახდინოს სურვილისამებრ web-პროგრამის "... more 
საწვავის განაწილება - არის ოპერაციების მოდულის ბრძანება, რომელიც გამოიყენება კომპანიის ძირითადი (ვირტუალური) ბარათიდან საწვავის გასანაწილებლად სხვადასხვა ბარათებზე.
ბრძანების გამოყენებით ეკრანზე განთავსდება შემდეგი სახის ფორმა:
  • ფორმა გაყოფილია ორ ნაწილად: "კომპანიის მთვარი ბარათი" და "ბარათები".
    • ფორმის მარცხენა ნაწილში მოცემულია კომპანიის ასარჩევი გრაფა. სასურველი კომპანიის არჩევის შემდეგ ფორმის მარცხენა მხარეს მოცემულ "კომპანიის მთავარი ბარათის" ნაწილში აისახება ინფორმაცია ძირითად ბარათზე არსებული სხვადასხვა ტიპის საწვავის ნაშთების, გასავლისა და გასავლის შემდეგ დარჩენილი ნაშთის შესახებ (ეს ორი გრაფა ივსება ფორმის მარჯვენა ნაწილში გასავლის რაოდენობების შეყვანის შემდეგ).
    • ფორმის მარჯვენა ნაწილში - "ბარათები" - ინფორმაცია გამოდის იმის მიხედვით, თუ საწვავის რომელი სახეობაა ფიქსირებული მარცხენა მხარეს. ყვითელი... more 
გადატანა ბარათიდან ბარათზე - არის ოპერაციების მოდულის ბრძანება, რომელიც გამოიყენება ბარათიდან ბარათზე საწვავის გადასატანად, მაგალითად, იმ შემთხვევაში, როდესაც კომპანიის ძირითად (ვირტუალურ) ბარათზე აღარ არის საწვავის საკმარისი ნაშთი, ასევე, ბარათის დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში.
ბრძანების გამოყენებით ეკრანზე განთავსდება შემდეგი სახის ფორმა:
  • ფორმაში მოცემულია ფილტრის შემდეგი გრაფები:
    • კომპანია - გრაფიდან აირჩევთ თქვენთვის სასურველ კომპანიას (საკუთარი კომპანია ან კლიენტი კომპანია);
    • ბარათიდან - ჩამოსაშლელი ღილაკის დახმარებით აირჩევთ ბარათს, საიდანაც ხდება საწვავის გადატანა სხვა ბარათზე;
    • ბარათზე - ჩამოსაშლელი ღილაკის დახმარებით ვირჩევთ ბარათს, რომელზეც გვსურს საწვავის გადატანა.
კომპანიისა და ბარათების არჩევის შედეგად ფორმაში განთავსდება საწვავის ტიპების ჩამონათვალი, ნაშთი გასავლის ბარათზე, გასავლის სვეტი და ნაშთი მიმღების ბარათზე:... more 
ამონაწერი ბარათიდან - არის ოპერაციების მოდულის ბრძანება, რომლის გამოყენებით შესაძლებელია საწვავის სასურველი ბარათის ამონაწერის ნახვა (საწყისი ნაშთი, შემოსავალი, გასავალი და საბოლოო ნაშთი). ბრძანების გამოყენებით ეკრანზე განთავსდება ფანჯარა "ამონაწერი ბარათიდან":
  • ფორმაში მოქმედებს ბრძანებები:
    • განახლება - არის პროგრამისთვის დამახასიათებელი სტანდარტული ბრძანება, რომელიც გვხვდება სხვადასხვა მოდულის მენიუს ზოლში. მისი გამოყენებით ხდება იმ ფორმის განახლება (სასურველი ინფორმაციის გამოტანა), რომელშიც იმყოფება მომხმარებელი;
    • ექსპორტი - ბრძანების გამოყენებით შესაძლებელია ცხრილის ექსპორტი Excel-ის ფაილში;
    • გასვლა - ბრძანება უზრუნველყოფს ფორმიდან ("ამონაწერი ბარათიდან") გასვლას.

  • ფორმაში "ამონაწერი ბარათიდან" მოცემულია ფილტრის შემდეგი გრაფები:
    • თარიღი - გრაფაში ავტომატურად ამოდის მიმდინარე თარიღი. ჩამოსაშლელი ღილაკის დახმარებით (ან კლავიატურიდან შესაბამისი ციფრების აკრეფით) შესაძლებელია თარიღის ცვლილება;
    • კომპანია... more 
შეკვეთები - არის ოპერაციების მენიუს ბრძანება, რომელიც უზრუნველყოფს კომპანიების მიხედვით საწვავის შეკვეთისა და გაცემის აღრიცხვას ტალონებისა და საწვავის ბარათების მიხედვით, გაცემული ტალონებისა და ბარათზე დარიცხული საწვავის მიხედვით rs.ge-ს პორტალზე ნავთობპროდუქტების სპეციალური ანგარიშ-ფაქტურის ატვირთვას, გადაგზავნას და სტატუსების მიხედვით კონტროლს. ბრძანების გამოყენებით ეკრანზე განთავსდება შემდეგი სახის ფანჯარა:

ფორმაში განთავსებულია ბრძანებები:
  • განახლება - არის პროგრამისთვის დამახასიათებელი სტანდარტული ბრძანება, რომელიც გვხვდება სხვადასხვა მოდულის მენიუს ზოლში. მისი გამოყენებით ხდება იმ ფორმის განახლება (სასურველი ინფორმაციის გამოტანა), რომელშიც იმყოფება მომხმარებელი;
  • დამატება - ბრძანება უზრუნველყოფს შეკვეთის დამატებას, სადაც გათვალისწინებულია სხვადასხვა საშუალებები საწვავის გაცემისა (როგორც ხელშეკრულებით, ასევე ხელშეკრულების გარეშე) და rs.ge-ს პორტალზე ნავთობპროდუქტების სპეციალური ანგარიშ-ფაქტურის ატვირთვისთვის. დამატების ჩამოსაშლელი ბრძანების... more 
საწვავის ხარჯვა - წარმოადგენს ოპერაციების მოდულის ბრძანებას, რომელიც უზრუნველყოფს გახარჯული საწვავის მიხედვით საბუთების ფორმირებასა და სპეც ანგარიშ-ფაქტურების ატვირთვას კომპანიებისა და თარიღის ჭრილში. საწვავის ხარჯვის ბრძანების გამოყენებით ეკრანზე განთავსდება შემდეგი სახის ფანჯარა:

საწვავის ხარჯვის ფორმა შედგება ორი ფანჯრისგან:
1. გამოსაწერი სპეც ანგარიშ-გაქტურები;
2. გამოწერილი სპეც ანგარიშ-გაქტურები.

გამოსაწერი სპეც ანგარიშ-ფაქტურები

გამოსაწერი სპეც ანგარიშ-ფაქტურების ფორმა შედგება ორი ნაწილისგან. მარცხენა ნაწილში მოცემულია კომპანიების ჩამონათვალი, ხოლო მარჯვენა ნაწილში ასახულია არჩეული თვის ჭრილში გახარჯული საწვავის რაოდენობა, ტრანსპორტირების ტიპი (ტალონები, პლასტიკური ბარათები), საწვავის მყიდველი ორგანიზაციის დასახელება, ს/ნ და ა.შ.
ფორმაში მოქმედებს შემდეგი ბრძანებები:

  • განახლება - არის პროგრამისთვის დამახასიათებელი სტანდარტული ბრძანება, რომელიც გვხვდება სხვადასხვა მოდულის მენიუს... more 
ცვლის ანგარიში - არის ოპერაციების მოდულის ბრძანება და გვაწვდის ინფორმაციას აგს-ებზე საწვავის მოძრაობის შესახებ, რომელიც ავტომატურად აისახება ApexFuelStation-ში შესრულებული ოპერაციების მიხედვით ცვლის დახურვის შემდეგ (საწვავის რეალიზაცია ტალონებით და საწვავის რეალიზაცია ბარათებით). დახურულ ცვლაში შესაძლებელია ფორმაში დამატებითი ინფორმაციის შეტანა, რომელიც არ სრულდება ApexFuelStation-ში (მაგ: საწვავის შემოსავალი, საწვავის გადაადგილება, საწვავის რეალიზაცია ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორებით).
"ცვლის ანგარიშის" გახსნის შედეგად ეკრანზე განთავსდება შემდეგი სახის ფორმა:
  • ფორმის ზედა მარცხენა ნაწილში მოცემულია ცვლის გახსნის და დახურვის თარიღები (ცვლის პერიოდი);
  • ფორმის ქვედა მარცხენა ნაწილში მოცემულია საწვავის სახეობები და ცვლაში არსებული ფასები;
  • ფორმის მარჯვენა ნაწილში მოცემულია ცვლის განმავლობაში საწვავის სახეობის მიხედვით განხორციელებული ქმედებები (ინფორმაცია გამოდის როგორც რაოდენობრივად,... more 
Copyright (c) 2015-2016. All rights reserved.
What do you think about this topic? Send feedback!