Name |
Description |
ტალონები - არის ოპერაციების მენიუს ბრძანება, რომელიც განკუთვნილია საწვავის ტიპების/სახეების მიხედვით ტალონების რეგისტრაციისთვის. ბრძანების გამოყენებით ეკრანზე გამოვა შემდეგი სახის ფორმა: ![]() ფორმაში განთავსებულია ბრძანებები:
| |
ბარათები - არის ოპერაციების მენიუს ბრძანება, რომელიც განკუთვნილია საწვავის ბარათების რეგისტრაციისთვის. ფორმა დაკავშირებულია პროგრამაში არსებულ კომპანიების ცნობართან. საწყის ეტაპზე კომპანიაზე ავტომატურად ხდება ძირითადი (ვირტუალური) ბარათის მიბმა, რომელზეც ერიცხება მას შეძენილი საწვავი. მომდევნო ეტაპზე web-პროგრამის "ApexFuelClient" გამოყენებით ხდება ძირითადი (ვირტუალური) ბარათიდან თანამშრომლის (რეალურ) ბარათებზე საწვავის გადატანა. თანამშრომლის ბარათი გამოიყენება აგს-დან საწვავის გაცემისთვის. ბრძანების გამოყენების შედეგად ეკრანზე განთავსდება შემდეგი სახის ფორმა: ![]() ფორმის მარცხენა ნაწილი განკუთვნილია კომპანიების ჩამონათვალისთვის, რომელიც ავტომატურად ივსება პროგრამაში არსებული კომპანიების ცნობარის მიხედვით. ფორმის ზედა მარჯვენა ნაწილში მოცემულია ინფორმაცია კომპანიის რეგისტრირებული ბარათების შესახებ. კომპანიას შესაძლებელია ჰქონდეს სასურველი რაოდენობის ბარათები და ბარათებზე საწვავის გადანაწილება მოახდინოს სურვილისამებრ web-პროგრამის "... more | |
საწვავის განაწილება - არის ოპერაციების მოდულის ბრძანება, რომელიც გამოიყენება კომპანიის ძირითადი (ვირტუალური) ბარათიდან საწვავის გასანაწილებლად სხვადასხვა ბარათებზე. ბრძანების გამოყენებით ეკრანზე განთავსდება შემდეგი სახის ფორმა: ![]()
| |
გადატანა ბარათიდან ბარათზე - არის ოპერაციების მოდულის ბრძანება, რომელიც გამოიყენება ბარათიდან ბარათზე საწვავის გადასატანად, მაგალითად, იმ შემთხვევაში, როდესაც კომპანიის ძირითად (ვირტუალურ) ბარათზე აღარ არის საწვავის საკმარისი ნაშთი, ასევე, ბარათის დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში. ბრძანების გამოყენებით ეკრანზე განთავსდება შემდეგი სახის ფორმა: ![]()
| |
ამონაწერი ბარათიდან - არის ოპერაციების მოდულის ბრძანება, რომლის გამოყენებით შესაძლებელია საწვავის სასურველი ბარათის ამონაწერის ნახვა (საწყისი ნაშთი, შემოსავალი, გასავალი და საბოლოო ნაშთი). ბრძანების გამოყენებით ეკრანზე განთავსდება ფანჯარა "ამონაწერი ბარათიდან": ![]()
| |
შეკვეთები - არის ოპერაციების მენიუს ბრძანება, რომელიც უზრუნველყოფს კომპანიების მიხედვით საწვავის შეკვეთისა და გაცემის აღრიცხვას ტალონებისა და საწვავის ბარათების მიხედვით, გაცემული ტალონებისა და ბარათზე დარიცხული საწვავის მიხედვით rs.ge-ს პორტალზე ნავთობპროდუქტების სპეციალური ანგარიშ-ფაქტურის ატვირთვას, გადაგზავნას და სტატუსების მიხედვით კონტროლს. ბრძანების გამოყენებით ეკრანზე განთავსდება შემდეგი სახის ფანჯარა: ![]() ფორმაში განთავსებულია ბრძანებები:
| |
საწვავის ხარჯვა - წარმოადგენს ოპერაციების მოდულის ბრძანებას, რომელიც უზრუნველყოფს გახარჯული საწვავის მიხედვით საბუთების ფორმირებასა და სპეც ანგარიშ-ფაქტურების ატვირთვას კომპანიებისა და თარიღის ჭრილში. საწვავის ხარჯვის ბრძანების გამოყენებით ეკრანზე განთავსდება შემდეგი სახის ფანჯარა: ![]() საწვავის ხარჯვის ფორმა შედგება ორი ფანჯრისგან: 1. გამოსაწერი სპეც ანგარიშ-გაქტურები; 2. გამოწერილი სპეც ანგარიშ-გაქტურები. გამოსაწერი სპეც ანგარიშ-ფაქტურები
გამოსაწერი სპეც ანგარიშ-ფაქტურების ფორმა შედგება ორი ნაწილისგან. მარცხენა ნაწილში მოცემულია კომპანიების ჩამონათვალი, ხოლო მარჯვენა ნაწილში ასახულია არჩეული თვის ჭრილში გახარჯული საწვავის რაოდენობა, ტრანსპორტირების ტიპი (ტალონები, პლასტიკური ბარათები), საწვავის მყიდველი ორგანიზაციის დასახელება, ს/ნ და ა.შ.
| |
ცვლის ანგარიში - არის ოპერაციების მოდულის ბრძანება და გვაწვდის ინფორმაციას აგს-ებზე საწვავის მოძრაობის შესახებ, რომელიც ავტომატურად აისახება ApexFuelStation-ში შესრულებული ოპერაციების მიხედვით ცვლის დახურვის შემდეგ (საწვავის რეალიზაცია ტალონებით და საწვავის რეალიზაცია ბარათებით). დახურულ ცვლაში შესაძლებელია ფორმაში დამატებითი ინფორმაციის შეტანა, რომელიც არ სრულდება ApexFuelStation-ში (მაგ: საწვავის შემოსავალი, საწვავის გადაადგილება, საწვავის რეალიზაცია ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორებით). "ცვლის ანგარიშის" გახსნის შედეგად ეკრანზე განთავსდება შემდეგი სახის ფორმა: ![]()
|
Copyright (c) 2015-2016. All rights reserved.
|