You are here: პროგრამის შესახებ > ApexFuel > ოპერაციები > ტალონები
Apex Fuel Documentation
ContentsIndexHome
PreviousUpNext
ტალონები

ტალონები - არის ოპერაციების მენიუს ბრძანება, რომელიც განკუთვნილია საწვავის ტიპების/სახეების მიხედვით ტალონების რეგისტრაციისთვის. 

ბრძანების გამოყენებით ეკრანზე გამოვა შემდეგი სახის ფორმა: 

 

ფორმაში განთავსებულია ბრძანებები:

  • განახლება - არის პროგრამისთვის დამახასიათებელი სტანდარტული ბრძანება, რომელიც გვხვდება სხვადასხვა მოდულის მენიუს ზოლში. მისი გამოყენებით ხდება იმ ფორმის განახლება (სასურველი ინფორმაციის გამოტანა), რომელშიც იმყოფება მომხმარებელი;
  • სიის დამატება - ბრძანება უზრუნველყოფს დასაბეჭდი ტალონებისთვის საჭირო მახასიათებლების დამატებას (ტალონების საწყისი და საბოლოო ნომერი, რაოდენობა და სხვ.). მისი გამოყენებით ეკრანზე განთავსდება დიალოგური ფანჯარა "ტალონების დამატება":
    • თარიღი - გრაფაში ავტომატურად ამოდის მიმდინარე თარიღი, ჩამოსაშლელი ღილაკის დახმარებით (ან კლავიატურიდან შესაბამისი ციფრების აკრეფით) შესაძლებელია თარიღის ცვლილება;
    • პრეფიქსი - პროგრამაში წინასწარ ხდება განსაზღვრა, თუ რამდენი სიმბოლოსგან უნდა შედგებოდეს საწვავის ტალონის ნომერი. პრეფიქსის პირველი ორი ციფრი ემთხვევა საწვავის კოდის პირველ ციფრებს, ხოლო დანარჩენი წარმოადგენს ტალონით განსაზღვრულ საწვავის რაოდენობას (მაგალითად, თუ გვაქვს საწვავი კოდით 95 და გვინდა დავბეჭდოთ 10 ლიტრიანი ტალონები, პრეფიქსის ციფრები იქნება 9510);
    • საწვავი - ჩამოსაშლელი ღილაკის დახმარებით შესაძლებლობა გვაქვს ავირჩიოთ საწვავის ცნობარში დამატებული საწვავის ტიპი/სახეობა;
    • საწვავის რაოდენობა - გრაფაში ვუთითებთ ტალონით გათვალისწინებულ საწვავის ლიტრაჟობას;
    • საწყისი ნომერი - გრაფაში შესაძლებელია დასაბეჭდი ტალონების საწყისი ნომრის მითითება. ასევე შესაძლებელია საწყისი ნომრის ავტომატური გენერაცია გრაფის გვერდით განთავსებული ღილაკის "საწყისი ნომრის დაგენერირება" გამოყენებით. პროგრამაში შეზღუდულია ტალონისთვის ერთი და იმავე ნომრის გამოყენება;
    • საწყისი ნომრის გენერაცია - ღილაკის გამოყენებით ხდება ტალონების საწყისი ნომრების გენერაცია. ტალონის დაგენერირებული ნომრის პირველი ორი ციფრი ემთხვევა საწვავის კოდის პირველ ორ ციფრს (თუ საწვავის კოდი შეიცავს ასოებს, პროგრამა მათ არ ითვალისწინებს ტალონის ნომრის გენერირების შემთხვევაში. მაგალითად, თუ საწვავის კოდია AI-98, პრეფიქსში ჩაიწერება მხოლოდ "98"). ტალონის ნომრის მომდევნო ორი ციფრით ნაჩვენებია საწვავის ტალონის ლიტრაჟობა (რომელსაც ვავსებთ ველში "საწვავის რაოდენობა"), დარჩენილი ციფრები გენერირდება ტალონის რიგითობის მიხედვით. საწყისი ნომრის გენერაციის გამოყენებით ხდება ახალი ტალონისთვის ბოლო აქტიური ტალონის ნომრის შემდგომი ნომრის მინიჭება. მაგალითად, თუ ბოლო აქტიური ტალონის ნომერია 101, გენერაციის შემდეგ ახალ ტალონს მიენიჭება ნომერი 102. ამასთან, მაგალითად, თუ გაცემული ბოლო ტალონის ნომერი იყო 102, შემდეგ ხელით მოხდა 105-ის მინიჭება, დაიბეჭდა ტალონი ამ ნომრით, პროგრამა შემდგომში დააგენერირებს ნომერს 106, და არა 103;
    • ბოლო ნომერი - გრაფაში ვუთითებთ დასაბეჭდი ტალონის ბოლო ნომერს, რომლის მიხედვითაც გადაიანგარიშება ტალონების რაოდენობა. ტალონის ბოლო ნომერი აუცილებლად უნდა აღემატებოდეს ტალონების საწყის ნომერს;
    • ტალონების რაოდენობა - გრაფაში ვუთითებთ დასაბეჭდი ტალონების რაოდენობას, რომლის მიხედვითაც გადაიანგარიშება ტალონის ბოლო ნომერი;
    • შენიშვნა - გრაფაში დამატებით შესაძლოა მიეთითოს შენიშვნის ტექსტი. თუ შენიშვნის ტექსტის შევსება არ მოხდება ხელით, პროგრამა ავტომატურად შეავსებს მას ტალონების შესაბამისი საწვავის დასახელებითა და ტალონების საწყისი-საბოლოო ნომრებით;
    • სიის ნომერი - Ok ღილაკის გამოყენებით გრაფაში ავტომატურად გენერირდება ტალონების სიის ნომერი, თუმცა შესაძლებელია ხელით მითითებაც;
    • Ok - ღილაკის გამოყენებით ჩანაწერი დაემატება პროგრამაში;
    • Cancel - ღილაკის გამოყენებით ხდება დიალოგური ფანჯრის დახურვა და შევსებული ჩანაწერების გაუქმება.
  • სიის რედაქტირება - ბრძანება უზრუნველყოფს სიაში დამატებული ჩანაწერის რედაქტირებას. ბრძანების გამოყენების შედეგად შესაძლებელია მხოლოდ თარიღის, შენიშვნის და საბუთის ნომრის რედაქტირება. დაბლოკილი სიის არსებობის შემთხვევაში, შესაბამისი სიის სტრიქონზე დადგომისას ბრძანება "სიის რედაქტირება" ხდება არააქტიური და მისი გამოყენება შეუძლებელია;
  • სიის წაშლა - ბრძანება უზრუნველყოფს სიისა და, შესაბამისად, მასში დამატებული ჩანაწერის/ჩანაწერების წაშლას. ბრძანების გამოყენება შესაძლებელია, თუ ტალონები არ გვაქვს დამატებული სიაში, ან დამატებული ტალონების სტატუსი არის დასაბეჭდი. დაბლოკილი ჩანაწერის შემთხვევაში ბრძანება "სიის წაშლა" ხდება არააქტიური და მისი გამოყენება შეუძლებელია;
  • დაბეჭდილი სტატუსის მინიჭება - ბრძანება უზრუნველყოფს ტალონებისთვის სტატუსის ცვლილებას. თავდაპირველად დამატებულ ტალონებს ავტომატურად ენიჭებათ სტატუსი დასაბეჭდი, რაც თავისი შინაარსით გულისხმობს მომსახურე ორგანიზაციისთვის ტალონების დაბეჭდვის შეკვეთას. ტალონების მიღების დროს ამ ბრძანების გამოყენებით ტალონების სიას მიენიჭება სტატუსი დაბეჭდილი და მისი გამოყენება შესაძლებელია შეკვეთებში. დაბეჭდილი სატატუსის მქონე ჩანაწერში ტალონების დამატება იზღუდება;
  • ბლოკირება - ბრძანება უზრუნველყოფს ჩანაწერის ბლოკირებას (მაგალითად, დამატებული სიის ბლოკირებას) და მასში ცვლილების შეტანა შეუძლებელია;
  • ბლოკირების მოხსნა - ბრძანება უზრუნველყოფს დაბლოკილ ჩანაწერზე ბლოკირების მოხსნას, ბრძანების გამოყენების შედეგად აქტიურდება სხვადასხვა ბრძანებები და მასში ცვლილების შეტანა შესაძლებელია. ბლოკირების მოხსნის ბრძანება აქტიურია მხოლოდ იმ მომხმარებლისთვის, ვისაც პროგრამის ადმინისტრატორის მხრიდან მინიჭებული აქვს შესაბამისი უფლება (და აქვს წვდომა კონკრეტულ ფორმაზე);
  • ტალონების დამატება - ბრძანება უზრუნველყოფს დასაბეჭდი სატატუსის ტალონების არსებობის შემთხვევაში ტალონის დამატებას, ბრძანების გამოყენებით ეკრანზე განთავსდება დიალოგური ფანჯარა "ტალონების დამატება":
    • საწყისი ნომერი - გრაფაში შესაძლებელია დასაბეჭდი ტალონების საწყისი ნომრის მითითება, თუმცა გრაფის გვერდით განთავსებული ღილაკი "საწყისი ნომრის დაგენერირება" უზრუნველყოფს საწყისი ნომრის ავტომატურ გენერაციას. პროგრამაში შეზღუდულია ერთი და იმავე ნომრის გამოყენება;
    • ბოლო ნომერი - გრაფაში ვუთითებთ დასაბეჭდი ტალონის ბოლო ნომერს, რომლის მიხედვითაც გადაიანგარიშება ტალონების რაოდენობა. ტალონის ბოლო ნომერი აუცილებლად უნდა აღემატებოდეს ტალონების საწყის ნომერს;
    • რაოდენობა - გრაფაში ვუთითებთ დასაბეჭდი ტალონების რაოდენობას, რომლის მიხედვითაც გადაიანგარიშება ტალონის ბოლო ნომერი.
  • ტალონების წაშლა - ბრძანება უზრუნველყოფს დამატებული ტალონის წაშლას. იმ შემთხვევაში, თუ ტალონი დაკავშირებულია შეკვეთებთან (ანუ გაცემულია) ავტომატურად ენიჭება სტატუსი "აქტიური" და მისი წაშლა შეუძლებელია;
  • ინსტრუმენტები;
  • გასვლა - ბრძანება უზრუნველყოფს ფორმიდან ("ტალონები") გასვლას.
ტალონების სიის დამატების შემდეგ ფორმის მარცხენა ნაწილში განთავსდება დამატებული სიის დასახელებები. კონკრეტულ სიის არჩევისას მარჯვენა მხარეს გამოჩნდება სიაში არსებული ტალონების ჩამონათვალი. 

ცხრილის მარცხენა მხარეს მოცემულია თარიღის ფილტრი, რომლის გამოყენებით შესაძლებელია სასურველი თარიღის შუალედში დამატებული ტალონების სიის ნახვა და მასზე სხვადასხვა ოპერაციის განხორციელება. თარიღის შუალედს აქვს ქვემოთ მოცემული სახე: 

 

მსგავსი ელემენტი შეგხვდებათ ფორმებში "ამონაწერი ბარათიდან", "შეკვეთები", "ცვლის ანგარიში". 

თარიღის მარცხენა ელემენტში მიეთითება შუალედის საწყისი თარიღი, ხოლო მარჯვენაში - საბოლოო თარიღი. თარიღის სწრაფი არჩევის ღილაკზე მაუსის კურსორის დაჭერით, ეკრანზე გამოდის შემდეგი ჩამონათვალი: 

 

მისი მეშვეობით სწრაფად შეგვიძლია ავირჩიოთ შემდეგი პერიოდები:

  • თუ დავაჭერთ ბრძანებაზე "მიმდინარე", გამოვა ჩამონათვალი:
 

საიდანაც შეგვიძლია ავირჩიოთ მიმდინარე დღე, თვე (თვის პირველი რიცხვიდან ბოლო რიცხვის ჩათვლით), კვარტალი (კვარტლის პირველი თვის პირველი რიცხვიდან კვარტლის ბოლო თვის ბოლო რიცხვის ჩათვლით), წელი (1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით);

  • თუ დავაჭერთ ბრძანებას "გასული" გამოვა ჩამონათვალი:
 

საიდანაც შესაძლებელია ავირჩიოთ გასული დღე, თვე, კვარტალი ან წელი.

  • ღილაკის "გასული" ქვემოთ მოცემულია თვეების ჩამონათვალი, საიდანაც მარტივადაა შესაძლებელი კონკრეტული თვის არჩევა, რის შედეგადაც თარიღის შუალედში ჩაიწერება მიმდინარე წლის არჩეული თვის პირველი რიცხვიდან ბოლო რიცხვის ჩათვლით თარიღი.

Copyright (c) 2015-2016. All rights reserved.
What do you think about this topic? Send feedback!