ცვლის ანგარიში - არის ოპერაციების მოდულის ბრძანება და გვაწვდის ინფორმაციას აგს-ებზე საწვავის მოძრაობის შესახებ, რომელიც ავტომატურად აისახება ApexFuelStation-ში შესრულებული ოპერაციების მიხედვით ცვლის დახურვის შემდეგ (საწვავის რეალიზაცია ტალონებით და საწვავის რეალიზაცია ბარათებით). დახურულ ცვლაში შესაძლებელია ფორმაში დამატებითი ინფორმაციის შეტანა, რომელიც არ სრულდება ApexFuelStation-ში (მაგ: საწვავის შემოსავალი, საწვავის გადაადგილება, საწვავის რეალიზაცია ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორებით).
"ცვლის ანგარიშის" გახსნის შედეგად ეკრანზე განთავსდება შემდეგი სახის ფორმა:
- ფორმის ზედა მარცხენა ნაწილში მოცემულია ცვლის გახსნის და დახურვის თარიღები (ცვლის პერიოდი);
- ფორმის ქვედა მარცხენა ნაწილში მოცემულია საწვავის სახეობები და ცვლაში არსებული ფასები;
- ფორმის მარჯვენა ნაწილში მოცემულია ცვლის განმავლობაში საწვავის სახეობის მიხედვით განხორციელებული ქმედებები (ინფორმაცია გამოდის როგორც რაოდენობრივად, ასევე, თანხობრივად). მარჯვნივ განთავსებული ცხრილი შედგება ორი გრაფისგან:
1
. ცვლის ანგარიში;
2. სალაროს ანგარიში.
ცვლის ანგარიში
ფორმაში მოქმედებს ბრძანებები:
- განახლება - არის პროგრამისთვის დამახასიათებელი სტანდარტული ბრძანება, რომელიც გვხვდება სხვადასხვა მოდულის მენიუს ზოლში. მისი გამოყენებით ხდება იმ ფორმის განახლება (სასურველი ინფორმაციის გამოტანა), რომელშიც იმყოფება მომხმარებელი;
- რედაქტირება - ბრძანება აქტიურია და გამოიყენება დახურული ცვლის შემთხვევაში. მისი დანიშნულებაა ცვლის ჭრილში გახორციელებული ქმედების ამსახველი მონაცემების პროგრამაში შეყვანა. ბრძანების გამოყენებით აქტიურდება ფორმის მარჯვენა ნაწილი და მენიუს ბრძანებების ღილაკები "შენახვა", "ცვლილების გაუქმება", "სტრიქონის გადათვლა":
ფორმის ზედა მარჯვენა ნაწილში ინფორმაცია მოცემულია საწვავის მოძრაობის შესახებ (ცვლის ჭრილში). ტალონებითა და ბარათებით რეალიზაციის ინფორმაციის ასახვა ხდება ავტომატურად ApexFuelStation-ის მიხედვით და მასში ცვლილების შეტანა შეუძლებელია, ხოლო რედაქტირებადი გრაფები მოცემულია განსხვავებული ფერით. ამ გრაფებში ინფორმაციის შეტანა ხდება მომხმარებლის მიერ.
მათ შორის მრიცხველებით - გრაფაში ინფორმაცია ამოდის ApexFuelStation-დან, ცვლის დახურვის დროს შეყვანილი ინფორმაციის საფუძველზე (ამოდის სხვაობა ცვლის გახსნისა და ცვლის დახურვის ჩვენებებს შორის);
გადაადგილება (გასავალი) - ივსება იმ შემთხვევაში, თუ მოხდა საწვავის გასავლის ოპერაცია;
სხვა - გამოიყენება სხვა ტიპის (რომელიც არ არის შევსებული ზემოთ მოცემულ სხვა სტრიქონებში) შემოსავლებისა და გასავლების მისათითებლად.
- ფორმაში "ცვლის ანგარიში" მოქმედებს ბრძანებები:
- შენახვა - ბრძანების გამოყენებით მოხდება შეყვანილი ინფორმაციის შენახვა;
- ცვლილებების გაუქმება - ბრძანების გამოყენებით შევსებული სტრიქონები გასაუფთავდება;
- სტრიქონის გადათვლა - უზრუნველყოფს ერთი შეუვსებელი სტრიქონის რაოდენობის შევსებას ავტომატურად ფასის პროპორციულად. მაგალითად, თუ ჯამში მრიცხველების ჩვენების მიხედვით 200 ლიტრი საწვავი გაიყიდა, მათ შორის ტალონებით 50 ლიტრი, ტერმინალით 150 ლიტრი, გამოიყენებთ ბრძანებას გადათვლა და შეუვსებელ სტრიქონში ავტომატურად ჩაიწერება 50 ლიტრი საწვავი (მოხდება შევსება გასავლის ჯამურ რაოდენობამდე) ცვლის შესაბამისი ფასით.
- ფასების რედაქტირება - ფორმაში შეტანილი ფასები გამოიყენება დამატებითი ანალიზური ინფორმაციისთვის და არ მოქმედებს აგს-ში ფასების ცვლილებაზე, შესაბამისად ბრძანება აქტიურია, როგორც დახურული ცვლის, ასევე აქტიური ცვლის შემთხვევაში და უზრუნველყოფს საწვავის ფასების რედაქტირებას ფილიალის ჭრილში.
ფორმაში მოქმედებს შემდეგი ბრძანებები:
- შენახვა - ბრძანების გამოყენებით მოხდება შეყვანილი ინფორმაციის შენახვა (შეიცვლება საწვავის ფასი ცვლის მიხედვით);
- ცვლილებების გაუქმება - ბრძანებით უქმდება დარედაქტირებული ჩანაწერები, შესაბამისად საწვავის ფასის ცვლილება არ ხდება.
- მრიცხველის რედაქტირება - ბრძანების გამოყენებით აქტიურდება მრიცხველის ჩვენების გრაფა, სადაც შესაძლებელია მრიცხველის მიმდინარე ჩვენების დარედაქტირება (იმ შემთხვევაში, თუ ApexFuelStation-ის გამოყენებით მოხდა არასწორი ჩვენების შეყვანა)
- შენახვა - ბრძანების გამოყენებით მოხდება შეყვანილი ინფორმაციის შენახვა (შეიცვლება მიმდინარე ჩვენება);
- ცვლილებების გაუქმება - ბრძანებით უქმდება დარედაქტირებული ჩანაწერები, შესაბამისად მრიცხველის მიმდინარე ჩვენება არ შეიცვლება.
სალაროს ანგარიში
"სალაროს ანგარიშის" ფორმის გამოყენებით შესაძლებელია საკონტროლო-სალარო აპარატებზე არსებული ნავაჭრის ინფორმაციის ასახვა Apex Fuel-ში. სალაროს ანგარიში წარმოადგენს ცვლის ანგარიშის გრაფას, რომელზე გადასვლისას ეკრანზე განთავსდება ქვემოთ მოცემული ფანჯარა:
ფორმაში მოქმედებს ბრძანებები:
- განახლება - არის პროგრამისთვის დამახასიათებელი სტანდარტული ბრძანება, რომელიც გვხვდება სხვადასხვა მოდულის მენიუს ზოლში. მისი გამოყენებით ხდება იმ ფორმის განახლება (სასურველი ინფორმაციის გამოტანა), რომელშიც იმყოფება მომხმარებელი;
- ნავაჭრის რედაქტირება - ბრძანების გამოყენებით ხდება რედაქტირების რეჟიმში გადასვლა, ეკრანზე განთავსდება შემდეგი ფორმა:
სურათზე მონიშნულ ნავაჭრის გრაფაში ხდება საკონტროლო-სალარო აპარატის გამოყენებით განხორციელებული რეალიზაციის (ნაღდი ნავაჭრის) თანხის შეყვანა.
- შენახვა - ბრძანების გამოყენებით მოხდება შეყვანილი ინფორმაციის შენახვა;
- ცვლილებების გაუქმება - ბრძანებით უქმდება დარედაქტირებული ჩანაწერები, შესაბამისად მრიცხველის ნავაჭრის თანხა არ შეიცვლება.
- სალაროს მოძრაობის რედაქტირება - ბრძანების გამოყენებით შესაძლებელია Apex Fuel-ში მოხდეს ნაღდი ფულის სალაროში თანხების მოძრაობის შესახებ ინფორმაციის შეტანა. ბრძანების გამოყენებით ეკრანზე განთავსდება შემდეგი სახის ფორმა:
თანხის სვეტში მოცემულია რედაქტირებადი ველები, სადაც შესაძლოა შეივსოს ინფორმაცია სალაროში ნაღდი ფულის შემოსავლისა და გასავლის შესახებ, ხოლო "შემოსავლის" სტრიქონში თანხა ავტომატურად აისახება ნავაჭრის შევსების შემდეგ.
ფორმაში მოქმედებს შემდეგი ბრძანებები:
- შენახვა - ბრძანების გამოყენებით შეინახება დარედაქტირებული ჩანაწერები;
- ცვლილებების გაუქმება - ბრძანებით უქმდება დარედაქტირებული ჩანაწერები.
- ინსტრუმენტები;
- გასვლა - ბრძანება უზრუნველყოფს ოპერაციების მოდულის ფორმდან ("ცვლის ანგარიში") გასვლას.