საწვავის ხარჯვა - წარმოადგენს ოპერაციების მოდულის ბრძანებას, რომელიც უზრუნველყოფს გახარჯული საწვავის მიხედვით საბუთების ფორმირებასა და სპეც ანგარიშ-ფაქტურების ატვირთვას კომპანიებისა და თარიღის ჭრილში. საწვავის ხარჯვის ბრძანების გამოყენებით ეკრანზე განთავსდება შემდეგი სახის ფანჯარა:
საწვავის ხარჯვის ფორმა შედგება ორი ფანჯრისგან:
1. გამოსაწერი სპეც ანგარიშ-გაქტურები;
2. გამოწერილი სპეც ანგარიშ-გაქტურები.
გამოსაწერი სპეც ანგარიშ-ფაქტურები
გამოსაწერი სპეც ანგარიშ-ფაქტურების ფორმა შედგება ორი ნაწილისგან. მარცხენა ნაწილში მოცემულია კომპანიების ჩამონათვალი, ხოლო მარჯვენა ნაწილში ასახულია არჩეული თვის ჭრილში გახარჯული საწვავის რაოდენობა, ტრანსპორტირების ტიპი (ტალონები, პლასტიკური ბარათები), საწვავის მყიდველი ორგანიზაციის დასახელება, ს/ნ და ა.შ.
ფორმაში მოქმედებს შემდეგი ბრძანებები:
- განახლება - არის პროგრამისთვის დამახასიათებელი სტანდარტული ბრძანება, რომელიც გვხვდება სხვადასხვა მოდულის მენიუს ზოლში. მისი გამოყენებით ხდება იმ ფორმის განახლება (სასურველი ინფორმაციის გამოტანა), რომელშიც იმყოფება მომხმარებელი;
- საბუთების შექმნა - ბრძანება უზრუნველყოფს მონიშნული სტრიქონის შესაბამისი საბუთის შექმნას, რომლის საფუძველზეც მოხდება სპეც ანგარიშ-ფაქტურის გამოწერა. ბრძანების გამოყენებით გამოვა ქვემოთ მოცემული ფანჯარა:
OK ბრძანების გამოყენებით მოხდება საბუთის შექმნა, ხოლო Cancel ბრძანების გამოყენებით ფანჯარა დაიხურება.
OK ბრძანების გამოყენების შემდეგ ეკრანზე გამოვა შემდეგი ფანჯარა:
,შედეგად "გამოსაწერი ანგარიშ-ფაქტურების" ფანჯარაში აღარ გამოჩნდება გახარჯული საწვავის რაოდენობა. საბუთის შექმნის შემდეგ მომხმარებელი უნდა გადავიდეს ფანჯარაში "გამოწერილი სპეც ანგარიშ-გაქტურები";
- ინსტრუმენტები;
- გასვლა - ბრძანების გამოყენებით მოხდება ფორმიდან "საწვავის ხარჯვა" გავლა.
გამოწერილი სპეც ანგარიშ-ფაქტურები
გამოწერილი სპეც ანგარიშ-ფაქტურების ფანჯარაში შესვლისას გამოვა შემდეგი სახის ფორმა:
ფორმის ზედა ნაწილში განლაგებულია rs.ge-ს სერვისების შესაბამისი ბრძანებები, მარცხენა ნაწილში მოცემულია კომპანიის დასახელებები, ხოლო მარჯვენა ნაწილში - შექმნილი საბუთები.
ფანჯარაში განთავსებულია ბრძანებები:
- განახლება - არის პროგრამისთვის დამახასიათებელი სტანდარტული ბრძანება, რომელიც გვხვდება სხვადასხვა მოდულის მენიუს ზოლში. მისი გამოყენებით ხდება იმ ფორმის განახლება (სასურველი ინფორმაციის გამოტანა), რომელშიც იმყოფება მომხმარებელი;
- საბუთების წაშლა - ბრძანების გამოყენება უზრუნველყოფს "გამოსაწერი სპეც ანგარიშ-ფაქტურების" გრაფიდან შექმნილი საბუთების წაშლას. წაშლილი საბუთები კვლავ გამოჩნდება ფორმაში "გამოსაწერი სპეც ანგარიშ-ფაქტურები";
- სპეც. ანგარიშ-ფაქტურა - ბრძანება უზრუნველყოფს ნავთობპროდუქტების სპეციალური ანგარიშ-ფაქტურის შექმნას. მისი გამოყენებით ეკრანზე განთავსდება შემდეგი ფანჯარა:
ჩამოსაშლელი ისრის გამოყენებით ხდება ტრანსპორტირების დაწყების ადგილის არჩევა.
OK - ბრძანების გამოყენების შემდეგ ეკრანზე გამოვა შემდეგი ფანჯარა:
ხოლო Cancel - ბრძანების გამოყენებით მოხდება ეკრანზე განთავსებული ფანჯრის დახურვა.
- სპეც. ა/ფ გადაგზავნა - ბრძანება აქტიურდება ნავთობპროდუქტების სპეციალური ანგარიშ-ფაქტურის დეტალების შევსების და შენახვის ბრძანების გამოყენების შემდეგ, რაც გულისხმობს rs.ge-ზე ნავთობპროდუქტების სპეციალური ანგარიშ-ფაქტურის გადაგზავნას. ამრიგად, თუ სპეც ა/ფ-ის ატვირთვისთანავე არ გავაკეთეთ მისი გადაგზავნა, შეგვიძლია გამოვიყენოთ მოცემული ბრძანება.
ნავთობპროდუქტების სპეციალური ანგარიშ-ფაქტურას შესაძლოა ჰქონდეს შემდეგი
სტატუსები:
ახალი - გულისხმობს, რომ მყიდველისთვის მოხდა ა/ფ-ს შექმნა და ჯერ არ არის გადაგზავნილი;
გადაგზავნილი - გულისხმობს, რომ მყიდველისთვის მოხდა ა/ფ-ს გადაგზავნა;
დადასტურებული - გულისხმობს, რომ მყიდველისთვის გადაგზავნილი და დადასტურებულია ნავთობპროდუქტების სპეციალური ანგარიშ-ფაქტურა;
უარყოფილი - სტატუსი ენიჭება ფაქტურას მყიდველის მიერ თუ მოხდა ნავთობპროდუქტების სპეციალური ანგარიშ-ფაქტურის უარყოფა.
- სტატუსის განახლება - ბრძანება უზუნველყოფს ნავთობპროდუქტების სპეციალური ანგარიშ-ფაქტურის სტატუსის განახლებას (სტატუსები იცვლება rs.ge-ის მიხედვით);
- სპეც. ა/ფ წაშლა - ბრძანება უზრუნველყოფს rs.ge-ზე ატვირთული ნავთობპროდუქტების სპეციალური ანგარიშ-ფაქტურის წაშლას. ბრძანება ცვლილებას განიცდის იმის მიხედვით, თუ რა სტატუსი აქვს საწვავს და რა ქმედებაა განხორციელებული მყიდველის მიერ rs.ge-ზე. თუ ა/ფ ჯერ არ არის გადაგზავნილი (ე.ი არის ახალი), წაშლის ბრძანება აქტიურია, ხოლო თუ ა/ფ გადაგზავნილია, მაშინ წაშლის ბრძანება არ არის აქტიური;
- სპეც. ა/ფ გაუქმება - ბრძანება უზრუნველყოფს rs.ge-ზე ატვირთული ნავთობპროდუქტების სპეციალური ანგარიშ-ფაქტურის გაუქმებას (გაუქმებული სტატუსი rs.ge-ს პორტალზე მიენიჭება ფაქტურას მას შემდეგ, რაც გაუქმებაზე დასტურს მიიღებს კომპანია);
- სპეც. ა/ფ მიბმის წაშლა - ბრძანება აქტიურია ნებისმიერი სტატუსის მქონე ნავთობპროდუქტების სპეციალური ანგარიშ-ფაქტურის შემთხვევაში, თუ ატვირთულია rs.ge-ზე. ბრძანების გამოყენებით ხდება rs.ge-ზე ატვირთული ანგარიშ-ფაქტურის და გახარჯული არსებული საქონლის კავშირის შეწყვეტა.
- ინსტრუმენტები;
- გასვლა - ბრძანება უზრუნველყოფს ფორმიდან ("საწვავის ხარჯვა") გასვლას.