You are here: პროგრამის შესახებ > ApexFuel > ოპერაციები > ბარათები
Apex Fuel Documentation
ContentsIndexHome
PreviousUpNext
ბარათები

ბარათები - არის ოპერაციების მენიუს ბრძანება, რომელიც განკუთვნილია საწვავის ბარათების რეგისტრაციისთვის. ფორმა დაკავშირებულია პროგრამაში არსებულ კომპანიების ცნობართან. საწყის ეტაპზე კომპანიაზე ავტომატურად ხდება ძირითადი (ვირტუალური) ბარათის მიბმა, რომელზეც ერიცხება მას შეძენილი საწვავი. მომდევნო ეტაპზე web-პროგრამის "ApexFuelClient" გამოყენებით ხდება ძირითადი (ვირტუალური) ბარათიდან თანამშრომლის (რეალურ) ბარათებზე საწვავის გადატანა. თანამშრომლის ბარათი გამოიყენება აგს-დან საწვავის გაცემისთვის. 

ბრძანების გამოყენების შედეგად ეკრანზე განთავსდება შემდეგი სახის ფორმა: 

 

ფორმის მარცხენა ნაწილი განკუთვნილია კომპანიების ჩამონათვალისთვის, რომელიც ავტომატურად ივსება პროგრამაში არსებული კომპანიების ცნობარის მიხედვით. 

ფორმის ზედა მარჯვენა ნაწილში მოცემულია ინფორმაცია კომპანიის რეგისტრირებული ბარათების შესახებ. კომპანიას შესაძლებელია ჰქონდეს სასურველი რაოდენობის ბარათები და ბარათებზე საწვავის გადანაწილება მოახდინოს სურვილისამებრ web-პროგრამის "ApexFuelClient" მეშვეობით, ასევე, ბარათებს შორის საწვავის გადანაწილება შესაძლებელია "Apex Fuel"-დან "გადატანა ბარათიდან ბარათზე" ბრძანების გამოყენებით. 

ფორმის ქვედა მარჯვენა ნაწილი განკუთვნილია ბარათზე დარიცხული საწვავისთვის. ფორმა ცვლილებას განიცდის web-პროგრამაში "ApexFuelClient" ბარათებზე გადანაწილებული საწვავის მიხედვით (ბარათებს შორის საწვავის გადანაწილება შესაძლებელია "Apex Fuel"-დან "გადატანა ბარათიდან ბარათზე" ბრძანების გამოყენებით). 

ფორმაში განთავსებულია ბრძანებები:

  • განახლება - არის პროგრამისთვის დამახასიათებელი სტანდარტული ბრძანება, რომელიც გვხვდება სხვადასხვა მოდულის მენიუს ზოლში. მისი გამოყენებით ხდება იმ ფორმის განახლება (სასურველი ინფორმაციის გამოტანა), რომელშიც იმყოფება მომხმარებელი;
  • დამატება - ბრძანება უზრუნველყოფს კომპანიის მიხედვით ბარათის რეგისტრაციას, მისი გამოყენებით ეკრანზე განთავსდება დიალოგური ფანჯარა "ბარათის დამატება (რედაქტირება)":
    • ბარათის ნომერი - გრაფაში ვუთითებთ დამზადებული საწვავის ბარათის ნომერს;
    • მფლობელი - გრაფაში ვუთითებთ ბარათის მფლობელს (მფლობელი პიროვნების რედაქტირება შესაძლებელია, როგორც "ApexFuel"-დან, ასევე web-პროგრამის "ApexFuelClient" საშუალებით. რედაქტირების დროს შეტანილი ცვლილების შემთხვევაში ინფორმაცია მფლობელის შესახებ ავტომატურად განახლდება ორივე პროგრამაში;
    • კომპანია - ჩამოსაშლელი ღილაკის დახმარებით ვირჩევთ პროგრამაში დამატებულ კომპანიას იმის მიხედვით, თუ რომელ კომპანიაზე უნდა გაიცეს ბარათი;
    • პინკოდი - გრაფაში ვუთითებთ ბარათის პინკოდს, რომელიც გამოიყენება აგს-ზე საწვავის ჩასხმის დროს. პინკოდის მითითება ნებაყოფლობითია. პინკოდის შეყვანის გარეშე ბარათიდან საწვავის მოხსნა შეუძლებელია. პინკოდის ცვლილება შესაძლებელია, როგორც Apex Fuel-დან, ასევე web-პროგრამიდან ApexFuelClient;
    • შეჩერებული - ღილაკის ჩართვის შემთხვევაში, ბარათი ავტომატურად ითვლება შეჩერებულად, შესაბამისად იზღუდება მასზე საწვავის გადანაწილება და მისი გამოყენება აგს-ზე. შეჩერებულის სტატუსის მინიჭება შესაძლებელია "Apex Fuel Clien" web-პროგრამის გამოყენებითაც;
    • Ok - ღილაკის გამოყენებით ჩანაწერი დაემატება პროგრამაში;
    • Cancel - ღილაკის გამოყენებით დაიხურება დიალოგური ფანჯარა შეყვანილი ინფორმაციის შენახვის გარეშე.
    • ფანჯრის მარცხენა ჩანართში მოცემულია "თავისუფალი ბარათები". იმ შემთხვევაში, თუ ბარათების დაბეჭდვა ხდება, თუმცა ჯერ არ არის განსაზღვრული რომელ კომპანიაზე გაიცემა მომავალში მოცემული ბარათები, ე.ი. ბარათის დამატებისას არ ხდება კომპანიის მონიშვნა, ნებისმიერი ახლად დამატებული ბარათი მიეკუთვნება ჩანართს "თავისუფალი ბარათები".
  • რედაქტირება - ბრძანება უზრუნველყოფს დამატებული ბარათის რედაქტირებას. რედაქტირების დროს შესაძლებელია ნებისმიერი გრაფის ცვლილება ბარათის ნომრის გარდა;
  • წაშლა - ბრძანება უზრუნველყოფს დამატებული ბარათის წაშლას, იმ შემთხვევაში, თუ ბარათზე არანაირი ქმედება არ არის განხორციელებული (მაგ: საწვავის დარიცხვა ბარათზე, საწვავის გადანაწილება);
  • ინსტრუმენტები;
  • გასვლა - ბრძანება უზრუნველყოფს ფორმიდან ("ბარათები") გასვლას.

Copyright (c) 2015-2016. All rights reserved.
What do you think about this topic? Send feedback!