You are here: პროგრამის შესახებ > ApexFuel > ადმინისტრირება > კომპანიის რეკვიზიტები
Apex Fuel Documentation
ContentsIndexHome
PreviousUpNext
კომპანიის რეკვიზიტები

კომპანიის რეკვიზიტები - არის ადმინისტრირების ბრძანება, რომელიც განკუთვნილია კომპანიის რეკვიზიტების შესავსებად, რომელიც შემდგომში ავტომატურად დაიტანება მიღება-ჩაბარების აქტის საბეჭდ ფორმაზე. ფორმიდან ასევე შესაძლებელია ინტეგრაცია "Apex ERP"-სთან. 

ბრძანების გამოყენების შედეგად ეკრანზე განთავსდება ფანჯარა "კომპანიის რეკვიზიტები": 

 

ფორმაში განთავსებულია შემდეგი ბრძანებები და გრაფები:

  • ბრძანებები:
    • რედაქტირება - ბრძანება უზრუნველყოფს ფანჯარაში შეტანილი მონაცემების რედაქტირებას;
    • შენახვა - ბრძანება აქტიურია ჩანაწერის რედაქტირების დროს და უზრუნველყოფს ფანჯარაში შეტანილი მონაცემების შენახვას;
    • ცვლილების გაუქმება - ბრძანება აქტიურია ჩანაწერის რედაქტირების დროს და უზრუნველყოფს ფანჯარაში შეტანილი მონაცემების გაუქმებას;
    • გასვლა - ბრძანება უზრუნველყოფს დიალოგური ფანჯრის ("კომპანიის რეკვიზიტები") დახურვას.
  • გრაფები:
    • კომპანიის დასახელება - გამოიყენება კომპანიის დასახელების შესაყვანად;
    • კომპანიის დასახელება (En) - გამოიყენება კომპანიის ინგლისური დასახელების შესაყვანად;
    • საიდენტიფიკაციო ნომერი - გამოიყენება კომპანიის საიდენტიფიკაციო ნომრის შესაყვანად;
    • ხელმძღვანელის თანამდებობა - გამოიყენება კომპანიის უმაღლესი რგოლის მენეჯერის თანამდებობის (დირექტორის, გენერალური დირექტორის და სხვ.) შესაყვანად;
    • ხელმძღვანელის თანამდებობა (En) - გამოიყენება კომპანიის უმაღლესი რგოლის მენეჯერის თანამდებობის (დირექტორის, გენერალური დირექტორის და სხვ.) ინგლისური დასახელების შესაყვანად;
    • ხელმძღვანელი - გამოიყენება კომპანიის ხელმძღვანელის სახელისა და გვარის შესაყვანად;
    • ხელმძღვანელი (En) - გამოიყენება კომპანიის ხელმძღვანელის სახელისა და გვარის შესაყვანად ინგლისურ ენაზე;
    • ხელმძღვანელი ნათესაობით ბრუნვაში - გამოიყენება კომპანიის ხელმძღვანელის სახელისა და გვარის შესაყვანად ნათესაობით ბრუნვაში, რაც შემდგომში ავტომატურად დაიტანება მიღება-ჩაბარების აქტზე [მისი დაბეჭდვის დროს];
    • კომპანიის მისამართი - გამოიყენება კომპანიის იურიდიული მისამართის შესაყვანად;
    • კომპანიის მისამართი (En) - გამოიყენება კომპანიის იურიდიული მისამართის შესაყვანად ინგლისურ ენაზე;
    • ფასის სიზუსტე (მეათედები) - გრაფაში ვუთითებთ საწვავის სარეალიზაციო ფასის დამრგვალება მოხდეს მეათედამდე (1), მეასედამდე (2), მეათასედამდე (3), თუ ა.შ. მაგალითად, თუ დადგენილი გვაქვს 1 ერთეული საწვავის საცალო ფასი 1,7456 ლარი, ხოლო ხელშეკრულებით კონკრეტულ კლიენტზე გათვალისწინებულია 5%-იანი ფასდაკლება, პროგრამა საცალო ფასიდან გამოყოფს ფასდაკლებულ ფასს და მას დაამრგვალებს მითითებულ ნიშნულამდე;
    • კომპანიის ლოგო - სურათის ასატვირთ გრაფაში მაუსის მარჯვენა ღილაკის გამოყენებით ეკრანზე გამოვა კონტექსტური მენიუ (დააჭირეთ ბრძანება Load-ს), საიდანაც შეძლებთ წინასწარ შენახული სურათის თქვენს კომპიუტერში მოძიებას და ატვირთვას;
    • "Apex ERP"-სთან ინტეგრაცია - ჩამრთველი ღილაკის გამოყენებით ავტომატურად ხდება დაკავშირება "Apex ERP"-სთან. მისი გამოყენების შედეგად ცნობარების მოდულში არააქტიური ხდება საწვავის, კომპანიების და ფილიალების დამატება, რედაქტირება და წაშლა.

Copyright (c) 2015-2016. All rights reserved.
What do you think about this topic? Send feedback!