You are here: პროგრამის შესახებ > ApexFuel > ადმინისტრირება > უფლებების მართვა
Apex Fuel Documentation
ContentsIndexHome
PreviousUpNext
უფლებების მართვა

უფლებების მართვა - არის ადმინისტრირების მოდულის ბრძანება, რომელიც განკუთვნილია მომხმარებლის უფლებების განსაზღვრისთვის. ამ ღილაკის გამოყენებით პროგრამის ადმინისტრატორს აქვს შესაძლებლობა სხვადასხვა მომხმარებელს, მათი ფუნქციებისა და მოვალეობების შესაბამისად, მისცეს წვდომა პროგრამაში სხვადასხვა ფუნქციონალზე. 

ბრძანების გამოყენების შედეგად ეკრანზე განთავსდება შემდეგი სახის ფორმა: 

 

ფორმაში განთავსებულია ბრძანებები:

  • განახლება - არის პროგრამისთვის დამახასიათებელი სტანდარტული ბრძანება, რომელიც გვხვდება სხვადასხვა მოდულის მენიუს ზოლში. მისი გამოყენებით ხდება იმ ფორმის განახლება (სასურველი ინფორმაციის გამოტანა), რომელშიც იმყოფება მომხმარებელი;
  • დამატება - ბრძანება უზრუნველყოფს ახალი მომხმარებლის დამატებას (ახალი მომხმარებლის დამატების შემდეგ შესაძლებელი ხდება მასზე უფლებების მინიჭება). მოცემული ბრძანების გამოყენების შედეგად ეკრანზე განთავსდება შემდეგი სახის ფანჯარა:
    • მომხმარებლის სახელი - გრაფაში ვუთითებთ მომხმარებლის სახელს, რომელსაც გამოიყენებს მომხმარებელი პროგრამაში შესასვლელად;
    • პაროლი - გრაფაში ვუთითებთ მომხმარებლის პაროლს, რომელსაც გამოიყენებს მომხმარებელი პროგრამაში შესასვლელად;
    • სახელი, გვარი - გრაფაში ვუთითებთ მომხმარებლის სახელს და გვარს;
    • ადმინისტრატორი - ჩამრთველი ღილაკი უზრუნველყოფს მომხმარებლისთვის ადმინისტრატორის უფლების მინიჭებას. ამ ღილაკის ჩართვასთან ერთად უნდა მოინიშნოს ღილაკი "ძირითადი პროგრამა" ან "აგს-ის პროგრამა";
    • ძირითადი პროგრამა - ჩამრთველი ღილაკი უზრუნველყოფს მომხმარებლისთვის ApexFuel-ის ძირითად გარსზე წვდომის უფლებას;
    • აგს-ის პროგრამა - ჩამრთველი ღილაკი უზრუნველყოფს მომხმარებლისთვის აგს-ის პროგრამაზე წვდომის უფლებას;
    • გარე კომპანია - ჩამრთველი ღილაკი უზრუნველყოფს გარე მომხმარებლის წვდომის უფლებას დამატებით პროგრამაზე web-ინტერფეისშიApexFuelClient, რომელიც გამოიყენება საბარათე სისტემის მიხედვით კლიენტი კომპანიის თანამშრომლების ბარათებზე საწვავის გადანაწილებისთვის. ღილაკის ჩართვის შემთხვევაში გააქტიურდება კომპანიის ამოსარჩევი გრაფა, ჩამოსაშლელი ღილაკის დახმარებით ვირჩევთ კომპანიას, რომელიც დამატებულია სისტემაში (კომპანიები).
    • Ok - ღილაკის გამოყენებით ჩანაწერი დაემატება პროგრამაში;
    • Cancel - ღილაკის გამოყენებით ხდება დიალოგური ფანჯრის დახურვა და შევსებული ჩანაწერების გაუქმება.
  • რედაქტირება - ბრძანება უზრუნველყოფს პროგრამაში დამატებული მომხმარებლის პარამეტრების რედაქტირებას, გარდა მომხმარებლის სახელისა;
  • წაშლა - ბრძანება უზრუნველყოფს პროგრამაში დამატებული მომხმარებლის წაშლას;
  • უფლებების რედაქტირება - ბრძანება უზრუნველყოფს დამატებული მომხმარებლისთვის უფლებების რედაქტირებას. მისი გამოყენებით ფორმის მარცხენა ნაწილი ხდება არააქტიური, ხოლო მარჯვენა ნაწილში შესაძლებელია მომხმარებელს განესაზღვროს უფლებები მისი მოვალეობის შესაბამისად. უფლების რედაქტირება დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელს არ აქვს ადმინისტრატორის უფლება მინიჭებული. ბრძანების გამოყენების შედეგად ფორმას აქვს შემდეგი სახე:
 

ფორმაში მოქმედებს სამი სტატუსი: 

- აკრძალული - სტატუსი შესაძლებელია მივანიჭოთ ნებისმიერ უფლებას, რომელიც უფლებების ჩამონათვალშია; 

- მხოლოდ ნახვა - სტატუსი შესაძლებელია მივანიჭოთ უფლებების ჩამონათვალში ცნობარებს, ოპერაციებს და ადმინისტრირების მოდულის ჩანართს კომპანიის რეკვიზიტებს

- ნებადართული - სტატუსი შესაძლებელია მივანიჭოთ ნებისმიერ უფლებას, რომელიც უფლებების ჩამონათვალშია. 

  • შენახვა - ბრძანება უზრუნველყოფს დარედაქტირებული უფლებების შენახვას ცვლილებების გათვალისწინებით;
  • ცვლილებების გაუქმება - ბრძანება უზრუნველყოფს უფლებების რედაქტირებით გათვალისწინებული ცვლილების გაუქმებას (არ ხდება დარედაქტირებული უფლებების შენახვა, ფორმაში ბრუნდება რედაქტირების რეჟიმში შესვლამდე არსებული უფლებები);
  • ინსტრუმენტები (დააჭირეთ ტექსტს და იხილეთ მიმაგრებული გვერდი);
  • გასვლა - ბრძანება უზრუნველყოფს ფორმიდან (უფლებების მართვა) გასვლას.
 

Copyright (c) 2015-2016. All rights reserved.
What do you think about this topic? Send feedback!