You are here: პროგრამის შესახებ > ApexFuel > ცნობარები > ფილიალები
Apex Fuel Documentation
ContentsIndexHome
PreviousUpNext
ფილიალები

ფილიალები - არის ცნობარების მენიუს ბრძანება, რომელიც განკუთვნილია ფილიალების ცნობარის შესაქმნელად, მომდევნო ეტაპზე ფილიალების ცნობარი გამოიყენება ავტო გასამართი სადგურიდან (აგს) საწვავის ტალონებით ან ბარათით რეალიზაციისთვის ("ApexFuelStation"-ში აღრიცხვა ხდება Online რეჟიმში). 

ბრძანების გამოყენებით ეკრანზე გამოვა შემდეგი სახის ფორმა: 

 

ფორმაში განთავსებულია ბრძანებები:

  • განახლება - არის პროგრამისთვის დამახასიათებელი სტანდარტული ბრძანება, რომელიც გვხვდება სხვადასხვა მოდულის მენიუს ზოლში. მისი გამოყენებით ხდება იმ ფორმის განახლება (სასურველი ინფორმაციის გამოტანა), რომელშიც იმყოფება მომხმარებელი;
  • დამატება - ბრძანება უზრუნველყოფს ფილიალის და მასთან დაკავშირებული ინფორმაციის დამატებას პროგრამაში, მისი გამოყენების შედეგად ეკრანზე განთავსდება დიალოგური ფანჯარა "ფილიალის დამატება (რედაქტირება)":
    • ნომერი - გრაფაში ვუთითებთ ფილიალის ნომერს;
    • დასახელება - გრაფაში ვუთითებთ ფილიალის დასახელებას;
    • დასახელება (En) - გრაფაში ვუთითებთ ფილიალის დასახელებას ინგლისურ ენაზე;
    • მისამართი - გრაფაში ვუთითებთ ფილიალის ფაქტიურ მისამართს;
    • შეჩერებული - თუ არ იგეგმება ცნობარებში დამატებული ფილიალის შემდგომში გამოყენება, მაგრამ იგი უკვე გამოყენებული იყო სხვა ცხრილებში/ფორმებში, მისი წაშლა შეუძლებელია. ასეთ შემთხვევაში ფანჯარაში მოვნიშნავთ ღილაკ-ჩამრთველს (ალამი) „შეჩერებული“ და ჩანაწერი გახდება არააქტიური, შედეგად ჩანაწერი გაფერმკრთალდება.
    • Ok - ღილაკის გამოყენებით ჩანაწერი დაემატება პროგრამაში;
    • Cancel - ღილაკის გამოყენებით ხდება დიალოგური ფანჯრის დახურვა და შევსებული ჩანაწერების გაუქმება.
  • რედაქტირება - ბრძანება უზრუნველყოფს ცნობარში დამატებული ჩანაწერის რედაქტირებას;
  • წაშლა - ბრძანება უზრუნველყოფს ცნობარში დამატებული ჩანაწერის წაშლას, ბრძანება გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ წასაშლელი ობიექტი გამოყენებული არ არის სხვა ცხრილებში/ფორმებში (მაგ: შეკვეთები);
  • ინსტრუმენტები;
  • გასვლა - ბრძანება უზრუნველყოფს ფორმიდან ("ფილიალები") გასვლას.

Copyright (c) 2015-2016. All rights reserved.
What do you think about this topic? Send feedback!