You are here: პროგრამის შესახებ > ApexFuel > ცნობარები > საწვავის მრიცხველები
Apex Fuel Documentation
ContentsIndexHome
PreviousUpNext
საწვავის მრიცხველები

საწვავის მრიცხველები - არის ცნობარების მენიუს ბრძანება, რომელიც განკუთვნილია ფილიალების მიხედვით საწვავის მრიცხველების აღრიცხვისთვის. ამ ფორმის შევსების შესაბამისად გამოდის ინფორმაცია ფილიალების მრიცხველების შესახებ პროგრამაში ApexFuelStation ფორმაში "ცვლის დახურვა

ბრძანების გამოყენებით ეკრანზე განთავსდება შემდეგი სახის ფორმა: 

 

ფორმის მარცხენა ნაწილი განკუთვნილია ფილიალების ჩამონათვალისთვის, ფორმის მარჯვენა ნაწილში მოცემულია მრიცხველების დასახელებები, საწვავის ტიპები და მრიცხველების ჩვენებების საწყისი და მიმდინარე მონაცემები. 

საწვავის მრიცხველების ფორმაში მოქმედებს შემდეგი ბრძანებები:

  • განახლება - არის პროგრამისთვის დამახასიათებელი სტანდარტული ბრძანება, რომელიც გვხვდება სხვადასხვა მოდულის მენიუს ზოლში. მისი გამოყენებით ხდება იმ ფორმის განახლება (სასურველი ინფორმაციის გამოტანა), რომელშიც იმყოფება მომხმარებელი;
  • დამატება - ბრძანება უზრუნველყოფს ფილიალთან საწვავის მრიცხველის დაკავშირებას. მისი გამოყენების შედეგად ეკრანზე განთავსდება დიალოგური ფანჯარა "საწვავის მრიცხველის (დამატება)":
    • დასახელება - გრაფაში ვუთითებთ საწვავის დასახელებას და საწვავის მრიცხველის ნომერს;
    • ფილიალი - ჩამოსაშლელი ღილაკის დახმარებით ვირჩევთ ფილიალს;
    • საწვავი - ჩამოსაშლელი ღილაკის დახმარებით ვირჩევთ საწვავის სახეობას;
    • საწყისი ჩვენება - გრაფაში ვუთითებთ მრიცხველის საწყის ჩვენებას; მრიცხველის საბოლოო ჩვენება გენერირდება პროგრამა "ApexFuelStation"-ში სამუშაო ცვლის დახურვის შემდეგ.
    • შეჩერებული - ღილაკის ჩართვის შემთხვევაში საწვავის მრიცხველი ითვლება შეჩერებულად (ე.ი. ის აღარ გამოიყენება მიმდინარე პერიოდში ან მიმდინარე პერიოდსა და მომავალში) და მის შესახებ ინფორმაცია არ გამოიტანება "ApexFuelStation"-ში;
    • Ok - ღილაკის გამოყენებით ჩანაწერი დაემატება პროგრამაში;
    • Cancel - ღილაკის გამოყენებით ხდება დიალოგური ფანჯრის დახურვა და შევსებული ჩანაწერების გაუქმება.
  • რედაქტირება - ბრძანება უზრუნველყოფს საწვავის მრიცხველის რედაქტირებას (რედაქტირდება ნებისმიერი გრაფა);
  • წაშლა - ბრძანება უზრუნველყოფს საწვავის მრიცხველის წაშლას, თუ საწვავის მრიცხველი გამოყენებული არ არის სხვა ცხრილში);
  • ინსტრუმენტები;
  • გასვლა - ბრძანება უზრუნველყოფს ფორმიდან ("საწვავის მრიცხველები") გასვლას.

Copyright (c) 2015-2016. All rights reserved.
What do you think about this topic? Send feedback!