You are here: პროგრამის შესახებ > ApexFuel > ცნობარები > სალაროს აპარატები
Apex Fuel Documentation
ContentsIndexHome
PreviousUpNext
სალაროს აპარატები

სალაროს აპარატები - არის ცნობარების მენიუს ბრძანება, რომლის გამოყენებით შესაძლებელია საკონტროლო-სალარო აპარატების ცნობარის შექმნა. ბრძანების გამოყენებით ეკრანზე განთავსდება შემდეგი სახის ფორმა: 

 

ფანჯრის მარცხენა ნაწილში განთავსებულია კომპანიის ფილიალების სია, რომელიც შევსებულია ფილიალების ცნობარში, ხოლო მარჯვენა ნაწილში - ფილიალის შესაბამისად დამატებული საკონტროლო-სალარო აპარატების ჩამონათვალი. 

ფორმაში განთავსებულია შემდეგი ბრძანებები:

  • განახლება - არის პროგრამისთვის დამახასიათებელი სტანდარტული ბრძანება, რომელიც გვხვდება სხვადასხვა მოდულის მენიუს ზოლში. მისი გამოყენებით ხდება იმ ფორმის განახლება (სასურველი ინფორმაციის გამოტანა), რომელშიც იმყოფება მომხმარებელი;
  • დამატება - ბრძანება უზრუნველყოფს ფილიალთან დაკავშირებული სალარო აპარატის დამატებას. თუ ფანჯრის მარცხენა ნაწილში აირჩევთ იმ ფილიალის დასახელებას, რომლის შესაბამისი სალარო აპარატის დამატებაც გსურთ, დამატების ბრძანების გამოყენებით ეკრანზე განთავსდება დიალოგური ფანჯარა "სალაროს აპარატის დამატება":
    • დასახელება - გრაფაში ვავსებთ საკონტროლო-სალარო აპარატის დასახელებას (მაგალიად, DY00123456);
    • ფილიალი - გრაფაში ავტომატურად არჩეულია ის ფილიალი, რომელიც მონიშნული იყო დამატების ბრძანების გამოყენებამდე. სურვილის მიხედვით, შესაძლებელია ჩამონათვალის ჩამოშლა და სხვა ფილიალის არჩევა ფორმიდან გაუსვლელად;
    • შეჩერებული - ღილაკის მონიშვნის შედეგად ჩანაწერი გაფერმკრთალდება და სალაროს აპარატს მიენიჭება სტატუსი "შეჩერებული", ე.ი. თუ არ იგეგმება ცნობარებში დამატებული სალაროს აპარატის შემდგომში გამოყენება, მაგრამ იგი უკვე გამოყენებული იყო სხვა ცხრილებში/ფორმებში, მისი წაშლა შეუძლებელია, გამოიყენებთ ღილაკს "შეჩერებული";
    • Ok - ღილაკის გამოყენებით ჩანაწერი დაემატება პროგრამაში;
    • Cancel - ღილაკის გამოყენებით ხდება დიალოგური ფანჯრის დახურვა და შევსებული ჩანაწერების გაუქმება.
  • რედაქტირება - ბრძანება უზრუნველყოფს რედაქტირების ფანჯრის გამოძახებას, რის შემდეგაც შეგიძლიათ დაარედაქტიროთ სალარო აპარატის დასახელება ან ჩართოთ/გამორთოთ შეჩერებულის ღილაკი;
  • წაშლა - ბრძანების გამოყენებით შესაძლებელია დამატებული სალარო აპარატის წაშლა, თუ ის გამოყენებული არ არის სხვა ცხრილებში/ფორმებში;
  • ინსტრუმენტები;
  • გასვლა - ბრძანება უზრუნველყოფს ფორმიდან ("სალაროს აპარატები") გასვლას.

Copyright (c) 2015-2016. All rights reserved.
What do you think about this topic? Send feedback!