საბეჭდი რეპორტები - არის ცნობარების მენიუს ბრძანება, რომელიც უზრუნველყოფს Apex Fuel-დან საწვავის ტალონების საბეჭდი რეპორტების მომზადებას სასურველი დიზაინითა და ფორმატით. ფორმაში შესვლისას გამოდის ქვემოთ მოცემული ფანჯარა:
ფანჯრის მარცხენა ნაწილში მოცემულია საბეჭდი რეპორტების ჯგუფების დასახელებები, ხოლო მარჯვენა ნაწილში - თითოეულ ჯგუფში ჩამატებული საბეჭდი რეპორტების დასახელებები. ერთ ჯგუფში შესაძლებელია რამდენიმე საბეჭდი რეპორტის გაერთიანება და ერთ-ერთი რეპორტისთვის უპირატესის სტატუსის მინიჭება. მაგალითად, შეკვეთებში ტალონის გაცემის აქტის დაბეჭდვისას ჩამონათვალში გამოჩნდება უპირატესის სტატუსის მქონე ბეჭდვის რეპორტი.
ფორმაში განთავსებულია შემდეგი ბრძანებები:
- განახლება - არის პროგრამისთვის დამახასიათებელი სტანდარტული ბრძანება, რომელიც გვხვდება სხვადასხვა მოდულის მენიუს ზოლში. მისი გამოყენებით ხდება იმ ფორმის განახლება (სასურველი ინფორმაციის გამოტანა), რომელშიც იმყოფება მომხმარებელი;
- დამატება - ბრძანების გამოყენებით ხდება ახალი საბეჭდი რეპორტის დამატება. შედეგად ეკრანზე გამოვა ფანჯარა:
- ჯგუფი - გრაფაში შესაძლებელია იმ ჯგუფის არჩევა, რომელ ჯგუფშიც ამატებთ საბეჭდი რეპორტის ფორმას;;
- დასახელება - გრაფაში იწერება საბეჭდი რეპორტის დასახელება;
- აღწერა - გრაფაში შესაძლებელია ჩაიწეროს დამატებითი აღწერილობა საბეჭდი რეპორტის შესახებ;
- Ok - ღილაკის გამოყენებით ჩანაწერი დაემატება პროგრამაში;
- Cancel - ღილაკის გამოყენებით ხდება დიალოგური ფანჯრის დახურვა და შევსებული ჩანაწერების გაუქმება.
- კოპირება - ბრძანების გამოყენებით ხდება საბეჭდი რეპორტის კოპირება;
- რედაქტირება - ბრძანების გამოყენებით იხსნება საბეჭდი რეპორტის რედაქტირების ფანჯარა, საიდანაც შესაძებელია საბეჭდი რეპორტის ჯგუფის, დასახელებისა და აღწერის ცვლილება;
- წაშლა - ბრძანების გამოყენებით შესაძლებელია დამატებული სალარო აპარატის წაშლა, თუ ის გამოყენებული არ არის სხვა ცხრილებში/ფორმებში;
- უპირატესი - ბრძანების გამოყენებით შესაძლებელია სასურველ საბეჭდ რეპორტზე უპირატესის სტატუსის მინიჭება, შესაბამისად სხვადასხვა ფორმაში ბეჭდვის ბრძანების გამოყენებისას დაბეჭდავთ თქვენთვის უპირატეს რეპორტებს;
- დიზაინერი - ბრძანების გამოყენებით შესაძლებელია დიზაინერის გახსნა და სასურველი ფორმატის რეპორტის აწყობა (კომპანიის ლოგოთი, მიმდინარე ფასებით და სხვ.);
- ინსტრუმენტები;
- გასვლა - ბრძანება უზრუნველყოფს ფორმიდან ("საბეჭდი რეპორტები") გასვლას.