შეკვეთები - არის ანალიზის მოდულის ბრძანება, რომელიც გვაწვდის ინფორმაციას კონკრეტული პერიოდის ჭრილში კომპანიების მიერ შეკვეთილი საწვავის რაოდენობისა და თანხის შესახებ.
ფორმაში შესვლისას ეკრანზე განთავსდება შემდეგი სახის ფორმა:
ფორმის მარცხენა ცხრილში მოცმულია კომპანიების შემკვეთი კომპანიების შესახებ ინფორმაცია, შეკვეთის თარიღი და შეკვეთის ჯამური თანხა, ხოლო მარჯვენა ცხრილში მოცემულია შეკვეთის შესაბამისი საწვავის რაოდენობა, ერთეულის ფასი და ჯამური თანხა.
ფორმაში მოქმედებს ბრძანებები:
განახლება - არის პროგრამისთვის დამახასიათებელი სტანდარტული ბრძანება, რომელიც გვხვდება სხვადასხვა მოდულის მენიუს ზოლში. მისი გამოყენებით ხდება იმ ფორმის განახლება (სასურველი ინფორმაციის გამოტანა), რომელშიც იმყოფება მომხმარებელი;
ექსპორტი - ბრძანება უზრუნველყოფს არჩეულ თარიღის შუალედში არსებული ინფორმაციის Excel-ის ფაილში გადატანას (ექსპორტის გამოყენებით ხდება მარცენა ცხრილის გადატანა Excel-ის ფაილში);
1-ლი ცხრილის ბეჭდვა - ბრძანება უზრუნველყოფს შეკვეთების ანალიზური ფორმის მარცხენა ცხრილის (ინფორმაცია კომპანიის, შეკვეთის თარიღისა და შეკვეთის თანხის შესახებ) დაბეჭდვას;
მე-2 ცხრილის ბეჭდვა - ბრძანება უზრუნველყოფს შეკვეთების ანალიზური ფორმის მარჯვენა ცხრილის - შეკვეთის დეტალების - ბეჭდვას;
გასვლა - ბრძანება უზრუნველყოფს ფორმიდან ("შეკვეთები") გასვლა.
Copyright (c) 2015-2016. All rights reserved.
|
What do you think about this topic? Send feedback!
|