You are here: პროგრამის შესახებ > ApexFuel > ანალიზი > დინამიური ფორმები
Apex Fuel Documentation
ContentsIndexHome
PreviousUpNext
დინამიური ფორმები

დინამიური ფორმები - არის ანალიზის მოდულის ბრძანება, რომელიც უზრუნველყოფს მომხმარებლებზე მორგებული ფორმატით ანალიტიკური ფორმების აწყობას. 

 

ბრძანების გამოყენებით ეკრანზე განთავსდება შემდეგი სახის ფორმა: 

 

ფორმაში მოქმედებს შემდეგი ბრძანებები:

  • განახლება - არის პროგრამისთვის დამახასიათებელი სტანდარტული ბრძანება, რომელიც გვხვდება სხვადასხვა მოდულის მენიუს ზოლში. მისი გამოყენებით ხდება იმ ფორმის განახლება (სასურველი ინფორმაციის გამოტანა), რომელშიც იმყოფება მომხმარებელი;
  • გაშვება - ბრძანების გამოყენებით ხდება იმ ანალიზური ფორმის განთავსება ეკრანზე, რომელსაც აირჩევს მომხმარებელი;
  • მენიუს რედაქტირება - ბრძანების გამოყენებით შესაძლებელია ახალი დინამიური ფორმის დასახელების დამატება, არსებულის დარედაქტირება, წაშლა. ბრძანების გამოყენებით ეკრანზე განთავსდება შემდეგი ფორმა:
    • მენიუს შენახვა - უზრუნველყოფს დამატებული ან დარედაქტირებული ჩანაწერების შენახვას;
    • გაუქმება - ბრძანების გამოყენებით ხდება მენიუს დასახელებაში შეტანილი ცვლილებები გაუქმება, შესაბამისად, შეტანილი ცვლილებების შენახვა არ მოხდება;
    • დამატება - ბრძანების გამოყენებით ხდება ახალი მენიუს (ახალი ანალიზური ფორმის დასახელების) დამატება იერარქიულ ხეში. ბრძანების გამოყენებით ეკრანზე განთავსდება დასახელების ჩასაწერი გრაფა, სადაც დასახელების შეყვანის შემდეგ Ok-ბრძანების გამოყენებით მოხდება შეყვანილი დასახლების შენახვა. თუ გამოიყენებთ Cancel ბრძანებას, ფორმა დაიხურება შენახვის გარეშე:
  • რედაქტირება - ბრძანების გამოყენებით შესაძლებელია დინამიური ფორმების მენიუში უკვე არსებულ დასახელებაში ცვლილებების შეტანა. რედაქტირების ბრძანების გამოყენებით გამოვა ფანჯარა, სადაც უკვე შეყვანილია ანალიზური ფორმის არსებული დასახელება. დარედაქტირების შემდეგ Ok-ბრძანების გამოყენებით მოხდება შეყვანილი დასახლების შენახვა. თუ გამოიყენებთ Cancel ბრძანებას, ფორმა დაიხურება შენახვის გარეშე:
  • წაშლა - ბრძანების გამოყენებით მოხდება დამატებული ანალიზური ფორმის დასახელების წაშლა.
 

  • დამატება - დამატების ღილაკის გამოყენებით ხდება ახალი დინამიური ფორმის დამატება ფორმის მარჯვენა ცხრილში, სადაც გაიწერება დასამატებელი ანალიტიკური ფორმის დეტალური აღწერა და პარამეტრები;
  • რედაქტირება - ბრძანების გამოყენებით ხდება დამატებული ანალიზური ფორმის აღწერისა და პარამეტრების რედაქტირება;
  • წაშლა - ბრძანების გამოყენებით ხდება არსებული დინამიური ფორმის წაშლა;
  • გასვლა - ბრძანება უზრუნველყოფს ფორმიდან ("დინამიური ფორმები") გასვლას.

Copyright (c) 2015-2016. All rights reserved.
What do you think about this topic? Send feedback!