You are here: პროგრამის შესახებ > ApexFuel > სხვადასხვა
Apex Fuel Documentation
ContentsIndexHome
PreviousUpNext
სხვადასხვა
Name 
Description 
ინსტრუმენტები ბრძანება უზრუნველყოფს პროგრამაში დამატებითი პარამეტრების გამოყენებას:

1. ექსპორტი - ბრძანებით ხდება ჩანაწერის Excel-ის ფაილში გადატანა იმის მიხედვით, თუ ფორმის რომელ ნაწილში ვიმყოფებით;
2. ბეჭდვა - ბრძანებით ხდება ჩანაწერის ბეჭდვით ფორმატში გადატანა იმის მიხედვით, თუ ფორმის რომელ ნაწილში ვიმყოფებით;
3. განლაგების შენახვა - ბრძანებით ხდება სასურველი ფორმაში სვეტების განლაგების შენახვა. ნებისმიერ ფორმაში შესაძლებელია სვეტების განლაგება მოვაწყოთ სურვილისამებრ, დავმალოთ ან გამოვაჩინოთ ჩვენთვის სასურველი/არასასურველი სვეტი, შევინახოთ სვეტების არჩეული განლაგება. დამატებით იხ. ქვემოთ "დამალული სვეტები";
4. სტანდარტული განლაგება - ბრძანება უზრუნველყოფს კონკრეტული ფორმის სტანდარტული განლაგების აღდგენას.
ინსტრუმენტების ღილაკი შეგიძლიათ იხილოთ ადმინისტრირების მოდულში უფლებების მართვის ჩანართში, ასევე ცნობარების მოდულში საწვავის ჩანართში, კომპანიებში,... more 
კონტექსტური მენიუ - არის კონკრეტული ცხრილის შესაბამისი ოპერაციებისა და ბრძანებების ჩამონათვალი. მისი გამოძახება შესაძლებელია ნებისმიერი სვეტის დასახელებაზე მაუსის მარჯვენა ღილაკზე დაჭერით.
მაუსის მარჯვენა ღილაკით სარგებლობისას ეკრანზე გამოვა შემდეგი სახის კონტექსტური მენიუ:

კონტექსტურ მენიუში გვხვდება შემდეგი ბრძანებები:
  • სორტირება აღმავლობით - ბრძანების გამოყენება უზრუნველყოფს ცხრილში კონკრეტული სვეტის ჩანაწერების აღმავლობით დალაგებას. თუ ბრძანებას გამოიყენებთ ისეთი სვეტისთვის, სადაც ჩანაწერები მოცემულია ასოებით, მაშინ დალაგება მოხდება ანბანის ასოების თანმიმდევრობით (A-Z), ხოლო თუ სვეტში მოცემულია ციფრები (რიცხვითი მნიშვნელობები), დალაგება მოხდება ციფრების ზრდადობის მიხედვით (0...n);
  • სორტირება დაღმავლობით - ბრძანების გამოყენება უზრუნველყოფს ცხრილში კონკრეტული სვეტის ჩანაწერების დაღმავლობით დალაგებას. თუ ბრძანებას გამოიყენებთ ისეთი სვეტისთვის, სადაც ჩანაწერები მოცემულია ასოებით, მაშინ დალაგება... more 
Copyright (c) 2015-2016. All rights reserved.
What do you think about this topic? Send feedback!