You are here: პროგრამის შესახებ > ApexFuel > სისტემა
Apex Fuel Documentation
ContentsIndexHome
PreviousUpNext
სისტემა

სისტემა - მოდულის გამოყენებით შესაძლებელია პაროლისა და სამუშაო გარსის (ინტერფეისის) გაფორმების ("თემის") შეცვლა, პროგრამის გადატვირთვა და პროგრამიდან გასვლა. 

  • პაროლის შეცვლა - ბრძანება განკუთვნილია მომხმარებლის პაროლის შესაცვლელად. მისი გამოყენების შედეგად ეკრანზე განთავსდება შემდეგი ფანჯარა:
 

ფანჯარაში მოცემულია შემდეგი გრაფები:

  • მიმდინარე პაროლი - გრაფაში ვუთითებთ პროგრამის მომხმარებლის მიმდინარე პაროლს (რომლის შეცვლაც გვინდა);
  • ახალი პაროლი - გრაფაში ეთითება მომხმარებლის ახალი პაროლი;
  • გაიმეორეთ პაროლი - გრაფაში განმეორებით ეთითება მომხმარებლის ახალი პაროლი;
  • Ok -ღილაკის გამოყენებით მომხმარებლის პაროლი შეიცვლება;
  • Cancel - ღილაკის გამოყენებით გაუქმდება ჩანაწერი და ფანჯარა დაიხურება შენახვის გარეშე.
 

  • თემები - ბრძანება განკუთვნილია პროგრამის გარსის სასურველი თემის ასარჩევად. ქვემოთ მოცემულ ფანჯარაში სასურველ თემაზე დაჭერით შეიცვლება პროგრამის ინტერფეისის ფონი:.
  • დახმარება - ბრძანების გამოყენებით ხდება ავტომატური გადასვლა საწვავის პროგრამის სახელმძღვანელო წიგნის გვერდზე, სადაც შესაძლებელია დეტალური ინფორმაციის მიღება პროგრამის მუშაობასთან დაკავშირებით. ასევე, ნებისმიერ ფორმაში F1 კლავიშის გამოყენებით შესაძლებელია სახელმძღვანელო წიგნეზე (Help) გადასვლა;
  • პროგრამის გადატვირთვა - ბრძენება უზრუნველყოფს პროგრამის გადატვირთვას (სამუშაო ფანჯრის დახურვას და თავიდან გახსნას. გადატვირთვის შემდეგ მომხმარებელს დასჭირდება ავტორიზაციის გავლა);
  • პროგრამიდან გასვლა - ბრძანება უზრუნველყოფს პროგრამიდან გასვლას.
 

სისტემის ღილაკების გამოტანა შესაძლებელია ფანჯრის ზედა მარცხენა კუთხეშიც, როგორც სურათზეა ნაჩვენები. ამისთვის სისტემის შესაბამის ღილაკზე მაუსის მარჯვენა კლავიშის გამოყენებით კონტექსტურ მენიუში აირჩიეთ ბრძანება Add to Quick Access Toolbar. სასურველი ღილაკები გამოჩნდება სურათზე ნაჩვენები განლაგებით: 

 

Copyright (c) 2015-2016. All rights reserved.
What do you think about this topic? Send feedback!