Apex ERP Documentation
შინაარსიIndexHome
თემები
თემები
სათაური 
აღწერა 
1006-საქონლის შიდა გადაადგილება-წარმოადგენს ბუღალტრული გატარების ფორმას, რომელსაც მინიჭებული აქვს უნიკალური ნომერი (ID)-1006. ფორმა გამოიყენება საქონლის ერთი საწყობიდან მეორეში გადატანის ოპერაციის აღსარიცხად(დოკუმენტი- 0007 საქონლის გადაადგილება). ასრულებს ერთ ბუღალტრულ გატარებას.
ფორმის ჩაბმა ოპერაციებზე ხდება შაბლონების შექმნის დროს. ოპერაციის დეტალებში (შაბლონებში) დებეტისა და კრედიტის გრაფაში მიეთითება სასაქონლო-მატერიალური მარაგების კლასისის მანიშნებელი ორი ციფრი (16). ამით უზრუნველყოფილი იქნება ნებისმიერი საწყობის (ნედლეულის სწყობი, მზა პროდუქციის საწყობი დაა.შ.) არჩევა.

საქონლის შიდა გადაადგილების ფორმას აქვს შემდეგი სახე:

თავდაპირველად ივსება ფორმის „დეტალების“:

  1. ოპერაცია (Combo box)-ოპერაციის კოდი არჩეულია თავიდანვე;
  2. ოპერაციის თარიღი-ოპერაციის შესრულების თარიღი;
  3. გადახდის თარიღი-მომწოდებლისათვის თანხის გადახდის თარიღი;
  4. საბუთის №... დაწვრილებით 
1008-მზა პროდუქციის მიღება-წარმოადგენს ბუღალტრული გატარების ფორმას, რომელსაც მინიჭებული აქვს უნიკალური ნომერი (ID)-1008. ფორმა გამოიყენება წინასწარ შედგენილი რეცეპტით მზა პროდუქციის მიღების ოპერაციის აღსარიცხად(დოკუმენტი- 0026 მზა პროდუქციის წარმოება რეცეპტით). ასრულებს ერთ ბუღალტრულ გატარებას.
ფორმის ჩაბმა ოპერაციებზე ხდება შაბლონების შექმნის დროს. ოპერაციის დეტალებში (შაბლონებში) დებეტის გრაფაში მიეთითება მზა პროდუქციის (საწყობის) საბალანსო ანგარიში (1640), ხოლო კრედიტის გრაფაში-დაუმთავრებელი წარმოების საბალანსო ანგარიში (1630).

მზა პროდუქციის მიღების ფორმას აქვს შემდეგი სახე:

ფანჯრის ზედა ნაწილში განთავსებულია მენიუს ზოლი, მის ქვემოთ (შუა ნაწილი) ძირითადი გრაფები და შემდეგ ცხრილი. ფორმაში გამოტანილია ჩანართი"რეცეპტი".
ფორმასთან მუშაობას ვიწყებთ გრაფების შევსებით:
1009-საქონლის დაშლა-წარმოადგენს ბუღალტრული გატარების ფორმას, რომელსაც მინიჭებული აქვს უნიკალური ნომერი (ID)-1009. ფორმა გამოიყენება რეცეპტით მიღებული მზა პროდუქციის შემადგენელ კომპონენტებად დაშლის ოპერაციის აღსარიცხად(დოკუმენტი- 0026 მზა პროდუქციის წარმოება რეცეპტით). ასრულებს ერთ ბუღალტრულ გატარებას.
ფორმის ჩაბმა ოპერაციებზე ხდება შაბლონების შექმნის დროს. ოპერაციის დეტალებში (შაბლონებში) დებეტის გრაფაში ვირჩევთ საწყობს, სადაც განთავსდება დაშლის შედეგად მიღებული კომპონენტები, ხოლო კრედიტის გრაფაში იმ საწყობს, სადაც განთავსებულია დასაშლელი საქონელი.

მზა პროდუქციის მიღების ფორმას აქვს შემდეგი სახე:

ფანჯრის ზედა ნაწილში განთავსებულია მენიუს ზოლი, მის ქვემოთ (შუა ნაწილი) ძირითადი ველები და შემდეგ ცხრილი. ფორმაში გამოტანილია ჩანართი"რეცეპტი".
ფორმასთან მუშაობას ვიწყებთ გრაფების შევსებით:
1014-საქონლის შემოსავალი (იმპორტი)-წარმოადგენს ბუღალტრული გატარების ფორმას, რომელსაც მინიჭებული აქვს უნიკალური ნომერი (ID)-1014. ფორმა გამოიყენება იმპორტით მიღებული საქონლის შემოსავალში ასაყვანად(დოკუმენტი- 0021 შემოსავლის ზედდებული (სკანერი)). ასრულებს ერთ ბუღალტრულ გატარებას. ფორმის ჩაბმა ოპერაციებზე ხდება შაბლონების შექმნის დროს. ოპერაციის დეტალებში (შაბლონებში) დებეტის ანგარიშის გრაფაში მიეთითება საქონლის (საწყობი)საბალანსო ანგარიშის ნომერი (1610) და კრედიტის ანგარიშის გრაფაში კი მომწოდებლის საბალანსო ანგარიშის ნომერი (3110), ამიტომ იმპორტის ოპერაციის შესრულების დროს მომხმარებელს შეუძლია აირჩიოს დებეტში მხოლოდ საწყობები, ხოლო კრედიტში-მხოლოდ მომწოდებლები.

საქონლის იმპორტის ფორმას აქვს შემდეგი სახე:  


თავდაპირველად ივსება ფორმის „დეტალების“ გრაფები:

  1. ოპერაცია (Combo box)-ოპერაციის კოდი არჩეულია თავიდანვე;
  2. ვალუტა (Combo box)-ვირჩევთ... დაწვრილებით 
1024-საქონლის შემოსავალი (შიდა)-წარმოადგენს ბუღალტრული გატარების ფორმას, რომელსაც მინიჭებული აქვს უნიკალური ნომერი (ID)-1024. ფორმა გამოიყენება შიდა ბაზარზე შესყიდული საქონლის შემოსავალში ასაყვანად(დოკუმენტი- 0021 შემოსავლის ზედდებული (სკანერი)). ასრულებს ორ ბუღალტრულ გატარებას:
  1. საქონლის შემოსავალში აყვანა;
  2. გადახდილი დღგ-ს გატარება.
ფორმის ჩაბმა ოპერაციებზე ხდება შაბლონების შექმნის დროს. ოპერაციის დეტალებში (შაბლონებში) 1-ლი გატარების დებეტის ანგარიშის გრაფაშიმიეთითება საქონლის (საწყობი)საბალანსო ანგარიშის ნომერი (1610) და კრედიტის ანგარიშის გრაფაში კი მომწოდებლის საბალანსო ანგარიშის ნომერი (3110), ამიტომ საქონლის შიდა ბაზარზე შეძენის ოპერაციის შესრულების დროს მომხმარებელს შეუძლია აირჩიოს დებეტში მხოლოდ საწყობები, ხოლო კრედიტში-მხოლოდ მომწოდებლები. მეორე გატარების შაბლონში ჩაწერილია გადახდილი დღგ-ს (რომელზეც ჩათვლა არ განხორციელებულა) ანალიზური ანგარიში (3340000100), ხოლო კრედიტში... დაწვრილებით 
1031-მასალის ხარჯი შეკვეთაზე-წარმოადგენს ზოგადი ბუღალტრული გატარების ფორმას, რომელსაც მინიჭებული აქვს უნიკალური ნომერი (
ID)-1031. გამოიყენება ისეთი ოპერაციების ასაწყობად, რომლებიც დაკავშირებულია შეკვეთებზე მასალების ჩამოსაწერად (დოკუმენტი- 0007 საქონლის გადაადგილება). ასრულებს ერთ ბუღალტრულ გატარებას. ფორმის ჩაბმა ოპერაციებზე ხდება შაბლონების შექმნის დროს. ოპერაციის დეტალებში (შაბლონებში) დებეტის გრაფაში მიეთითება დაუმთავრებელი წარმოების (კალათები) საბალანსო ანგარიში (1631) და კრედიტის გრაფაში ანგარიშების კლასი (16). 1031-ფორმის გამოყენიბით აწყობილი ოპერაციის დროს ეკრანზე გამოდის იგივე ფორმა (საქონლის გადაადგილება), რაც 1006-ფორმის გამოყენებით აწყობილი ოპერაციის დროს.
* შენიშვნა: 1031-ფორმა გამოიყენება 1032, 1033 და 1034 ფორმებთან ერთად, მზა პროდუქციის შეკვეთებით გამოშვების დროს (წარმოება=>შეკვეთები).

იხილეთ აგრეთვე:

ცხრილი (Grid), შეკვეთები.... დაწვრილებით 
1032-ნარჩენების გადატანა წარმოებიდან-წარმოადგენს ზოგადი ბუღალტრული გატარების ფორმას, რომელსაც მინიჭებული აქვს უნიკალური ნომერი (ID)-1032. გამოიყენება შეკვეთით მზა პროდუქციის გამოშვების ოპერაციების ასაწყობად, ასეთი ოპერაციის დროს ხდება წარმოების ნარჩენების გადატანა დაუმთავრებელი წარმოებიდან ნარჩენების საწყობში(დოკუმენტი- 0007 საქონლის გადაადგილება). ასრულებს ერთ ბუღალტრულ გატარებას. ფორმის ჩაბმა ოპერაციებზე ხდება შაბლონების შექმნის დროს. ოპერაციის დეტალებში (შაბლონებში) დებეტის გრაფაში მიეთითება უვარგისი ნარჩენების საწყობის საბალანსო ანგარიში (1690) და კრედიტის გრაფაში ანგარიშების კლასი (16). 1032-ფორმის გამოყენიბით აწყობილი ოპერაციის დროს ეკრანზე გამოდის იგივე ფორმა (საქონლის გადაადგილება), რაც 1006-ფორმის გამოყენებით აწყობილი ოპერაციის დროს.
* შენიშვნა: 1032-ფორმა გამოიყენება 1031, 1033 და 1034 ფორმებთან ერთად, მზა პროდუქციის შეკვეთებით გამოშვების დროს (წარმოება=>შეკვეთები).... დაწვრილებით 
1033-მზა პროდუქციის მიღება-წარმოადგენს ზოგადი ბუღალტრული გატარების ფორმას, რომელსაც მინიჭებული აქვს უნიკალური ნომერი (
ID)-1033. გამოიყენება შეკვეთით მზა პროდუქციის გამოშვების ოპერაციების ასაწყობად, (დოკუმენტი- 0003 მზა პროდუქციის წარმოება). ასრულებს ერთ ბუღალტრულ გატარებას. ფორმის ჩაბმა ოპერაციებზე ხდება შაბლონების შექმნის დროს. ოპერაციის დეტალებში (შაბლონებში) დებეტის გრაფაში მიეთითება მზა პროდუქციის საბალანსო ანგარიში (1640) და კრედიტის გრაფაში დაუმთავრებელი წარმოების საბალანსო ანგარიში-კალათები (1631). 1033-ფორმის გამოყენიბით აწყობილი ოპერაციის დროს ეკრანზე გამოდის მზა პროდუქციის რეცეპტით გამოშვების ფორმა-იგივე ფორმა, რაც 1008-ფორმის გამოყენებით აწყობილი ოპერაციის დროს.
* შენიშვნა: 1033-ფორმა გამოიყენება 1031, 1032 და 1034 ფორმებთან ერთად, მზა პროდუქციის შეკვეთებით გამოშვების დროს (წარმოება=>შეკვეთები).

იხილეთ აგრეთვე:

ცხრილი (Grid), შეკვეთები... დაწვრილებით 
1034-წარმოების ხელფასის ხარჯი-წარმოადგენს ზოგადი ბუღალტრული გატარების ფორმას, რომელსაც მინიჭებული აქვს უნიკალური ნომერი (ID)-1034. გამოიყენება შეკვეთით მზა პროდუქციის გამოშვების ოპერაციების ასაწყობად, (დოკუმენტი- 0003 მზა პროდუქციის წარმოება). ასრულებს ერთ ბუღალტრულ გატარებას. ფორმის ჩაბმა ოპერაციებზე ხდება შაბლონების შექმნის დროს. ოპერაციის დეტალებში (შაბლონებში) დებეტის გრაფაში მიეთითება დაუმთავრებელი წარმოების (კალათები)საბალანსო ანგარიში (1631) და კრედიტის გრაფაში კონკრეტული ანგარიში არ მიეთითება, რადგან მომხმარებელს ჰქონდეს მანევრირების შესაძლებლობა. 1034-ფორმის გამოყენიბით აწყობილი ოპერაციის დროს ეკრანზე გამოდის მემორიალური ორდერის ფორმა.
* შენიშვნა: 1034-ფორმა გამოიყენება 1031, 1032 და 1033 ფორმებთან ერთად, მზა პროდუქციის შეკვეთებით გამოშვების დროს (წარმოება=>შეკვეთები).

იხილეთ აგრეთვე:

ცხრილი (Grid), შეკვეთები
1050-მომსახურება-წარმოადგენს ბუღალტრული გატარების ფორმას, რომელსაც მინიჭებული აქვს უნიკალური ნომერი (ID)-1050. ფორმა გამოიყენება მომსახურების აღსარიცხად(დოკუმენტი- 0014 სერვისი და მომსახურება). ასრულებს ორ ბუღალტრულ გატარებას:
  1. მომსახურება;
  2. დღგ-ს დარიცხვა.
ფორმის ჩაბმა ოპერაციებზე ხდება შაბლონების შექმნის დროს. ოპერაციის დეტალებში (შაბლონებში) 1-ლი გატარების დებეტის ანგარიშის გრაფაშიმიეთითება მომხმარებლის საბალანსო ანგარიშის ნომერი (1410) და კრედიტის ანგარიშის გრაფაში კი ანალიზური ანგარიში "შემოსავლები მომსახურებიდან" (6160000100), ამიტომ მომსახურების ოპერაციის შესრულების დროს მომხმარებელს შეუძლია აირჩიოს დებეტში მხოლოდ მომხმარებლები, ხოლო კრედიტში-მხოლოდ 6160000100-ანგარიში. მეორე გატარების შაბლონში დებეტში ჩაწერილია მომხმარებლის საბალანსო ანგარიში, ხოლო კრედიტში დარიცხული დღგ-ს ანალიზური ანგარიში (3330000100).

მომსახურების ფორმას აქვს შემდეგი სახე:

პირველად ივსება ოპერაციის დეტალები:
  1. ოპერაციის თარიღი (... დაწვრილებით 
1051-მომსახურება+მასალის ჩამოწერა (უნაღდო)-წარმოადგენს ბუღალტრული გატარების ფორმას, რომელსაც მინიჭებული აქვს უნიკალური ნომერი (ID)-1051. ფორმა გამოიყენება საკუთარი მასალებით მომსახურების გაწევის დროს, როდესაც ანგარიშსწორების ფორმა არის უნაღდო (დოკუმენტი- 0014 სერვისი და მომსახურება). ასრულებს ხუთ ბუღალტრულ გატარებას:
  1. დებეტი-1410 კრედიტი-6110 (მომსახურებაზე დახარჯული მასალების რეალიზაცია);
  2. დებეტი-1410 კრედიტი-3330 (დღგ-ს დარიცხვა);
  3. დებეტი-7210 კრედიტი-1610 (მომსახურებაზე დახარჯული მასალების ჩამოწერა).
  4. დებეტი-1410 კრედიტი-6160 (შემოსავალი მომსახურებიდან);
  5. დებეტი-1410 კრედიტი-3330 (მომსახურებაზე დარიცხული დღგ).
ფორმის ჩაბმა ოპერაციებზე ხდება შაბლონების შექმნის დროს.1051-ფორმის გამოყენებით აწყობილი ოპერაციის შესრულების დროს ეკრანზე გამოდის ფორმა, რომელიც ერთდროულად შეიცავს მომსახურებისა და საბითუმო რეალიზაციის ფორმის ელემენტებს:

ფორმის მარცხენა დაბლა კუთხეში არის ანგარიშ ფაქტურისა და... დაწვრილებით 
1052-მომსახურება+მასალის ჩამოწერა (ნაღდი)-წარმოადგენს ბუღალტრული გატარების ფორმას, რომელსაც მინიჭებული აქვს უნიკალური ნომერი (ID)-1052. ფორმა გამოიყენება საკუთარი მასალებით მომსახურების გაწევის დროს, როდესაც ანგარიშსწორების ფორმა არის ნაღდი (დოკუმენტი- 0014 სერვისი და მომსახურება). ასრულებს ხუთ ბუღალტრულ გატარებას:
  1. დებეტი-1110 კრედიტი-6110 (მომსახურებაზე დახარჯული მასალების რეალიზაცია);
  2. დებეტი-1110 კრედიტი-3330 (მასალების რეალიზაციაზე დარიცხული დღგ);
  3. დებეტი-7210 კრედიტი-1610 (მომსახურებაზე დახარჯული მასალების ჩამოწერა).
  4. დებეტი-1110 კრედიტი-6160 (შემოსავალი მომსახურებიდან);
  5. დებეტი-1110 კრედიტი-3330 (მომსახურებაზე დარიცხული დღგ).
ფორმის ჩაბმა ოპერაციებზე ხდება შაბლონების შექმნის დროს.1052-ფორმის გამოყენებით აწყობილი ოპერაციის შესრულების დროს ეკრანზე გამოდის იგივე ფორმა, რაც 1051- ფორმით აწყობილი ოპერაციის დროს. არის მხოლოდ ერთი განსხვავება დებეტის გრაფაში არჩეულია სალაროს ანგარიში.

ფორმის... დაწვრილებით 
1070-საქონლის დაბრუნება მომწოდებელზე-წარმოადგენს ბუღალტრული გატარების ფორმას, რომელსაც მინიჭებული აქვს უნიკალური ნომერი (ID)-1070. ფორმა გამოიყენება მომწოდებლისათვის საქონლის დაბრუნების ოპერაციის ასაწყობად (დოკუმენტი- გასავლის ზედდებული (სკანერი+ნაშთის კონტროლი)).
ასრულებს სამ ბუღალტრულ გატარებას:

ფორმის ჩაბმა ოპერაციებზე ხდება შაბლონების შექმნის დროს. ოპერაციის შესრულების დროს ეკრანზე გამოდის საქონლის დაბრუნების ფორმა, სადაც დებეტის გრაფაში გვექნება მხოლოდ მომწოდებლის არჩევის საშუალება, ხოლო კრედიტის გრაფაში-საწყობის, რადგან ანალიზური ანგარიშების არჩევის შეზღუდვები დაწესებულია ოპერაციის დეტალებში:


იხილეთ აგრეთვე:

ცხრილი (Grid). 
1074-წარმოება პარტიების მიხედვით-წარმოადგენს ბუღალტრული გატარების ფორმას, რომელსაც მინიჭებული აქვს უნიკალური ნომერი (ID)-1074. ფორმა გამოიყენება წარმოების ოპერაციის ასაწყობად (დოკუმენტი- 0026 მზა პროდუქციის წარმოება-რეცეპტებით). ფორმა ასრულებს ერთ ბუღალტრულ გატარებას:

ფორმის ჩაბმა ოპერაციებზე ხდება შაბლონების შექმნის დროს. ოპერაციის დეტალებში (შაბლონებში) ანგარიშის მითითება შემდეგი პრინციპით ხდება:
  • დებეტის და კრედიტის გრაფაში მიეთითება "სასაქონლო-მატრიალური მარაგი"-ს (საწყობი) ანალიზური ანგარიში (16).

თავდაპირველად ივსება ოპერაციის დეტალები:
  1. ოპერაცია (Combo box)-ოპერაციის კოდი არჩეულია საწყის ეტაპზე;
  2. ოპერაციის თარიღი-ოპერაციის შესრულების თარიღი;
  3. ვალუტა ;
  4. საბუთის №;
  5. ა/ფ №;
  6. დებეტი (Combo box)-ვირჩევთ "სასაქონლო-მატერიალური მარაგი"-ს ანგარიშს (საწყობის ანაგრიშს, სადაც ხდება წარმოებული საქონლის მიღება);... დაწვრილებით 
1078-საქონლის წარმოება რედაქტირებით-წარმოადგენს ბუღალტრული გატარების ფორმას, რომელსაც მინიჭებული აქვს უნიკალური ნომერი (ID)-1078. ფორმა გამოიყენება წარმოების ოპერაციის ასაწყობად (დოკუმენტი- 0026 მზა პროდუქციის წარმოება-რეცეპტებით).
ფორმის ჩაბმა ოპერაციებზე ხდება შაბლონების შექმნის დროს. ოპერაციის დეტალებში (შაბლონებში) დებეტის გრაფაში მიეთითება მზა პროდუქციის (საწყობის) საბალანსო ანგარიში (1640), ხოლო კრედიტის გრაფაში-დაუმთავრებელი წარმოების საბალანსო ანგარიში (1630).ფორმა ასრულებს ერთ ბუღალტრულ გატარებას:

მზა პროდუქციის მიღების ფორმას აქვს შემდეგი სახე:

ფორმასთან მუშაობას ვიწყებთ გრაფების შევსებით:
  • ოპერაცია (Combo box)-ოპერაცია არჩეულია ავტომატურად;
  • ვალუტა;
  • კურსი;
  • ოპ. თარიღი;
  • საბუთის N;
  • ა/ფ N;
  • დებეტი (Combo box)-მზა პროდუქციის საწყობი;
  • კრედიტი (Combo box)-დაუმთავრებელი წარმოება;
  • გამოსაშვები პროდუქტები... დაწვრილებით 
1079-საქონლის დაშლა FIFO-წარმოადგენს ბუღალტრული გატარების ფორმას, რომელსაც მინიჭებული აქვს უნიკალური ნომერი (ID)-1079. ფორმა გამოიყენება საქონლის შემადგენელ კომპონენტებად დაშლის ოპერაციის აღსარიცხად (დოკუმენტი- 0003 მზა პროდუქციის წარმოება). ასრულებს ერთ ბუღალტრულ გატარებას.
ფორმის ჩაბმა ოპერაციებზე ხდება შაბლონების შექმნის დროს. ოპერაციის დეტალებში (შაბლონებში) დებეტის გრაფაში ვირჩევთ საწყობს, სადაც განთავსდება დაშლის შედეგად მიღებული კომპონენტები, ხოლო კრედიტის გრაფაში იმ საწყობს, სადაც განთავსებულია დასაშლელი საქონელი.

დაშლილი პროდუქციის მიღების ფორმას აქვს შემდეგი სახე:

ფორმასთან მუშაობას ვიწყებთ გრაფების შევსებით:
  • ოპერაცია (Combo box)-ოპერაცია არჩეულია ავტომატურად;
  • ოპ. თარიღი;
  • საბუთის ნომერი;
  • ა/ფ ნომერი;
  • დებეტი (Combo box)-ვირჩევთ საწყობს სადაც მიიღება დაშლილი პროდუქტი;
  • კრედიტი (... დაწვრილებით 
1080-სხვადასხვა გადაადგილება (მომწოდებლით)-წარმოადგენს ბუღალტრული გატარების ფორმას, რომელსაც მინიჭებული აქვს უნიკალური ნომერი (ID)-1080. ფორმა გამოიყენება საქონლის ერთი საწყობიდან მეორეში გადატანის ოპერაციის აღსარიცხად(დოკუმენტი- 0007 საქონლის გადაადგილება). ასრულებს ერთ ბუღალტრულ გატარებას.
ფორმის ჩაბმა ოპერაციებზე ხდება შაბლონების შექმნის დროს. ოპერაციის დეტალებში (შაბლონებში) დებეტისა და კრედიტის გრაფაში მიეთითება საქონლის საბალანსო ანგარიშები(1610). ამით უზრუნველყოფილი იქნება საქონლის ნებისმიერი საწყობის არჩევა.

ფორმას იყენებენ ისეთი შაბლონის შესაქმნელად, რომლითაც შესაძლებელი ხდება კონკრეტული მომწოდებლის მიერ მოწოდებული კონკრეტული საქონლის გადატანა ერთი საწყობიდან მეორეში.ამ დროს ეკრანზე გამოდის საქონლის მომწოდებელზე დაბრუნების ფორმა სადაც ერთიდაიგივე დასახელების საქონელი განთავსებულია იმდენ სტროქონად, რამდენი სხვადასხვა მომწოდებლისაგანაცაა იგი მიღებული:


იხილეთ აგრეთვე:

ცხრილი (Grid), ფორმა-1070... დაწვრილებით 
1081-ბორტის დაცლა-წარმოადგენს ბუღალტრული გატარების ფორმას, რომელსაც მინიჭებული აქვს უნიკალური ნომერი (ID)-1081. ფორმა გამოიყენება დისტრიბუციისთვის (დოკუმენტი- 0007 საქონლის გადაადგილება). ასრულებს ერთ ბუღალტრულ გატარებას:
  1. სასაქონლო-მატერიალური მარაგით შევსება, ბორტის დაცლა.

ფორმის ჩაბმა ოპერაციებზე ხდება შაბლონების შექმნის დროს. ბორტის დაცლის გამარტივებულ შესაძლებლობას გვაძლევს დისტრიბუციის მოდული, რომელში შემავალიც არის ბორტების ზედნადებები. 
1082-ბორტის დატვირთვა-წარმოადგენს ბუღალტრული გატარების ფორმას, რომელსაც მინიჭებული აქვს უნიკალური ნომერი (ID)-1082. ფორმა გამოიყენება დისტრიბუციისთვის (დოკუმენტი- 0007 საქონლის გადაადგილება). ასრულებს ერთ ბუღალტრულ გატარებას:
  1. ბორტის დატვირთვა სასაქონლო-მატერიალური მარაგით.

ფორმის ჩაბმა ოპერაციებზე ხდება შაბლონების შექმნის დროს. ბორტის დატვირთვის გამარტივებულ შესაძლებლობას გვაძლევს დისტრიბუციის მოდული, რომელში შემავალიც არის ბორტების ზედნადებები. 
1090-საქონლის სხვადასხვა გასავალი-წარმოადგენს ბუღალტრული გატარების ფორმას, რომელსაც მინიჭებული აქვს უნიკალური ნომერი (ID)-1090. ფორმა გამოიყენება სასაქონლო წუნის (გამოსაყენებლად უვარგისი საქონლის) ჩამოსაწერად (დოკუმენტი- 0008 სხვადასხვა გასავალი) და საკუთარი მოხმარებისათვის გამოყენებული საქონლის ჩამოსაწერად.
ორივე შემთხვევის დროს ასრულებს ერთ ბუღალტრულ გატარებას:

ფორმის ჩაბმა ოპერაციებზე ხდება შაბლონების შექმნის დროს.
1090-ფორმით შექმნილი შაბლონების შემთხვევაში ეკრანზე გამოდის იგივე ფორმა, რომელიც გამოიყენება მომწოდებლისათვის საქონლის დაბრუნების დროს.


იხილეთ აგრეთვე:

ცხრილი (Grid), ფორმა-1070. 
1106-ტარა-შესაფუთი მასალების გაგზავნა-წარმოადგენს ბუღალტრული გატარების ფორმას, რომელსაც მინიჭებული აქვს უნიკალური ნომერი (ID)-1106. ფორმა გამოიყენება ტარა-შესაფუთი მასალების მყიდველთან გადაადგილების აღრიცხვისათვის საქონლის შესყიდვის დროს(დოკუმენტი- 0007 საქონლის გადაადგილება). ასრულებს ერთ ბუღალტრულ გატარებას.
ფორმის ჩაბმა ოპერაციებზე ხდება შაბლონების შექმნის დროს. ოპერაციის დეტალებში (შაბლონებში) დებეტის გრაფაში მიეთითება იმ საწყობის საბალანსო ანგარიში (16) სადაც მოხდება ტარა-შესაფუთი მასალის შემოსვლა, ხოლო კრედიტის გრაფაში-იმ საწყობის საბალანსო ანგარიში (16), საიდანც ხდება ტარა-შესაფუთი მასალის გასვლა. 
1109-საქონლის დეკომპლექტაცია-წარმოადგენს ბუღალტრული გატარების ფორმას, რომელსაც მინიჭებული აქვს უნიკალური ნომერი (ID)-1109. ფორმა გამოიყენება საქონლის "კომპლექტის" შემადგენელ კომპონენტებად დაშლის ოპერაციის აღსარიცხად(დოკუმენტი- 0026 მზა პროდუქციის წარმოება რეცეპტით). ასრულებს ერთ ბუღალტრულ გატარებას.
ფორმის ჩაბმა ოპერაციებზე ხდება შაბლონების შექმნის დროს. ოპერაციის დეტალებში (შაბლონებში) დებეტის გრაფაში მიეთითება იმ საწყობის საბალანსო ანგარიში (16) საიდანაც მოხდება კომპლექტის კომპონენტების რეალიზაცია, ხოლო კრედიტის გრაფაში-იმ საწყობის საბალანსო ანგარიში (16), სადაც ინახება საქონლის კომპლექტი.

დეკომპლექტაციის ფორმას აქვს შემდეგი სახე:

ფანჯრის ზედა ნაწილში განთავსებულია მენიუს ზოლი, მის ქვემოთ (შუა ნაწილი) ძირითადი გრაფები და შემდეგ ცხრილი.
ფორმასთან მუშაობას ვიწყებთ გრაფების შევსებით:
1180-ტარა-შესაფუთი მასალების დაბრუნება-წარმოადგენს ბუღალტრული გატარების ფორმას, რომელსაც მინიჭებული აქვს უნიკალური ნომერი (ID)-1180. ფორმა გამოიყენება ტარა-შესაფუთი მასალების მყიდველიდან გამყიდველთან დაბრუნების აღრიცხვისათვის (დოკუმენტი- 0007 საქონლის გადაადგილება). ასრულებს ერთ ბუღალტრულ გატარებას.
ფორმის ჩაბმა ოპერაციებზე ხდება შაბლონების შექმნის დროს. ოპერაციის დეტალებში (შაბლონებში) დებეტის გრაფაში მიეთითება იმ საწყობის საბალანსო ანგარიში (16) სადაც მოხდება ტარა-შესაფუთი მასალის შემოსვლა (დაბრუნება), ხოლო კრედიტის გრაფაში-იმ საწყობის საბალანსო ანგარიში (16), საიდანც ხდება ტარა-შესაფუთი მასალის გასვლა. 
1214-საქონლის უკან დაბრუნება-წარმოადგენს ბუღალტრული გატარების ფორმას, რომელსაც მინიჭებული აქვს უნიკალური ნომერი (ID)-1214.
გამოიყენება გაყიდული საქონლის უკან დაბრუნების ოპერაციის ასაწყობად (დოკუმენტი-0009შემოსავლის ზედდებული).
ასრულებს სამ ბუღალტრულ გატარებას:
  1. საქონლის შემოსავალი;
  2. შემოსავლის კორექტირება;
  3. დღგ-ს კორექტირება.

ფორმის ჩაბმა ოპერაციებზე ხდება შაბლონების შექმნის დროს. ოპერაციის შესრულების დროს ეკრანზე გამოდის საქონლის დაბრუნების ფორმა, სადაც დებეტის გრაფაში გვექნება მხოლოდ საწყობის არჩევის საშუალება, ხოლო კრედიტის გრაფაში მხოლოდ დებიტორის არჩევის საშუალება.
დამატების ღილაკი აქტიურდება მას შემდეგ, რაც ვირჩევთ დებეტის და კრედიტის გრაფას, რის შემდეგაც ვირჩევთ კონკრეტულ საბუთს, რომელიდანაც ხდება საქონლის უკან დაბრუნება:

საქონლის გასავალი (დამატება)-რედაქტირებადი არის მხოლოდ რაოდენობის სვეტი და ცვლილების შეტანის შემდეგ, საშუალება... დაწვრილებით 
1215-საქონლის დაბრუნება +პრესეილერი-წარმოადგენს ბუღალტრული გატარების ფორმას, რომელსაც მინიჭებული აქვს უნიკალური ნომერი (ID)-1215. ფორმა გამოიყენება პრესეილერის მიერ რეალიზებული საქონლის უკან დაბრუნების აღსარიცხად(დოკუმენტი- 0009 შემოსავლის ზედდებული). ასრულებს სამ ბუღალტრულ გატარებას:
  1. საქონლის შემოსავალში აყვანა;
  2. რეალიზაციის შემცირება;
  3. დარიცხული დღგ-ის შემცირება.

ფორმის ჩაბმა ოპერაციებზე ხდება შაბლონების შექმნის დროს. ოპერაციის შესრულების დროს ეკრანზე გამოდის საქონლის დაბრუნების ფორმა, სადაც დებეტის გრაფაში გვექნება მხოლოდ საწყობის არჩევის საშუალება, კრედიტის გრაფაში მხოლოდ დებიტორის არჩევის საშუალება, ხოლო პრესეილის გრაფა შეგვიძლია ავირჩიოთ კონკრეტული რეალიზაციის შემსრულებელის ან ღილაკი დამატების საშუალებით და მივიღოთ ინფორმაცია თუ რომელმა პრესეილერმა მოახდინა საქონლის მიწოდება დებიტორზე.

არჩევის ღილაკის საშუალებით ვირჩევთ პრესეილერს.
საქონლის გასავალი (დამატება)- დამატების ღილაკის... დაწვრილებით 
9110-საქონლის ინვენტარიზაცია (შემოსავალი)-წარმოადგენს ბუღალტრული გატარების ფორმას, რომელსაც მინიჭებული აქვს უნიკალური ნომერი (ID)-9110. ფორმა გამოიყენება ინვენტარიზაციის დროს გამოვლენილი საქონლის შემოსავალში ასაყვანად (დოკუმენტი- 0009 შემოსავლის ზედდებული. ასრულებს ერთ ბუღალტრულ გატარებას:
  • საქონლის შემოსავალში აღება;
ფორმის ჩაბმა ოპერაციებზე ხდება შაბლონების შექმნის დროს. ოპერაციის დეტალებში (შაბლონებში)ანგარიშების მითითება შემდეგი პრინციპით ხდება:
დებეტის ანგარიშის გრაფაში მიეთითება საქონლის ჯგუფის საბალანსო ანგარიშის ნომერი (161) და კრედიტის ანგარიშის გრაფაში არასაოპერაციო შემოსავლების ჯგუფის საბალანსო ანგარიშის ნომერი (819);

საქონლის ინვენტარიზაციის (შემოსავალი) ფორმას აქვს შემდეგი სახე:
 

თავდაპირველად ივსება ფორმის „დეტალების“ გრაფები: 

  1. ოპერაცია (Combo box)-ოპერაციის კოდი არჩეულია თავიდანვე;
  2. ვალუტა (Combo box)-ვალუტა (GEL) არჩეულია თავიდანვე, თუმცა შეიძლება... დაწვრილებით 
9111-საქონლის ინვენტარიზაცია (ჩამოწერა)-წარმოადგენს ბუღალტრული გატარების ფორმას, რომელსაც მინიჭებული აქვს უნიკალური ნომერი (ID)-9111. ფორმა გამოიყენება სასაქონლო წუნის ჩამოსაწერად (დოკუმენტი- 0008 სხვადასხვა გასავალი) და მატერიალურად პასუხისმგებელ პირზე დანაკლისის დასაკისრებლად(დოკუმენტი- 0000 გასავლის ზედდებული).
წუნის ჩამოწერის დროს ასრულებს ერთ ბუღალტრულ გატარებას:


მატერიალურად პასუხისმგებელ პირზე დანაკლისის დაკისრების დროს სრულდება სამი ბუღალტრული გატარება:

ფორმის ჩაბმა ოპერაციებზე ხდება შაბლონების შექმნის დროს.
ოპერაციების შესრულება ხდება ავტომატურად მოდულიდან "საქონელი" (საქონელი => აღწერა)

იხილეთ აგრეთვე:

ცხრილი (Grid), ფორმა-9110, საქონლის შეძენა შიდა ბაზარზე
Copyright (c) 2016. All rights reserved.