Apex ERP Documentation
შინაარსიIndexHome
PreviousUpNext
1074-წარმოება პარტიების მიხედვით

1074-წარმოება პარტიების მიხედვით-წარმოადგენს ბუღალტრული გატარების ფორმას, რომელსაც მინიჭებული აქვს უნიკალური ნომერი (ID)-1074. ფორმა გამოიყენება წარმოების ოპერაციის ასაწყობად (დოკუმენტი- 0026 მზა პროდუქციის წარმოება-რეცეპტებით). ფორმა ასრულებს ერთ ბუღალტრულ გატარებას: 

 

ფორმის ჩაბმა ოპერაციებზე ხდება შაბლონების შექმნის დროს. ოპერაციის დეტალებში (შაბლონებში) ანგარიშის მითითება შემდეგი პრინციპით ხდება:

  • დებეტის და კრედიტის გრაფაში მიეთითება "სასაქონლო-მატრიალური მარაგი"-ს (საწყობი) ანალიზური ანგარიში (16).
 

თავდაპირველად ივსება ოპერაციის დეტალები:

  1. ოპერაცია (Combo box)-ოპერაციის კოდი არჩეულია საწყის ეტაპზე;
  2. ოპერაციის თარიღი-ოპერაციის შესრულების თარიღი;
  3. ვალუტა ;
  4. საბუთის №;
  5. ა/ფ №;
  6. დებეტი (Combo box)-ვირჩევთ "სასაქონლო-მატერიალური მარაგი"-ს ანგარიშს (საწყობის ანაგრიშს, სადაც ხდება წარმოებული საქონლის მიღება);
  7. კრედიტი (Combo box)-ვირჩევთ "სასაქონლო-მატერიალური მარაგი"-ს ანგარიშს (საწყობის ანაგრიშს, საიდანაც ხდება საქონლის წარმოება);
  8. გამოსაშვები პროდუქტი (Combo box) -ვირჩევთ გამოსაშვებ საქონელს, რომელიც დარეგისტრირებულია ცნობარში და ჩართული აქვს "საკუთარი წარმოება";
  9. რაოდენობა-ვუთითებთ მისაღები საქონლის რაოდენობას;
  10. კოდი-ვუთითებთ მიღებული საქონლის კოდს;
  11. ვადა-ვუთითებთ მიღებული საქონლის ვადას.
 

  • შენიშვნა-თუ წარმოება და წარმოებული საქონლის მიღება ხდება ერთი და იმავე საწყობში, საჭიროა გამოვიყენოთ კოდის გარდაქმნის საწყობი.
 

პროდუქციის წარმოების დროს ცხრილში (Grid) დარედაქტირებადი სვეტი არის:

  • გასავალი-საქონლის გასავალი (მისაღები საქონლისათვის საჭირო ინგრედიენტები);
  • დაშლილი რაოდენობა-საქონელი რომელსაც დარეგისტრირების დროს აქვს მითითებული "დაშლა".
 

ფორმას აქვს მენიუ შემდეგი ბრძანებებით:

 

იხილეთ აგრეთვე: 

 

ცხრილი (Grid) 

Copyright (c) 2016. All rights reserved.
რას ფიქრობთ ამ თემაზე? მოსაზრების გაგზავნა!