Apex ERP Documentation
შინაარსიIndexHome
PreviousUpNext
1078-საქონლის წარმოება რედაქტირებით

1078-საქონლის წარმოება რედაქტირებით-წარმოადგენს ბუღალტრული გატარების ფორმას, რომელსაც მინიჭებული აქვს უნიკალური ნომერი (ID)-1078. ფორმა გამოიყენება წარმოების ოპერაციის ასაწყობად (დოკუმენტი- 0026 მზა პროდუქციის წარმოება-რეცეპტებით). 

ფორმის ჩაბმა ოპერაციებზე ხდება შაბლონების შექმნის დროს. ოპერაციის დეტალებში (შაბლონებში) დებეტის გრაფაში მიეთითება მზა პროდუქციის (საწყობის) საბალანსო ანგარიში (1640), ხოლო კრედიტის გრაფაში-დაუმთავრებელი წარმოების საბალანსო ანგარიში (1630).ფორმა ასრულებს ერთ ბუღალტრულ გატარებას: 

 

მზა პროდუქციის მიღების ფორმას აქვს შემდეგი სახე: 

 

ფორმასთან მუშაობას ვიწყებთ გრაფების შევსებით:

  • ოპერაცია (Combo box)-ოპერაცია არჩეულია ავტომატურად;
  • ვალუტა;
  • კურსი;
  • ოპ. თარიღი;
  • საბუთის N;
  • ა/ფ N;
  • დებეტი (Combo box)-მზა პროდუქციის საწყობი;
  • კრედიტი (Combo box)-დაუმთავრებელი წარმოება;
  • გამოსაშვები პროდუქტები (Combo box)-რეცეპტის დასახელება, მისი არჩევის შემდეგ ჩანართში "რეცეპტები" გამოჩნდება რეცეპტის შემადგენელი ინგრედიენტები;
  • რაოდენობა-ბრაფაში ხელით იწერება გამოსაშვები პროდუქტის რაოდენობა;
  • კოდი-გამოსაშვები პროდუქტის კოდი;
  • ვადა-პროდუქტის ვარგისიანობის ვადა.
ფანჯარაში განთავსებული არის შემდეგი ბრძანებები:  

ფანჯარაში განთავსებული არის შემდეგი გრაფები და ბრძანებები:

  1. შტრიხკოდი-გრაფაში შესაძლებელია დასამატებელი ინგრედიენტის შტრიხკოდის მითითება, შტრიხკოდის მითითების შემთხვევაში დასახელების გრაფა ავტომატურად შეივსება;
  2. დასახელება-მოხრილ ისარზე მაუსის დაჭერით შესაძლებლობა გეძლევათ ამოირჩიოთ ინგრედიენტი, რომლის ნაშთიც გიფიქსირდებათ საწყობში;
  3. რაოდენობა-გრაფაში უთითებთ გასახარჯი ინგრედიენტის რაოდენობას;
  4. ნაშთი-გრაფაში ავტომატურად განთავსდება ინგრედიენტის ნაშთი კრედიტის გრაფაში მითითებული საწყობის მიხედვით;
  5. შენახვა;
  6. გაუქმება.
  • წაშლა;
  • ხარჯები;
  • რეცეპტის გადათვლა-ბრძანება უზრუნველყოფს დადგენილი რეცეპტით მზა პროდუქციის მიღებას, შედეგად ფანჯრის ქვედა ნაწლში ჩანართში "რეცეპტები" განთავსდება მზა პროდუქტისათვის დადგენილი რეცეპტი (ცნობარები =>საქონელი =>რეცეპტები=> საქონლის წარმოების რეცეპტი);
  • შენახვა-ბრძანების გამოყენების შემდეგ ეკრანზე ფანჯარა განთავსდება რედაქტირების რეჟიმში:
 

რედაქტირების ფანჯარაში აქტიურდება ბრძანება ხარჯები და აქტიურობას კარგავს ბრძანება რეცეპტის გადათვლა (ვინაიდან მზა პროდუქცია უკვე მიღებულია). ბრძანება დაჯგუფება/გაშლა გამოიყენება ისეთ შემთხვევაში, როდესაც ნედლეულის ჩამოწერა ხდება სხვადასხვა პარტიიდან, ანუ დაჯგუფებას ახდენს ნედლეულის შტრიხკოდის და დასახელების მიხედვით. ფანჯარაში შესაძლებელია გამოყენებული ნედლეულის რედაქტირება, დასარედაქტირებლად დააფიქსირეთ ნედლეულის დასახელება და გასავლის სვეტში მიუთითეთ გახარჯული ნედლეულის რაოდენობა.

Copyright (c) 2016. All rights reserved.
რას ფიქრობთ ამ თემაზე? მოსაზრების გაგზავნა!