Apex ERP Documentation
შინაარსიIndexHome
PreviousUpNext
1050–მომსახურება

1050-მომსახურება-წარმოადგენს ბუღალტრული გატარების ფორმას, რომელსაც მინიჭებული აქვს უნიკალური ნომერი (ID)-1050. ფორმა გამოიყენება მომსახურების აღსარიცხად(დოკუმენტი- 0014 სერვისი და მომსახურება). ასრულებს ორ ბუღალტრულ გატარებას:

  1. მომსახურება;
  2. დღგ-ს დარიცხვა.
ფორმის ჩაბმა ოპერაციებზე ხდება შაბლონების შექმნის დროს. ოპერაციის დეტალებში (შაბლონებში) 1-ლი გატარების დებეტის ანგარიშის გრაფაშიმიეთითება მომხმარებლის საბალანსო ანგარიშის ნომერი (1410) და კრედიტის ანგარიშის გრაფაში კი ანალიზური ანგარიში "შემოსავლები მომსახურებიდან" (6160000100), ამიტომ მომსახურების ოპერაციის შესრულების დროს მომხმარებელს შეუძლია აირჩიოს დებეტში მხოლოდ მომხმარებლები, ხოლო კრედიტში-მხოლოდ 6160000100-ანგარიში. მეორე გატარების შაბლონში დებეტში ჩაწერილია მომხმარებლის საბალანსო ანგარიში, ხოლო კრედიტში დარიცხული დღგ-ს ანალიზური ანგარიში (3330000100). 

 

მომსახურების ფორმას აქვს შემდეგი სახე: 

 

პირველად ივსება ოპერაციის დეტალები:

  1. ოპერაციის თარიღი (Combo box)-ოპერაციის შესრულების თარიღი;
  2. გადახდის თარიღი (Combo box)-მყიდველის მიერ თანხის გადახდის თარიღი;
  3. საბ. ნომერი-გრაფაში იწერება მომსახურების გაწევის შესახებ შედგენილი აქტის ნომერი (თუ არ შევიტანთ ნომერს, მაშიმ სისტემა მიანიჭებს ავტომატურად);
  4. გარე ნომერი-იწერება საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის ნომერი (მისი არსებობის შემთხვევაში);
  5. დებეტი (Combo box)-ვირჩევთ მომხმარებელს, რომლსაც ვუწევთ მომსახურებას;
  6. კრედიტი (Combo box)-ვირჩევთ შემოსავლების ანალიზურ ანგარიშს;
  7. ვალუტა (Combo box)-ვირჩევთ ვალუტას, რომელ ვალუტაშიც განხორციელდა მომსახურება;
  8. კურსი-შეგვყავს ვალუტის კურსი გამოსახული ლარში.
ფორმას აქვს მენიუს ზოლი სტანდარტული ბრძანებებით: ვირჩევთ მომსახურების სახეობას, მასზე მაუსის მარცხენა ღილაკზე ორჯერ დაჭერით (Enter) მოხდება მომსახურების დამატება და ფორმიდან გასვლა. შედეგად მომსახურების სახეობის ჩანაწერი გამოჩნდება ფანჯარაში "მომსახურება": 

 

ფანჯრის დახურვა შესაძლებელია –ს ღილაკზე მაუსის გამოყენებით.

1050 ფორმა ჩაბმულია შემდეგ ოპერაციებზე:
  • მომსახურება.
 

იხილეთ აგრეთვე: 

 

ცხრილი (Grid), მომსახურება (კოდი-500). 

Copyright (c) 2016. All rights reserved.
რას ფიქრობთ ამ თემაზე? მოსაზრების გაგზავნა!