Apex ERP Documentation
ContentsIndexHome
PreviousUpNext
ოპერაციები და მათი შესრულების ინსტრუქცია

სალაროს პროგრამის მენიუ

სალაროს პროგრამის საშუალებით ხორციელდება საცალო ვაჭრობის ობიექტებზე საქონლის რეალიზაციისა და უკან დაბრუნების ოპერაციები. პროგრამაში მუშაობა ხორციელდება მენიუს ზოლზე განთავსებული ბრძანებების (ღილაკები) მეშვეობით. მენიუს ზოლი განთავსებულია სამუშაო მაგიდის ქვედა ნაწილში: 

 

პროგრამის მენიუს ეკრანზე გამოტანა შესაძლებელია აგრეთვე "F5" კლავიშზე დაჭერით: 

 

Name 
Description 

სხვადასხვა ოპერაციები

თითოეულ მომხმარებელს (user) აქვს "Apex ERP"-ის სალაროების მართვის მოდულიდან, ადმინისტრატორის მიერ წინასწარ განსაზღვრული უფლებები, რომელთაც შეუძლიათ წვდომა ქონდეთ მათთვის მინიჭებული უფლებების შესაბამისად:

 
 

საქონლის რეალიზაცია 

აპექს-სალაროს პროგრამით, შესაძლებელია მოლარე-ოპერატორმა, საქონლის რეალიზაცია სხვადასხვა საშუალებით შეასრულოს:


მოლარე-ოპერატორის მიერ შესრულებული რეალიზაციის ოპერაციები, ასახვას ჰპოვებენ “Apex ERP”-ის ბუღალტერიის მოდულში. იმისათვის, რომ “Apex ERP”-ის ბუღალტერიის მოდულში სწორად აისახოს მოლარე-ოპერატორის მიერ რეალიზებული საქონელი, მოლარე-ოპერატორი ვალდებულია, მომხმარებლის მიერ სალაროსთან წარდგენილი საქონლის შტრიხკოდები და რაოდენობა სისტემაში სწორედ დააფიქსიროს (მაგ: მომხმარებლის მიერ, სალაროსთან მიტანილი... more 

დამატებული საქონლის რედაქტირება*

საქონლის რედაქტირების ბრძანება წარმოდგენილი არის, მოლარე-ოპერატორის სამუშაო მაგიდის მენიუში. ლოგიკურია, რომ საქონლის რედაქტირების ბრძანება არ არის აქტიური სარეალიზაციო საქნლის დამატებამდე, საკმარისია რაიმე საქონლის დამატება და ბრძანება აქტიურდება. საქონლის რედაქტირების გამომწვევი მიზეზი შეიძლება იყოს მოლარე-ოპერატორის შცდომა, მომხმარებლის მიერ საქონლის შეძენის გადაფიქრება და ა.შ. ბრძანება მენიუს ზოლში წარმოდგენილი არის შემდეგი სახით:

ბრძანების გამოყენების შედეგად ეკრანზე გამოდის ახალი ფანჯარა, რომელიც სისტემაში იხსნება შემდეგი სახით:

მოლარე-ოპერატორს ფანჯარაში არსებული რაოდენობის სვეტიდან შეუძლია სარეალიზაციო საქონლის რედაქტირება, ფანჯარაში ასევე აქტიური არის წაშლის ბრძანება, მისი გამოყენებით ეკრანზე გამოვა გამაფრთხილებელი შეტყობინება, სადაც საქონლის წაშლის ორი ვარიანტი არის გათვალისწინებული „მიმდინარე ჩანაწერის მოშლა“ და „ყველა ჩანაწერის მოშლა“

მათ... more 

ჩეკის დაბრუნება

საქართველოს კანონმდებლობით, როდესაც საკონტროლო სალარო აპარატში შეცდომით ამოიბეჭდება თანხა, უნდა შედგეს დანართი №1-ით განსაზღვრული ფორმის აქტი, რომელსაც ხელი უნდა მოაწეროს, როგორც მოლარე-ოპერატორმა, ასევე მოლარე-ოპერატორზე ზედამხედველმა პირმა (ბუღალტერი, გაყიდვების მენეჯერი და ა.შ.), შეცდომით ამობეჭდილი ჩეკი კი უნდა დაერთოს აქტს. ასეთივე აქტი ორ ეგზემპლარად დგება იმ შემთხვევაშიც, როდესაც მომხმარებელის მიერ ხდება იმ დღეს ნაყიდი საქონლის დაბრუნება ჩეკის საფუძველზე და ამასთან, მოლარე-ოპერატორს გააჩნია იმის უფლება, რომ მიიღოს საქონელი და დაუბრუნოს მომხმარებელს მასში გადახდილი თანხა. ამ შემთხვევაში, ზემოაღნიშნული პირების გარდა აქტს ხელი უნდა მოაწეროს მომხმარებელმაც, რომელსაც უნდა გადაეცეს აქტის ერთი ეგზემპლარი, ხოლო მოლარე-ოპერატორთან დარჩენილ აქტს უნდა დაეკრას მომხმარებლის მიერ საქონლის დაბრუნებისას წარდგენილი... more 

სტორნირება

საკონტროლო სალარო აპარატზე შეცდომით ამობეჭდილი ფაქტის დაფიქსირებას თან უნდა ერთვოდეს დანართი №1-ით განსაზღვრული ფორმის აქტი.
შეცდომით გატარებული რეალიზაციის შესაცვლელად (გასწორების მიზნით) გამოიყენება სამუშაო მაგიდის მენიუს ზოლში განთავსებული ბრძანება „სტორნირება“ ( ჩეკის გაუქმება).


ბრძანების გამოყენების შედეგად, ეკრანზე გამოდის დიალოგური ფანჯარა „სტორნირება“:

ფანჯარაში „სტორნირების“ ოთხი ვარიანტი არის წარმოდგენილი, რომლის არჩევაც გადართვის ღილაკით არის შესძლებელი:

  • რეალიზებული საქონლის;
  • დაბრუნებული საქონლის;
  • გაცემული საჩუქრის;
  • დაბრუნებული საჩუქრის.
ოპერაციის არჩევა ხდება იმის მიხედვით, რომელი ოპერაციის სტორნირებასაც ვახდენთ, ანუ რა სახით არის საქონლის მომხმარებლისთვის მიწოდება ან მომხმარებლისგან დაბრუნება განხორციელებული (საქონელი, საჩუქარი). ფანჯრის გახსნისას გადართვის ღილაკი ავტომატურად მიანიშნებს „რეალიზებული საქონლის სტორნირება“-ს, გადართვის ღილაკის დახმარებით აირჩიეთ ის ოპერაცია, რომლის სტორნირებასაც... more 

ჩეკის გადადება


სავაჭრო ობიექტის სალაროსთან, ხშირად შეიძლება ადგილი ჰქონდეს არასტანდარტულ შემთხვევას. მაგ: მომხმარებელი შესაძენი საქონლით მიდის მოლარე-ოპერატორთან, შესაბამისად მოლარე-ოპერატორი ახორციელებს სალაროსთან მიტანილი საქონლის რეალიზაციას, მომხმარებელს ახსენდება, რომ კიდევ სურს სხვა საქონელის შეძენა, როდესაც სალაროსთან რიგია მყიდველის მიერ ახალი საქონლის მოსატანად წასვლა და მისთვის ლოდინი იწვევს გარკვეულ დისკომფორტს სხვა მომხმარებლებისგან, ასევე მოუხერხებელია და გარკვეული დრო სჭირდება სარეალიზაციო საქონლის წაშლას. სისტემა უზრუნველყოფს ასეთი პრობლემის მარტივად გადაწყვეტას, რათა არ შეფერხდეს კლიენტების მომსახურება, კერძოდ მოლარე-ოპერატორი ასრულებს ოპერაციას „ჩეკის გადადება“ და ემსახურება სალაროსთან მყოფ სხვა მომხმარებლებს, შესაბამისად ამ პერიოდში სალაროს მუშაობა არ ჩერდება, მოლარე-ოპერატორს შეუძლია რამდენიმე ჩეკის გადადება (რაოდენობა შეზღუდული არ არის). საქონლის დასამატებლად წასული... more 

გადახდის საშუალებები

სალაროს ოპერაციების წარმოება განსაზღვრული არის გარკვეული წესით, კერძოდ, როდესაც საქონლის რეალიზაცია ხორციელდება ნაღდი ანგარიშსწორებით (თანხის მიღებით), სალაროში თანხის ასახვა უნდა მოხდეს ნაღდი ანგარიშსწორების საფუძველზე, ხოლო უნაღდო ანგარიშსწორების შემთხვევაში, როდესაც გადახდის საშუალებას წარმოადგენს საბანკო ბარათი, მისი ასახვა სისტემაში უნდა განხორციელდეს უნაღდო ანგარიშსწორბის სახით. „აპექს-სალაროს“ პროგრამაში გათვალისწინებულია გადახდის სხვადასხვა საშუალებების გამოყენება.
გადახდის ოპერაცია სრულდება სამუშაო მაგიდის მენიუს ზოლში განთავსებული ბრძანებით. ბრძანება აქტიურდება მას შემდეგ რაც განხორციელდება საქონლის დამატება და გააქტიურდება თანხის შესატანი სვეტი.
ბრძანების გამოყენების შედეგად, ეკრანზე გამოდის შემდეგი სახის ფანჯარა:

ფანჯრიდან ხდება გადახდის საშუალების არჩევა, ვაფიქსირებთ სტრიქონს, იმის მიხედვით თუ მომხმარებელი რა სახით ახორციელებს ანგარიშსწორებას, შედეგად აქტიურდება ბრძანება „გასვლა... more 

  1. Apex-ის სალაროს ამოცანის პინპადთან მუშაბის ინტეგრაციისთვის მოდიფიცირდა/დაემატა მოდულები.

  1. სამივე ბიბლიოთეკას (.dll) ჭირდება სისტემაში დარეგისტრირება.

  1. უნდა დაკონფიგურირდეს შესაბამისი კონფიგურაციის (.xml) ფაილები.

  1. პინპადთან მიმართებაში ოპერაციების წარმოება.
4.1
4.1.1. პინპადთან მიმართებაში "2.ოპერაციები"-ს ამორჩევისას შეიძლება მიეთითოს გადახდის საშუალებად თბს-ის ბარათი, ასევე ამ პუნქტიდან გავდივართ რათა შევასრულოდ რეალიზებული საქონლის დაბრუნება ან სტორნირება რომელშიც შეიძელბა ფიგურირებდეს თბს ბანკის ბარათით ანგარიშსწორება და შესაბამისად მოხდება მისი რევერსალი.
4.1.2. "5. X-ბრუნა" პუნქტის ამორჩევისას გამოვა ქვემენიუ, საიდანაც ვირჩევთ გაკეთდეს სალაროს თუ პინპადის X-ბრუნა, ამასთან პინპადის X-ბრუნაზე წვდომა აქვს ყველას ვისაც კი უფლება აქვს აწარმოოს ოპერაციები ან შეასრულოს X-ბრუნა, მნიშველობა არა აქვს ცვლა გახსნილია თუ არა;
4.1.3. "6. Z-ბრუნვა" პუნქტის ამორჩევისას... more 

საქონლის რეალიზაცია ფასდაკლებით

საქონლის რეალიზაციის დროს შესაძლებელია მომხმარებელმა ისარგებლოს წინასწარ განსაზღვრული ფასდაკლებით, მოლარე-ოპერატორს შუძლია ფასდათმობა განახორციელოს გარკვეულ მომხმარებლებზე (მაგ: პენსიონრები, ინვალიდები და ა.შ.). სისტემა ასევე უზრუნველყოფს რაიმე ნივთის საჩუქრად გადაცემის შესაძლებლობას, დაგროვებითი ბარათის მეშვეობით (ლოიალური ბარათები, მათი რეგისტრირება ხდება “Apex ERP”-ის ბარათების აღრიცხვის მოდულის მეშვეობით), დაგროვილი ქულების სანაცვლოდ. საქონლის რეალიზაციისათვის ფასდასაკლებად ან საჩუქრის გასაცემად შეგიძლიათ გამოიყენეთ მენიუში განთავსებული ბრძანება , აღნიშნულ ბრძანებაზე დაჭერით ეკრანზე გამოვა მენიუს ფანჯარა:

მენიუში განთავსებული არის შემდეგი ბრძანებები:

 

საქონლის (მომსახურების) რეალიზაცია დიპლომატიური მისიის წარმომადგენლებზე

საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულია დიპლომატიური მისიის წარმომადგენლობაზე საქონლის/მომსახურების მიწოდების განსხვავებული პირობები, კერძოდ საქონლის/მომსახურების მიწოდება, რომელიც განკუთვნილი არის უცხოეთის დიპლომატიურ და მათთან გათანაბრებულ წარმომადგენლობათა ოფიციალური სარგებლობისათვის, ამ წარმომადგენლობათა და დიპლომატიური მისიის წევრების (მათთან მცხოვრებ ოჯახის წევრთა ჩათვლით) პირადი სარგებლობისათვის იბეგრება დღგ-ის ნულოვანი განაკვეთით, რომლის გამოყენების წესს განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი. დიპლომატიური მისიის წარმომადგენლებს გააჩნიათ სპეციალური სტატუსის დამადასტურებელი მოწმობა, რის საფუზველზეც ხდება დღგ-ის განაკვეთის შემცირება.
პროგრამაში გათვალისწინებულია აღნიშნული პირობები.
დიპლომატიური მისიის წარმომადგენლებზე საქონლის რეალიზაციის/მომსახურების დროს შეგიძლიათ გამოიყენეთ მენიუში განთავსებული ბრძანება ) , აღნიშნულ ბრძანებაზე დაჭერით ეკრანზე გამოვა ფანჯარა „დიპლომატიური სამსახურის ID”:

ფანჯარაში არის ერთადერთი სვეტი, რომელიც წარმოადგენს... more 

ბეჭდვა

პროგრამიდან შესაძლებელია ყველა სახის ჩეკების ასლების შეუზღუდავი რაოდენობით დაბეჭდვა. ბეჭდვა შესაძლებელია მენიუს ბრძანებაზე "ბეჭდვა" დაწკაპუნების (დაჭერის) შემდეგ. აქედან არის შესაძლებელი, აგრეთვე, საჭიროების შემთხვევაში ელექტრონული სასაქონლო ზედნადების ატვირთვა შემოსავლების სამსახურის სერვერზე (http://rs.ge

გადახდის საშუალების შეცვლა

სალაროს ოპერაციების წარმოება განსაზღვრული არის გარკვეული წესით, კერძოდ, როდესაც საქონლის რეალიზაცია ხორციელდება ნაღდი ანგარიშსწორებით (თანხის მიღებით), სალაროში თანხის ასახვა უნდა მოხდეს ნაღდი ანგარიშსწორების საფუძველზე, ხოლო უნაღდო ანგარიშსწორების შემთხვევაში, როდესაც გადახდის საშუალებას წარმოადგენს საბანკო ბარათი, მისი ასახვა სისტემაში უნდა განხორციელდეს უნაღდო ანგარიშსწორბის სახით. ალბათობას წარმოადგენს მოლარე-ოპერატორის მიერ, სალაროში თანხის არასწორედ ასახვა მაგ: მომხმარებელს სარეალიზაიო საქონლის გადასხდელი თანხის ნაწილის გადახდა სურს ნაღდი ანგარიშსწორებით, ხოლო ნაწილის საბანკო ბარათით. ჯამურად თანხის ასახვა მოლარე-ოპერატორმა სისტემაში სწორად განახორციელა, მაგრამ აღმოაჩინა შეუსაბამობა ანუ პროგრამაში ოპერაციის გატარება შებრუნებით ასახა, კერძოდ ბარათიდან მოხსნილ თანხას მიუთითა ნაღდი ანგარიშსწორება, ხოლო ნაღდი ანგარიშსწორებით გადახდილი საბანკო ბარათით გადახდა. აღნიშნული შეცდომა... more 

Created with a commercial version of Doc-O-Matic. In order to make this message disappear you need to register this software. If you have problems registering this software please contact us at support@toolsfactory.com.
Copyright (c) 2011. All rights reserved.
What do you think about this topic? Send feedback!