Apex ERP Documentation
ContentsIndexHome
PreviousUpNext
Z_ბრუნვა

სალაროდან Z_ბრუნვის ამოღება

საკონტროლო–სალარო აპარატის გამოყენების ვალდებულება ეკისრებათ ეკონომიკური საქმიანობით დაკავებულ პირებს, რომლებიც საქონლის მომხმარებლისათვის მიწოდებას ნაღდი ფულადი ანგარიშსწორებით აწარმოებენ, შესაბამისად ყოველი საოპერაციო დღის დასრულებისას უნდა განხორციელდეს საკონტროლო სალარო აპარატის და სისტემაში რეალიზებული საქონლის თანხის შედარება, როდესაც მუშაობას ვიწყებთ ისეთ ობიექტზე რომელსაც აქვს მუშაობის ისტორია მაშინ საჭიროა ახალი ცვლის გახსნა, მაგრამ ახალი ცვლის გახსნა ვერ მოხერხდება თუ გასული ცვლის ჩახურვა არ არის განხორციელებული. 

ცვლის ცახურვა და "Z-ანგარიშის" სისტემიდან ამოღება ხორციელდება შემდეგი თანმიმდევრობით: 

მენიუს ფანჯარაში განთავსებული ბრძანება "Z-ბრუნვა" გვაძლევს მიმდინარე ცვლის ჩახურვის საშუალებას. აღნიშნული ბრძანების გამოყენებით, ეკრანზე გამოდის შემდეგი სახის დიალოგური ფანჯარა: 

 

 

უარყოფის შემთხვევაში ფანჯარა დაიხურება, ხოლო თანხმობის შემთხვევაში კი ეკრანზე გამოვა ფანჯარა სახელწოდებით "Z-ანგარიშგება": 

 

ფანჯარაში აქტიურია ველი "ამოღებული თანხა სულ", სადაც იწერება სალაროდან ამოღებული თანხა ჯამურად, თუ დადგენილია სალაროში თანხის კუპირების მიხედვით აღრიცხვა, მაშინ სალაროდან თანხის ამოღება აღირიცხება კუპიურების მიხედვით. ამისათვის უნდა ჩავრთოთ ღილაკი "თანხის წყობის გაშიფვრით", გააქტიურდება კუპიურებისა და მონეტების რაოდენობათა შესატანი ველები (თითოეულ ველში იწერება მონეტის ან კუპიურის შეტანილი რაოდენობა-ცალი) კუპიურებისა და მონეტიბის სვეტებს ბოლოში აქვს მაჯამებელი ველები, სადაც ცალ-ცალკე დაჯამდება სალაროდან ამოღებული ყველა კუპიურისა და ყველა მონეტის თანხები, შესაბამისად ორი ველის ჯამი ავტომატურად გადადის ველში "ამოღებული თანხა სულ": 

 

დააჭირეთ მაუსი (ან დააჭირეთ Enter-კლავიშს) ღილაკზე "შესრულება", ეკრანზე გამოვა "Z-ანგარიშგება" ნახვის რეჟიმში (Print Preview), საიდანაც შეგვიძლია აგრეთვე დაბეჭდვაც. დაბეჭდვის გარეშე ფორმიდან გასვლა შესაძლებელია დახურვის -ღილაკის დაფიქსირებით ან Esc-კლავიშზე დაჭერით. ნებისმიერ შემთხვევაში ეკრანზე გამოვა ფორმა: 

 

სადაც კვლავ აქტიური დაგვხვდება ბრძანება "ცვლის გახსნა", მისი გამოყენებით , ეკრანზე გამოვა მენიუს ფანჯარა საიდანაც შეგვიძლია ახალი ცვლის გახსნა.

Created with a commercial version of Doc-O-Matic. In order to make this message disappear you need to register this software. If you have problems registering this software please contact us at support@toolsfactory.com.
Copyright (c) 2011. All rights reserved.
What do you think about this topic? Send feedback!