Apex ERP Documentation
ContentsIndexHome
PreviousUpNext
ცვლის გახსანა

ცვლის გახსანა

მომხმარებლის სისტემაში ავტორიზაციის შემდეგ, აუცილებლობას წარმოადგენს პროგრამაში "ცვლის გახსნა", რათა საქონლის რეალიზაცია აისახოს მიმდინარე დღის თარიღით. "ცვლის გახსნის" შესაძლებლობა არ აქვს სისტემაში დაეგისტრირებულ ყველა მომხმარებელს, შესაბამისად აღნიშნული ოპერაცია შეუძლია განახორციელოს მხოლოდ ისეთ მომხმარებელს, რომელსაც გააჩნია უფლება. 

მომხმარებლის სისტემაში შესვლის შემდეგ, ეკრანზე გამოდის ფანჯარა სტანდარტული ბრძანებებით, რომელიც გვაძლევს "ცვლის გახსნის" საშუალებას.

  1. თუ ვიწყებთ მუშაობას ახალ ობიექტზე "ცვლის გახსნა" ბრძანების გამოყენებისას ეკრანზე გამოდის შემდეგი ფანჯარა:
 

წინა ცვლის თარიღის ველი ცარიელია, რაც იმას ნიშნავს, რომ იხსნება "პირველი" ცვლა და აღნიშნულ თარიღამდე არ განხორციელებულა სალაროს ოპერაციები. დააჭირეთ მაუსი (ან Enter-კლავიშს) ბრძანებაზე "შესრულება", ეკრანზე გამოვა მენიუს ფანჯარა იმ განსხვავებით, რომ აქტიური იქნება ღილაკი "ოპერაციები" და მისი გამოყენების შემდეგ ეკრანზე გაიშლება სამუშაო მაგიდა, სადაც უკვე შესაძლებელია სალაროს ოპერაციების შესრულება;

  1. თუ მუშაობას ვაგრძელებთ ობიექტზე, რომელსაც აქვს მუშაობის ისტორია, მაშინ "ცვლის გახსნა" ბრძანების გამოყენებისას ეკრანზე გამოვა შემდეგი ფანჯარა:
 

ახალი ობიექტის ცვლის გახსნისგან განსხვავებით წინა ცვლის თარიღი შევსებულია, რაც ნიშნავს, რომ წინა ცვლაში განხორციელებული ოპერაციები დახურულია და იხნება ახალი ცვლა. დააჭირეთ მაუსი (ან Enter-კლავიშს) ბრძანებაზე "შესრულება", ეკრანზე გამოვა მენიუს ფანჯარა იმ განსხვავებით, რომ აქტიური იქნება ღილაკი "ოპერაციები" და მისი გამოყენების შემდეგ ეკრანზე გაიშლება სამუშაო მაგიდა, სადაც უკვე შესაძლებელია სალაროს ოპერაციების შესრულება;

Created with a commercial version of Doc-O-Matic. In order to make this message disappear you need to register this software. If you have problems registering this software please contact us at support@toolsfactory.com.
Copyright (c) 2011. All rights reserved.
What do you think about this topic? Send feedback!