ჩეკის დაბრუნება
საქართველოს კანონმდებლობით, როდესაც საკონტროლო სალარო აპარატში შეცდომით ამოიბეჭდება თანხა, უნდა შედგეს დანართი №1-ით განსაზღვრული ფორმის აქტი, რომელსაც ხელი უნდა მოაწეროს, როგორც მოლარე-ოპერატორმა, ასევე მოლარე-ოპერატორზე ზედამხედველმა პირმა (ბუღალტერი, გაყიდვების მენეჯერი და ა.შ.), შეცდომით ამობეჭდილი ჩეკი კი უნდა დაერთოს აქტს. ასეთივე აქტი ორ ეგზემპლარად დგება იმ შემთხვევაშიც, როდესაც მომხმარებელის მიერ ხდება იმ დღეს ნაყიდი საქონლის დაბრუნება ჩეკის საფუძველზე და ამასთან, მოლარე-ოპერატორს გააჩნია იმის უფლება, რომ მიიღოს საქონელი და დაუბრუნოს მომხმარებელს მასში გადახდილი თანხა. ამ შემთხვევაში, ზემოაღნიშნული პირების გარდა აქტს ხელი უნდა მოაწეროს მომხმარებელმაც, რომელსაც უნდა გადაეცეს აქტის ერთი ეგზემპლარი, ხოლო მოლარე-ოპერატორთან დარჩენილ აქტს უნდა დაეკრას მომხმარებლის მიერ საქონლის დაბრუნებისას წარდგენილი ჩეკი.
ასეთ შემთხვევაში, „აპექს-სალაროს“ პროგრამაში მოლარე-ოპერატორმა უნდა ასახოს საქონლის დაბრუნების ოპერაცია, პროგრამაში „ჩეკის დაბრუნება“ შესაძლებელია სამუშაო მაგიდის, მენიუს ზოლში განთავსებული „ჩეკის დაბრუნება“ ბრძანებით.
ბრძანების გამოყენების შედეგად, ეკრანზე გამოდის დიალოგური ფანჯარა დაბრუნება:
ფანჯარაში საქონლის დაბრუნების ორი ვარიანტი არის წარმოდგენილი, რომლის არჩევაც გადართვის ღილაკით არის შესძლებელი:
ფანჯარაში რეალიზებული საქონლის რაოდენობა მოცემული არის მინუს ნიშნით, ვინაიდან სისტემა ინფორმაციას გვაწვდის გასული საქონლის შესახებ. განვიხილოთ საქონლის დაბრუნების ვარიანტები:
1. რეალიზებული საქონლის სრულად დაბრუნების შემთხვევაში, ფანჯარაში საქონლის რაოდენობის ველს ვტოვებთ უცვლელად;
2. რეალიზებული სქონლის გარკვეული ნაწილის დაბრუნების შემთხვევაში, ფანჯარაში განთავსებული რედაქტირების ბრძანება, საშუალებას გვაძლევს შევცვალოთ რაოდენობა, ველში ხდება იმ რაოდენობის მითითება რამდენსაც ვიბრუნებთ.
ორივე შემთხვევის დასაფიქსირებლად ვიყენებთ “Enter”-კლავიშს, ჩეკის დაბრუნების ეკრანზე გამოჩენამდე. უკან დაბრუნების ჩეკი ეკრანზე გამოდის შემდეგი სახით:
ჩეკში გაშიფრულად არის წარმოდგენილი დაბრუნების ოპერაციის ამსახველი ისეთი მონაცემები, როგორიცაა: საოპერაციო დღე, ცვლის ნომერი, რომელმა მოლარემ განახორციელა ჩეკის დაბრუნება, დაბრუნებული ქვითრის ნომერი, რეალიზაციის დროს ჩეკის ნომერი, ჩეკის გახსნის და დახურვის დრო, საქონლის დასახელება, დაბრუნებული საქონლის რაოდენობა და მომხმარებლისათვის დასაბრუნებელი თანხა.
დაბრუნების ჩეკში, როდესაც მითითებულია ჩეკის ნომერი, ეკრანზე გამოდის ამ ჩეკით რეალიზებული საქონლის ჩამონათვალი, რეალიზაციის დროს არსებული ფასებითა და ფასდაკლებით (თუ მომხმარებელმა ისარგებლა ფასდაკლებით). დაბრუნების ოპერაციაში საქონლის დამატება შეუძლებელია. როდესაც მყიდველი აბრუნებს შეძენილი საქონლის ნაწილს, დაბრუნების ჩეკში უნდა დავტოვოთ, მხოლოდ ისეთი საქონელი, რომელიც ორგანიზაციაში ბრუნდება და შესაბამისად ამოიშალოს ჩეკში შემავალი ისეთი საქონელი, რომლის დაბრუნებაც არ ხდება. დაბრუნების ჩეკში “Enter”-კლავიშის გამოყენების შემდეგ, ავტომატურად გადავდივართ თანხის დაბრუნების ოპერაციაზე, შედეგად იბეჭდება დაბრუნების ჩეკი.
როდესაც მყიდველისგან საქონლის დაბრუნება ხდება ჩეკის გარეშე, დაბრუნების ოპერაციაში, ჩეკის ნომრის მისათითებელ სვეტში ვწერთ „0“-ს. სისტემა აღნიშნული ნომრით ჩეკს რა თქმა უნდა ვერ მოიძევს და შესაბამისად შესაძლებლობა გვეძლევა „ჩეკის დაბრუნება“ განვახორციელოთ ხელით. ამ შემთხვევაში შეგვიძლია ხელით მოვახდინოთ როგორც საქონლის დამატება, ასევე საქონლის რაოდენობის და საქონლის სარეალიზაციო ფასის შეცვლა, რომელის საშუალებასაც გვაძლევს მენიუს ზოლში განთავსებული - „რედაქტირების“ ღილაკი. ღილაკის გამოყენების შედეგად, სამუშაო მაგიდაზე რაოდენობის და ერთეულის ფასის სვეტები გახდება რედაქტირებადი:
როდესაც მყიდეველი უკან აბრუნებს საქონელს, გასათვალისწინებელია შეძენის დროს ანგარიშსწორების სახე. მომხმარებელმა, თუ ანგარიშსწორება განახორციელა საბანკო ბარათით თანხის დაბრუნების ორი ვარიანტი შეიძლება გამოიყენოს მოლარე-ოპერატორმა: 1. მოლარე-ოპერატორი მომხმარებელს თანხას უბრუნებს სალაროდან, საქონლის დაბრუნების შესაბამისი აქტის საფუძველზე; 2. მოლარე-ოპერატორი მომხმარებელს გადასცემს საქონლის დაბრუნების აქტს ორგანიზაციის ბუღალტერიაში წარსადგენად, რათა ბარათიდან ჩამოჭრილი თანხა დაუბრუნდეს მომხმარებელს საბანკო ანგარიშზე. |
Copyright (c) 2011. All rights reserved.
|
What do you think about this topic? Send feedback!
|