დამატებული საქონლის რედაქტირება*
საქონლის რედაქტირების ბრძანება წარმოდგენილი არის, მოლარე-ოპერატორის სამუშაო მაგიდის მენიუში. ლოგიკურია, რომ საქონლის რედაქტირების ბრძანება არ არის აქტიური სარეალიზაციო საქნლის დამატებამდე, საკმარისია რაიმე საქონლის დამატება და ბრძანება აქტიურდება. საქონლის რედაქტირების გამომწვევი მიზეზი შეიძლება იყოს მოლარე-ოპერატორის შცდომა, მომხმარებლის მიერ საქონლის შეძენის გადაფიქრება და ა.შ. ბრძანება მენიუს ზოლში წარმოდგენილი არის შემდეგი სახით:
ბრძანების გამოყენების შედეგად ეკრანზე გამოდის ახალი ფანჯარა, რომელიც სისტემაში იხსნება შემდეგი სახით:
მოლარე-ოპერატორს ფანჯარაში არსებული რაოდენობის სვეტიდან შეუძლია სარეალიზაციო საქონლის რედაქტირება, ფანჯარაში ასევე აქტიური არის წაშლის ბრძანება, მისი გამოყენებით ეკრანზე გამოვა გამაფრთხილებელი შეტყობინება, სადაც საქონლის წაშლის ორი ვარიანტი არის გათვალისწინებული „მიმდინარე ჩანაწერის მოშლა“ და „ყველა ჩანაწერის მოშლა“
მათ წინ განთავსებული გადართვის ღილაკები უზრუნველყოფენ ბრძანების ამორჩევას.
* დამატებული საქონლის რედაქტირება შესაძლებელია ჩეკის დაბეჭდვამდე!
Copyright (c) 2011. All rights reserved.
|
What do you think about this topic? Send feedback!
|