Apex ERP Documentation
ContentsIndexHome
PreviousUpNext
ჩეკების ბეჭდვა

ჩეკების ბეჭდვა

ჩეკების დაბეჭდვისათვის გამოიყენება მენიუს ბრძანება ბეჭდვა , აღნიშნულ ბრძანებაზე დაჭერის შემთხვევაში ეკრანზე გამოვა ფანჯარა „ჩეკების ბეჭდვა“, რომელშიც სასურველი ჩეკის დასაბეჭდად გამოიყენება ფანჯარაში არსებული გადართვის ღილაკები. 

ფანჯარას აქვს შემდეგი სახე: 

  • გადართვის ღილაკი „ბოლოდან N“-ფანჯარაში შესვლის დროს ღილაკი ავტომატურად ჩართულია, მისი დახმარებით ხდება სასურველი ჩეკის მოძიება, ბოლოდან რიგითობის მიხედვით (მაგ: თუ ძებნის ველში ჩავწერთ რიცხვს „35“, მაშინ სისტემა ამოსაბეჭდად მოიძიებს ჩეკს, რომელიც ბოლოს ამობეჭდილი ჩეკიდან წინ გადმოთვლის შემდეგ იქნება „35“-ე);
  • გადართვის ღილაკი “Log N”-სისტემა უზრუნველყოფს და ინახავს ყველა ჩეკს რეალიზაციის დროს. ღილაკის გადართვის შემთხვევაში, შესაძლებელია ავარიული დაზიანების შემთხვევაში სასურველი ჩეკის ბეჭდვა (ჩეკი იბეჭდება ინგლისურად);
  • გადართვის ღილაკი “ჩეკის N”-ღილაკის გადართვის შემთხვევაში, ამოსაბეჭდად მოიძებნება ის ჩეკი, რომელიც ბოლოვდება ძებნის ველში ჩაწერილი რიცხვით (მაგ: თუ ძებნის ველში ჩავწერთ რიცხვს „15“, მაშინ მოიძებნება ის ჩეკი, რომელიც ბოლოვდება „15“-ით).
გარდა ზემოთ აღნიშნულისა, ფანჯარაში მოცემული არის ჩეკების ტიპების ჩამონათვალი, რომელთა ამობეჭდვაც შესაძლებელია ფანჯარაში არსებული დასახელებების წინ განთავსებული გადართვის ღილაკებით. ჩამონათვალიდან განსაკუთრებულ ჩეკის ტიპს წარმოადგენს „საქონლის რეალიზაცია (საბითუმო)“-აღნიშნული ჩამონათვლის ჩამრთველი ღილაკის გამოყენებით, შესაძლებელია ელექტრონული სასაქონლო ზედნადების ატვირთვა შემოსავლების სამსახურის სერვერზე. მყიდველის მოთხოვნით შესაძლებელია ელექტრონული ზედნადების გააქტიურება და საჭიროების შემთხვევაში ელექტრონული ზედნადების ბეჭდვა; 

სასურველი ჩეკის დასაბეჭდად, გამოიყენეთ ბრძანება შესრულება, აღნიშნული მოქმედებების შესრულების შედეგად, ეკრანზე გამოვა დასაბეჭდი ჩეკი, რომელიც ბეჭდვის ბრძანებით ამოიბეჭდება საბეჭდ აპარატზე, „საქონლის რეალიზაცია (საბითუმო)“-ს მითითების შემთვევაში კი ეკრანზე გამოვა ელექტრონული სასაქონლო ზედნადების ასატვირთი ფანჯარა.

Created with a commercial version of Doc-O-Matic. In order to make this message disappear you need to register this software. If you have problems registering this software please contact us at support@toolsfactory.com.
Copyright (c) 2011. All rights reserved.
What do you think about this topic? Send feedback!