Apex ERP Documentation
|
საქონლის (მომსახურების) რეალიზაცია დიპლომატიური მისიის წარმომადგენლებზე
საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულია დიპლომატიური მისიის წარმომადგენლობაზე საქონლის/მომსახურების მიწოდების განსხვავებული პირობები, კერძოდ საქონლის/მომსახურების მიწოდება, რომელიც განკუთვნილი არის უცხოეთის დიპლომატიურ და მათთან გათანაბრებულ წარმომადგენლობათა ოფიციალური სარგებლობისათვის, ამ წარმომადგენლობათა და დიპლომატიური მისიის წევრების (მათთან მცხოვრებ ოჯახის წევრთა ჩათვლით) პირადი სარგებლობისათვის იბეგრება დღგ-ის ნულოვანი განაკვეთით, რომლის გამოყენების წესს განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი. დიპლომატიური მისიის წარმომადგენლებს გააჩნიათ სპეციალური სტატუსის დამადასტურებელი მოწმობა, რის საფუზველზეც ხდება დღგ-ის განაკვეთის შემცირება.
პროგრამაში გათვალისწინებულია აღნიშნული პირობები.
დიპლომატიური მისიის წარმომადგენლებზე საქონლის რეალიზაციის/მომსახურების დროს შეგიძლიათ გამოიყენეთ მენიუში განთავსებული ბრძანება ) , აღნიშნულ ბრძანებაზე დაჭერით ეკრანზე გამოვა ფანჯარა „დიპლომატიური სამსახურის ID”:
ფანჯარაში არის ერთადერთი სვეტი, რომელიც წარმოადგენს დიპლომატიური მისიის წარმომადგენლის, დამადასტურებელი საბუთის შესატან ნომერს, აღნიშნული სვეტის შევსების შემდეგ გამოიყენეთ „Enter”-კლავიში, სისტემაში თითოეულ სარეალიზაციო საქონელის ან მომსახურების ღირებულება შემცირდება სარეალიზაციო ღირებულებაში შემავალი დღგ-ის განაკვეთით (სარეალიზაციო ღირებულება გაიყოფა „1.18“-ზე).
Copyright (c) 2011. All rights reserved.
|
What do you think about this topic? Send feedback!
|