Apex ERP Documentation
ContentsIndexHome
PreviousUpNext
მომსახურება

მომსახურება

მომსახურება-მენიუს ბრძანება ძირითადად გამოიყენება კვების ობიექტებში (რესტორანი, სწრაფი კვება და ა.შ.) საქონლის (კვების პროდუქტების) რეალიზაციის დროს. მისი საშუალბით შეძლებთ მომსახურების თანხის დამატებას. ბრძანების გამოყენებისას ეკრანზე გამოდის შმდეგი სახის ფანჯარა: 

 

პირველ სვეტში მოცემულია მომსახურე პერსონალის ნომერი, ხოლო მეორე სვეტში მომსახურე პერსონის სახელი და გვარი, თუ მომსახურე პერსონალი საკმაოდ დიდი მოცულობით არის ფანჯარაში წარმოდგენილი, სვეტების ქვემოთ განლაგებული ძებნის პანელით შესაძლებელია, სასურველი მომსახურე პრსონალის მოძიება დროის მცირედი დანაკარგებით (ძებნის პანელსი შეიტანეთ საძიებო ტექსტი). მომსახურე პირის ასარჩევად დააფიქსირეთ შესაბამისი სტრიქონი, ანუ კონკრეტული პიროვნება და ამორჩევის ბრძანების გამოყენებით აღნიშნული მომსახურება დაემატება სარეალიზაციო საქონელს. 

ფანჯარაში მომსახურების ამორჩევისა და „ამორჩევის“ღილაკის გამოყენების შემდეგ, პროგრამაში სამუშაო მაგიდაზე, საქონლის ჩამონათვალის შემდეგ, ცალკე სტრიქონზე განთავსდება მომსახურე პირი (ნომრით და სახელით) და მომსახურების თანხა. მომსახურების თანხის კალკულაციაში შეიძლება მონაწილეობდეს სხვადასხვა ფაქტორები, მაგალითად: რეალიზებული კონკრეტული საქონლის რაოდენობა, რეალიზებული საქონლის საერთო ღირებულება, მომსახურების დრო (დღის საათები, ღამის საათები), სალაროს ნომერი, მომსახურე პერსონალის ნომერი და ა. შ. 

ჩამოთვლილი პარამეტრების განსაზღვრა ხდება პროგრამის დანერგვის პროცესში, რომელიც მიენიჭება სპეციალურ ფუნქციას მონაცემთა ბაზაში და ფუნქცია გამოთვლის მომსახურების თანხას ყოველი კონკრეტული შემთხვევისათვის. ფუნქციის პარამეტრების შეცვლა შეუძლია სისტემის ადმინისტრატორს: 

 

სისტემას შეუძლია, მომსახურების ოპერაციის შესრულების სამი ტიპი უზრუნველყოს: 

1. რეალიზებულ საქონელზე მომსახურების თანხის დამატება განახორციელოს მოლარე-ოპერატორმა, სისტემის საშუალებით; 

2. რეალიზებულ საქონელზე მომსახურების თანხის დასამატებლად თითოეული ჩეკისათვის, ეკრანზე გამოიტანოს გამაფრთხილებელი შეტყობინება; 

3. რეალიზებულ საქონელზე აუცილებლობას წარმოადგენდეს მომსახურების თანხის დამატება (მომსახურების თანხის დამატების გარეშე, სისტემა არ მოგვცემს ქვითრიდან გასვლის შესაძლებლობას).

Created with a commercial version of Doc-O-Matic. In order to make this message disappear you need to register this software. If you have problems registering this software please contact us at support@toolsfactory.com.
Copyright (c) 2011. All rights reserved.
What do you think about this topic? Send feedback!