Apex ERP Documentation
ContentsIndexHome
PreviousUpNext
საქონლის საჩუქრად გაცემა

საქონლის გაცემა საჩუქრად

საქონლის გაცემა საჩუქრად- საქონლის საჩუქრად გასაცემად დააწკაპუნეთ (ან დააჭირეთ) მეორე ღილაკს "საჩუქარი", ეკრანზე გამოვა ფანჯარა "საქონლის საჩუქრად რეალიზაცია": 

 

ფანჯრის ზედა ნაწილი განკუთვნილი არის საქონლის საერთო ღირებულებისათვის და საქონლის ქულების მიხედვით შესაფასებლად. 

ფანჯარაში არის „სასაჩუქრე ბარათის N” სვეტი, სადაც შეგვიძლია შევიტანოთ დაგროვებითი ბარათის ნომერი (რომელი ბარათის ქულებითაც გაიცემა საჩუქარი), არასწორედ მითითების შემთხვევაში ეკრანზე გამოვა შეტყობინება რომ ბარათი ვერ მოიძებნა, თუ სისტემამ ამოიკითხა ბარათის ნომერი, მაშინ ფანჯარაში არსებული სვეტების შევსება მოხდება ავტომატურად, სვეტში „ საქონლის საერთო შეფასების (ქულები)“ გამოაკლდება სავარაუდოდ დაგროვილი ქულების რაოდენობას, ხოლო ბარათზე დარჩენილი ქულები აღირიცხება სვეტში „სავარაუდო ნაშთი საჩუქრის გაცემისას“. ოპერაციის შესასრულებლად აუცილებლობას წარმოადგენს „Enter”-კლავიშის ან შესრულების ღილაკის გამოყენება, რის შედეგადაც ეკრანზე გამოვა ფანჯარა, გამაფრთხილებელი შეტყობინების სახით: 

 

საჩუქრის გადასაცემად გამოიყენეთ “mose”-ი და დააფიქსირეთ თანხმობა. პროგრამა ავტომატურად გადავა ქვითრის ნახვის რეჟიმში, საიდანაც შესაძლებელია საჩუქრად რეალიზებული საქონლის ბეჭდვა. ქვითარში მოცემული არის ბარათის მფლობელის პირადი ინფორმაცია, საქონლის დასახელება, სარეალიზაციო ფასი და ა.შ. ქვითრის ქვედა ნაწილში ნაჩვენებია ბარათიდან დაქვითული ქულების რაოდენობა (მინუს ნიშნით). 

 

როდესაც დაგროვილი ქულების რაოდენობა არასაკმარისია საქონლის შესაძენად, მაშინ პროგრამას გამოაქვს შესაბამისი შეტყობინება და ველში "სავარაუდო ნაშთი საჩუქრის გაცემისას" გვიჩვენებს ქულების უარყოფით ნაშთს (წითელი ფერით): 

 

Created with a commercial version of Doc-O-Matic. In order to make this message disappear you need to register this software. If you have problems registering this software please contact us at support@toolsfactory.com.
Copyright (c) 2011. All rights reserved.
What do you think about this topic? Send feedback!