Apex ERP Documentation
ContentsIndexHome
PreviousUpNext
აქციები

აქციები

აქცია სავაჭრო დაწესებულებაში წარმოადგენს, ერთის მხრივ მომხმარებლისთვის საქონლის შეძენის სტიმულირებას, ხოლო მეორეს მხრივ საწარმოს რეალიზაციის ზრდას. ძირითადად აქციები ხორციელდება სადღესასწაულო დღეების წინა პერიოდში, ანუ კონკრეტულ დღესთან დაკავშირებით (შესაძლებელია აქციის სახით საქონლის შეძენის სტიმულირება განპირობებული იყოს მომწოდებლების მოთხოვნით), შესაბამისად აქციით გათვალისწინებულ პერიოდში, საქონლის შეძენისას ფასდაკლება ვრცელდება ყველა მომხმარებელზე. მოლარე-ოპერატორისათვის თითოეული საქონლის ფასდაკლების ხელით შესრულება საკმაოდ შრომატევადი საქმე არის, რაც გამოიწვევს მომხმარებლის მომსახურების დროს, დროის დიდ დანაკარგს და შესაბამისად მომხმარებლების უკმაყოფილებას (სალაროსთან არსებულ რიგებთან დაკავშირებით). აპექს-სალარო უზრუნველყოფს პრობლემების გადაჭრას აღნიშნულ საკითთხთან დაკავშირებით. ოპერაციის გამარტივების მიზნით, სისტემაში შექმნილია ე.წ. ვირტუალური ბარათი. პროგრამა აქციის დროს „უყურებს“ ვირტუალურ ბარათს და საქონელს, რომელზეც ვრცელდება აქციით გათვალისწინებული ფასდაკლება, შესაბამისად საქონლის რეალიზაცია სისტემაში განხორციელდება ფასდაკლებით. საკმარისია აირჩიოთ საქონელი, რომლზედაც ვრცელდება რეალიზაციის დროს აქცია, სამუშაო მაგიდაზე განთავსდება დამატებითი სვეტი, სადაც გამოჩნდება აქციით გათვალისწინებული ფასდაკლების პროცენტი (მუშაობის დაწყების დროს (პირველი საქონლის ამორჩევისას) ფასდაკლების პროცენტის სვეტი არ გამოჩნდება, ვიდრე არ მოხდება საქონლის რაოდენობის დადასტურება „Enter“-კლავიშზე დაჭერით), ხოლო საქონლის ღირებულების სვეტში დაფიქსირდება ფასდაკლებული ღირებულება: 

 

აქციის დროს, ბარათის ნომრის შესატან გრაფაში აუცილებლობას არ წარმოადგენს ბარათის ნომრის შეტანა, თუ მოლარე-ოპერატორმა ბარათის ნომრის გრაფაში, შეიტანა ვირტულაური ბარათის ნომერი, მაშინ ეკრანზე გამოვა შეტყობინება: 

 

აქციის პირობები, ზოგიერთ შემთხვევაში ეფუძნება მომწოდებლების თხოვნას, მათ მიერ მოწოდებული საქონლის რეალიზაციის წახალისების (გაზრდის) მიზნით. მომწოდებლის პირობაში ჩადებული არის, მომწოდებლის მიერ განსაზღვრული პირობა (მაგ: თუ მომხმარებელი შეიძენს, მომწოდებლის მიერ მოწოდებულ კონკრეტულ საქონელს 50 ლარის ზემოთ, მომხმარებელს გადაეცემა საჩუქარი. შესაბამისად მომხმარებლისთვის უნდა განხორციელდეს დამატებითი ჩეკის გადაცემა, სადაც მითითებული იქნება აქციის პირობით შეძენილი საქონლის რაოდენობა და თანხა, სისტემა უზრუნველყოფს აქციის ქვითრის ბეჭდვას, რათა მომხმარებელმა შესძლოს წინასწარ განსაზღვრულ ადგილზე, აქციის პირობებით გათვალისწინებული საჩუქრის მიღება). 

 

იმისათვის, რომ სისტემამ შესძლოს აქციის პირობებში გათვალისწინებული საქონლის შტრიხკოდები, აქციის პირობებში საქონლის განმსაზღვრელი მინიმალური თანხა, ჩეკის თავსა და ბოლოში განსათავსებელი ტექსტის ამოკითხვა ადმინისტრატორს აღნიშნული ინფორმაცია შექავს სპეციალურ ცხრილში. ამ კერძო შემთხვევაში -ცხრილში. ცხრილი განთავსებული არის მისამართზე: ApexCash=>Action=>action00.DBF. ცხრილი მუშაობს მის შესაბამის ამოცანასთან ერთად, რომელსაც აგრეთვე ქმნის ადმინისტრატორი. ყოველი ახალი აქციისათვის ადმინისტრატორი ქმნის ახალ ცხრილსა და მის შესაბამის ამოცანას. ცხრილის საწყის სტრიქონებში იწერება აქციაში მონაწილე საქონლის შტრიხკოდები (იმ საქონლის შტრიხკოდები, რომლის შეძენის შემთხვევაშიც გაიცემა საჩუქარი) , შტრიხკოდების შემდეგ კი აქციის ქვითარში (თავსა და ბოლოში) ამოსატანი ინფორმაცია და ბოლო სტრიქონზე აქციაში მონაწილეობისათვის დადგენილი მინიმალური თანხა თითოეული საქონლისათვის: 

 

 

მომხმარებელმა შესაძლებელია, რამოდენიმე მომწოდებლის საქონელი შეიძინოს, ამასთან სხვადასხვა მომწოდებლის პირობებით გათვალისწინებული იყოს სხვადასხვა აქციის პირობა, გამომდინარე აქედან მომხმარებლის მიერ შეძენილი თითოეული მომწოდებლის საქონელის საერთო ღირებულება აღემატებოდეს აქციით განსაზღვრულ მინიმალურ თანხას, შესაბამისად მყიდველი ერთდროულად გახდება რამოდენიმე აქციის მონაწილე და გადაეცემა შესაბამისი აქციის ჩეკები. 

აქციის ჩეკი იბეჭდება ჩვეულებრივი ჩეკის დაბეჭდვის (ან ნახვის შემდეგ): 

ჩეკები იბეჭდება შემდეგი სახით: 

 

 

 

 

Created with a commercial version of Doc-O-Matic. In order to make this message disappear you need to register this software. If you have problems registering this software please contact us at support@toolsfactory.com.
Copyright (c) 2011. All rights reserved.
What do you think about this topic? Send feedback!