Apex ERP Documentation
ContentsIndexHome
PreviousUpNext
რეალიზაცია ფასდაკლებით

საქონლის რეალიზაცია ფასდაკლებით

საქონლის რეალიზაცია ფასდაკლებით- ბრძანება გულისხმობს რეალიზაციის დროს, საქონელზე ფიქსირებული ფასდაკლების პროცენტის მითითებას. ბრძანების გამოყენებისას ეკრანზე გამოდის დიალოგური ფანჯარა „ფასდათმობა პროცენტებში“: 

 

საქონლის რეალიზაციის დროს ფანჯარაში ხდება სასურველი ფასდაკლების პროცენტის არჩევა, ვუთითებთ ფასდაკლების პროცენტს, „Enter”-კლავიშის ან „გასვლის“ ღილაკის დახმარებით ვახდენთ აღნიშნული ფასდაკლება გავრცელდებას სარეალიზაციო საქონელზე. ფასდაკლების პროცენტი ჩაიწერება საქონლის დასახელების გასწვრივ, ფასდაკლების შესაბამის გრაფაში და გამოჩნდება სამუშაო მაგიდის ქვედა ცენტრალურ ნაწილში. 

 

საქონლის ფასდაკლებული სარეალიზაციო ღირებულება ავტომატურად ჩაიწერება ღირებულების გრაფაში. 

საქონლის ფასდაკლებით რეალიზაცია კონკრეტულ მყიდველზე ასევე შესაძლებელია ფასდათმობის ბარათით (ლოიალური ბარათით) სარგებლობისას. ასეთ შემთხვევაში მოლარე-ოპერატორმა უნდა განახორციელოს თავდაპირველად ბარათის სპეციალურ ტერმინალში გატარება ან „ფასდათმობის ბარათის N“ სვეტში მიუთითოს ბარათის ნომერი, აღნიშნული ქმედების შესრულების შედეგად, ფანჯარაში ავტომატურად შეივსება ბარათის მფლობელის ვინაობა და მისი პირადი ნომერი. „სავარაუდო ქულა“ სვეტი გულისხმობს ცვლის ჩახურვის მდგომარეობით დაგროვებით ბარათზე არსებულ ქულას (დღის განმავლობაში ბარათზე დამატებული ქულები აისახება მომდევნო დღეს). 

 

ბარათი, რომელზეც ხდება ქულების დაგროვება, ზოგიერთ შემთხვევაში არ ვრცელდება ყველა სარეალიზაციო საქონელზე, ანუ ქულების დარიცხვა ხდება კონკრეტული საქონლის შეძენის შემთხვევაში, თუ დაგროვებადი ბარათის მფლობელი შეიძენს ისეთ საქონელს, რომლისთვისაც განსაზღვრულია ქულების დარიცხვა, ბარათის ტერმინალში გატარების შემდეგ, ბარათზე აისახება შესაბამისი რაოდენობის ქულები, რაც გამოჩნდება სამუშაო მაგიდის ქვედა ცენტრალურ ნაწილში: 

 

Name 
Description 

აქციები

აქცია სავაჭრო დაწესებულებაში წარმოადგენს, ერთის მხრივ მომხმარებლისთვის საქონლის შეძენის სტიმულირებას, ხოლო მეორეს მხრივ საწარმოს რეალიზაციის ზრდას. ძირითადად აქციები ხორციელდება სადღესასწაულო დღეების წინა პერიოდში, ანუ კონკრეტულ დღესთან დაკავშირებით (შესაძლებელია აქციის სახით საქონლის შეძენის სტიმულირება განპირობებული იყოს მომწოდებლების მოთხოვნით), შესაბამისად აქციით გათვალისწინებულ პერიოდში, საქონლის შეძენისას ფასდაკლება ვრცელდება ყველა მომხმარებელზე. მოლარე-ოპერატორისათვის თითოეული საქონლის ფასდაკლების ხელით შესრულება საკმაოდ შრომატევადი საქმე არის, რაც გამოიწვევს მომხმარებლის მომსახურების დროს, დროის დიდ დანაკარგს და შესაბამისად მომხმარებლების უკმაყოფილებას (სალაროსთან არსებულ რიგებთან დაკავშირებით). აპექს-სალარო უზრუნველყოფს პრობლემების გადაჭრას აღნიშნულ საკითთხთან დაკავშირებით. ოპერაციის გამარტივების მიზნით, სისტემაში შექმნილია ე.წ. ვირტუალური ბარათი. პროგრამა აქციის დროს „უყურებს“ ვირტუალურ ბარათს და საქონელს, რომელზეც ვრცელდება აქციით... more 

Created with a commercial version of Doc-O-Matic. In order to make this message disappear you need to register this software. If you have problems registering this software please contact us at support@toolsfactory.com.
Copyright (c) 2011. All rights reserved.
What do you think about this topic? Send feedback!