Apex ERP Documentation
ContentsIndexHome
PreviousUpNext
გადახდის საშუალებები

გადახდის საშუალებები

სალაროს ოპერაციების წარმოება განსაზღვრული არის გარკვეული წესით, კერძოდ, როდესაც საქონლის რეალიზაცია ხორციელდება ნაღდი ანგარიშსწორებით (თანხის მიღებით), სალაროში თანხის ასახვა უნდა მოხდეს ნაღდი ანგარიშსწორების საფუძველზე, ხოლო უნაღდო ანგარიშსწორების შემთხვევაში, როდესაც გადახდის საშუალებას წარმოადგენს საბანკო ბარათი, მისი ასახვა სისტემაში უნდა განხორციელდეს უნაღდო ანგარიშსწორბის სახით. „აპექს-სალაროს“ პროგრამაში გათვალისწინებულია გადახდის სხვადასხვა საშუალებების გამოყენება. 

გადახდის ოპერაცია სრულდება სამუშაო მაგიდის მენიუს ზოლში განთავსებული ბრძანებით. ბრძანება აქტიურდება მას შემდეგ რაც განხორციელდება საქონლის დამატება და გააქტიურდება თანხის შესატანი სვეტი. 

ბრძანების გამოყენების შედეგად, ეკრანზე გამოდის შემდეგი სახის ფანჯარა: 

 

ფანჯრიდან ხდება გადახდის საშუალების არჩევა, ვაფიქსირებთ სტრიქონს, იმის მიხედვით თუ მომხმარებელი რა სახით ახორციელებს ანგარიშსწორებას, შედეგად აქტიურდება ბრძანება „გასვლა (Enter)“. გასვლის ბრძანებით ან „Enter“-კლავიშის გამოყენებით სამუშაო მაგიდაზე ხდება ანგარიშსწორების სახის დაფიქსირება, ხოლო თანხის გადასახდელის ვეტის გასწვრივ კი გაჩნდება ჩანაწერი ფანჯარაში არჩეული გადასახადის სახის მიხედვით. მაგ: თუ ავირჩევთ საბანკო ბარათს, გადასახდელი თანხის სვეტს ექნება შემდეგი სახე: 

 

გარდა ზემოაღნიშნულისა, პროგრამით გათვალისწინებული არის ერთ ჩეკზე სხვადასხვა სახით ანგარიშსწორება. მაგალითად მომხმარებელს სურს, მის მიერ შეძენილი საქონლის საფასურის ნაწილი გადაიხადოს ნაღდი ანგარიშსწორებით, ხოლო ნაწილი საბანკო ბარათით (უნაღდო ანგარიშსწორება). გადახდის ბრძანების საშუალებით შევძლებთ ავსახოთ ნაღდი ანგარიშსწორებით გადახდილი თანხა, მომდევნო ეტაპზე კიდევ გამოვიყენებთ ბრძანებას და ამჯერად გადახდის სახედ მივუთითებთ საბანკო ბარათს. 

თანხის არასრულად გადახდის (ჩაწერის) შემთხვევაში შეუძლებელია ახალი ოპერაციის შესრულება. 

Created with a commercial version of Doc-O-Matic. In order to make this message disappear you need to register this software. If you have problems registering this software please contact us at support@toolsfactory.com.
Copyright (c) 2011. All rights reserved.
What do you think about this topic? Send feedback!